FIORENTINO Posted September 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2008 სააკაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. სააკაშვილი გენასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ აგრესიასა და ინტერვენციაზე ისაუბრებს. გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობის მისაღებად 120 სახელმწიფოს წარმომადგენელია მიწვეული. გაეროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 22 სექტემბერს ასამბლეის ტრიბუნიდან საქართველოს, ბრაზილიის, აშშ-ის, საფრანგეთის, სერბეთის, არგენტინის, გაბონის, ირანისა და ლიტვის პრეზიდენტების გამოსვლა იგეგმება.მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიოს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. "რუსეთმა უნდა დაიცვას ყველა ვალდებულება, რომელიც საკუთარ თავზე აიღო. ყველა ქვეყანა უნდა დარწმუნდეს, რომ მეზობელ სახელმწიფოში შეჭრა იმ წესებს არ აკმაყოფილებს, რომლითაც XXI საუკინის მსოფლიო სარგებლობს", - აღნიშნა ბუშის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში სთივენ ჰედლიმ. ჰედლის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნას საქართველოს მხარდასაჭერად გამოიყენებს და რუსეთის პოზიციას გააკრიტიკებს. აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოს ყველა ქვეყანას თბილისის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან გენასამბლეის ტრუბუნაზე გამოსვლას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გეგმავს. ლავროვი გამოსვლა 25 სექტემბერსაა დაგეგმილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.