planetanews Posted July 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2010 http://a.pix.ge/e/fr8ss.jpg“The Guardian-მა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ასტონ ვილა” £2.5 მილიონიან შემოთავაზებას დათანხმდა და 24 საათში ლიუკ იანგი ოფიციალურად “ლივერპულელი” გახდება. როი ჰოჯსონს დიდი ხანია სამიზნეში ჰყავს ამოღებული ინგლისელი მცველი. ჯერ კიდევ “ფულემში” ყოფნისას ის ცდილობდა გადმოებირებინა ფეხბურთელი და საწადელს მხოლოდ ახლა მიაღწია. “ლივერპულში” რომ გვერდითა მცველების ნაკლებობაა არავინ დაობს. ფაბიო აურელიმ დატოვა კლუბი, ემილიანო ინსუა სადაცაა “ფიორენტინას” შეუერთდება, დეგენმა კი განაცხადა, რომ სხვა კლუბებისგან შემოთავაზებების განხილვითაა დაკავებული. - რატომ შეიძინეს მარჯვენა მცველი? გლენ ჯონსონი ხომ “ლივერპულელია”! პასუხი მარტივია. – გუნდში აუცილებელია კონკურენცია, თუმცა დიდად ვერც ამ სიტყვას გამოვიყენებთ წინა სეზონიდან გამომდინარე. გლენმა ძალიან დიდი დრო მოედნის გარეთ ტრამვირებულმა გაატარა და მის ნაცვლად ხან კარაგერი, ხან დეგენი და ხანაც მასკერანო თამაშობდა. ახლა კი 1 შემცვლელი და 1 კონკურენტი უკვე ნაყიდია, თანაც “ლივერპულისთვის” “მოსახერხებელ” ფასად. ინფორმაცია ფეხბურთელზე ვიკიპედიიდან: სრული სახელი: ლიუკ პაულ იანგიდაბადების თარიღი: 19 ივლისი 1979 წ (31 წლის)დაბადების ადგილი: ჰარლოუ, ინგლისისიმაღლე: 1.83 მპოზიცია: მარჯვენა მცველი ლიუკ იანგის პროფესიონალური, მაღალი დონის ფეხბურთი 1997 წელს “ტოტენჰემში” დაიწყო. 2001 წელს “ჩარტლონ ატლეტიკმა” შეიძინა, სადაც 6 წელი დაჰყო. 2007-08 სეზონი “მილდსბროში” გაატარა და შემდეგ “ასტონ ვილას” წევრი გახდა, რომელიც “ლივერპულამდე” ბოლო კლუბია. სანაკრებო წარმატება მის კარიერაში არც თუ ისე დიდია. 1998 – 200 წლები 21 წლამდელთა გუნდში ასპარეზობდა, რის შემდეგაც მხოლოდ ერთხელ, 2005 წელს მიიღო მონაწილეობა ინგლისის მაისურით. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts