planetanews Posted July 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/323.jpg ქართული ესტრადის მსახიობი, “სიცილის დედოფლად” წოდებული მზია კვირიკაშვილი დღეს თბილისში გარდაიცვალა . მზია კვირიკაშვილი 7 ივნისს აშშ-დან მძიმე ავადმყოფობის გამო დაბრუნდა. მსახიობი შეერთებულ შტატებში შეუძლოდ გახდა. მას ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს. იმის გამო, რომ აშშ-ში მკურნალობისთვის სათანადო სახსრები არ არსებობდა, მსახიობი მისივე დაჟინებული მოთხოვნით, საქართველოში საკუთარ სახლში დაბრუნდა. მზია კვირკაშვილი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ესტრადაზე. იყო წარმატებული პროექტის – ~იუმორინას~ ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე და თანაავტორი. “ჯეოტოპნიუსი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, მზია კვირიკაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს,მეგობრებს,კოლეგებს და სრულიად საქართველოს. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts