planetanews Posted July 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2010 http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/2807201000-150x150.jpgრადიო “მონტე-კარლოს” ჟურნალისტს შორენა ქარჩავას წუხელ ორი უცნობი პირი დაესხა თავს. ინციდენტი მეტრო სარაჯიშვილთან არსებულ ხიდზე, ღამის პირველის 20 წუთზე მოხდა.როგორც თავად დაზარალებული აცხადებს, უცნობები მას იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც სამსახურიდან სახლში მიმავალი ხიდზე გადადიოდა. უკნიდან მიეპარნენ, პირზე ააფარეს ხელი და თავზე შავი ტომარა ჩამოცვეს. შორენა ქარჩავა ირწმუნება, რომ თავდამსხმელებს არც ჩანთა და არც მობილური ტელეფონი არ მოუთხოვიათ, რომელიც იმ მომენტში ხელში ეჭირა და დახმარების სათხოვნელად ნებისმიერ ნომერზე დარეკვას ცდილობდა. მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და ყვირილი დაიწყო, თავდამსხმელებმა იგი იქვე, დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლიდან ღრმულში გადააგდეს. ჟურნალისტმა დახმარებისთვის იქვე მოძრავ პატრულის ეკიპაჟს მიმართა. პატრულმა ავჭალის პოლიცია გამოიძახა და დაზარალებულს ჩვენება ჩამოართვეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/shorena.jpg itvს ლინკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts