planetanews Posted July 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2010 ამ სახელწოდების ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება დღეს „ფონდ ღია საზოგადოება საქართველო“-ს ოფისში. გამოძიების ავტორი სტუდია ”მონიტორია”. ”პრეზიდენტი სახელმწიფო საკუთრებას უმრავლეს შემთხვევაში სიმბოლურ ან მიზერულ ფასად განკარგავს. მაგალითად, მთაწმინდაზე მდებარე კომერციული ფართი მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ალანია“-ს სიმბოლურ ფასად 1 აშშ. დოლარად გადასცა” - ნათქვამია ”მონიტორის" წინასწარ გავრცელებულ განცხადებაში. .ჟურნალისტური გამოძიება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, პირდაპირი განკარგვის წესით, სახელმწიფო ქონებების განაწილებას ეხება. „სტუდია მონიტორი“ აცხადებს, რომ მათ მიერ მოძიებული დოკუმენტაციით, პრეზიდენტმა ბოლო 3 წელიწადის განმავლობაში, პირდაპირი განკარგვის წესით, რამდენიმე ათეული უძრავი ქონება განკარგა, რომელთა ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონს შეადგენს. პრეზიდენტმა, პირდაპირი განკარგვის წესით, სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი სახლები გადასცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც. იურისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ბევრ კითხვას ბადებს. ფილმის პრეზენტაცია 29 ივლისს, 17.00 საათზე, გაიმართება და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts