FIORENTINO Posted September 21, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2008 ხურჩაში სროლები შეწყდა ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩაში ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა. როგორც აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს ზუგდიდის რაიონის სოფელი კოკის გამგებელმა ემზარ გულორდავამ განუცხადა, ამ დროისათვის ხურჩაში სროლის ხმა შეწყდა. მისი თქმით, სნაიპერული სროლის შედეგად, დაღუპულია ერთი ქართველი პოლიციელი და დაჭრილია - 3. გულორდავას თქმით, ცეცხლი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციიდან გაიხსნა, მაშინ როდესაც ხურჩის ხიდზე მდგარი პოლიციელის მიმართულებით. აღნიშნულს საპასუხო ცეცხლის გახსნა მოჰყვა. განხორციელდა ორმხრივი სროლები, რის შედეგააც 3 ქართველი პოლიციელი დაშავდა. გულორდავას თქმით, მოწინააღმდეგეების მხრიდან დაზარალებულების რაოდენობა არ არის ცნობილი. სროლის ხმა სოფელ ხურჩაში დაახლოებით ნახევარი საათია, რაც აღარ ისმის. ცნობისთვის, სოფელი ხურჩა ზუგდიდის რაიონში მდინარე ენგურის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.