planetanews Posted July 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2010 Transitions Online, სოციალური მედიის დიდად მხარდამჭერი ორგანიზაცია წელს კიდევ ერთხელ აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს. შარშანაც იყო ასეთი გამოცხადებული და, როგორც მახსოვს, ძალიან ცოტა განაცხადი შევიდა. ერთ-ერთი გამარჯვებული მე ვიყავი. წელს ვიფიქრე, რომ ბევრი ადამიანია, ვისაც ეს მინიგრანტი თავის სოც.მედია პროექტებში წაადგებოდა, ამიტომ ვაშეარებ ჩემს ბლოგზეც. ტექსტი მედია.გე-დან: “ტრანზიშნს ონლაინი” აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს ახალ მედიაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სოციალურ მედიაში მომუშავე მსურველებისთვის. სამოქალაქო ჟურნალისტიკისა და სამოქალაქო აქტივობების განვითარების ფარგლებში “ტრანზიშნს ონლაინი” გთავაზობთ წარადგინოთ პროექტები ბლოგინგზე და სხვა ვებ საქმიანობაზე ახალ მედიაში. პროექტის განაცხადის საფუძველზე კონკურსის ორგანიზატორები დააფინანსებენ ხუთ პროექტს, რომელიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი გვერდისგან (მაქსიმუმ ექვსი), და სადაც ინგლისურ ენაზე დეტალურად იქნება აღწერილი პროექტის მიზნები, ამოცანები, შესაძლო შედეგები, ბიუჯეტი და ბიოგრაფია. ხუთი პროექტიდან ორი რეგიონებში მომუშავეებისათვის არის განკუთვნილი. “ტრანზიშნს ონლაინი” პროექტის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს დააფინანსებს და არა შინაარსობრივს. გრანტის თანხა არის მცირე და დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე. განაცხადი უნდა გაუგზავნოთ პროექტის მენეჯერს საქართველოში, ელზა ქეცბაიას ელექტრონულ ფოსტაზე: ketsbaiae@gmail.com, ტელ: +995 77 57 57 25. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა-15 სექტემბერი, 2010 წელი. ფრაზა “ტრანზიშნს ონლაინი” პროექტის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს დააფინანსებს და არა შინაარსობრივს” ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ხელფასი რომ დაუნიშნოთ, არ გამოვა. ხარჯებში შეგიძლიათ შეიტანოთ ნებისმიერი ტექნიკა, რაც დაგჭირდებათ პროექტისთვის – ფოტოაპარატი, ფლიპკამი, მიკროფონი, ასევე – ჰოსტინგისა და დომენის გადასახადი. დასაშვები ბიუჯეტის მაქსიმუმი ზღვარი, როგორც ვიცი, განსაზღვრული არ არის, პროექტს გააჩნია. მაგრამ მინიგრანტია, 10 000 მწვანეს არ მოგცემენ. : ) მოიფიქრეთ საინტერესო პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ მედიასთან, ბლოგინგთან, მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება თქვენი არსებული პროექტების გაუმჯობესება (მაგალითად, Eventlenta კარგი პროექტია და ცოტა ხელის წაშველებით – უკეთესი დადგება). და რაც მთავარია, არ გადადოთ მთლად 15 სექტემბრამდე. Filed under: Just, რა Tagged: ბლოგინგი, გრანტი, პროექტი, სოციალური მედია, transitions online http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1833/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1833/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1833/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1833/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1833/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1833&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.