Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge „რუსეთმა ჩვენთან უნდა ითანამშრომლოს“


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/der_standard_logo1-150x40.png

 

შტეფან ბინდერი

 

საქართველოს ვიცე–პრემიერი გიორგი ბარამიძე Der Standard–თან ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობებზე, ქართულ შეთქმულებებზე და მაფიის გადატრიალების გეგმებზე საუბრობს.

 

გასულ კვირაში მომხდარი აფეთქებები ბალყარეთში, არასტაბილურობა აფხაზეთში, საქართველო გარშემორტყმულია კონფლიქტური სიტუაციებით?

 

დიახ, რეგიონში სიტუაცია უარესდება. ეს ყველაფერი კი რუსეთის არაგონივრული პოლიტიკის ბრალია, რომელსაც პრობლემების გადაწყვეტა არ შეუძლია. ამის ნაცვლად, იქ ათასობით ადამიანს კლავენ: ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, უფლებადამცველებს, რაც ხელს აძლევს ფუნდამენტალისტებს. საქართველოს ეს უშუალოდ არ ეხება, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ჩვენს მეზობლად ჩრდილოეთში მუსულმანური ხალიფატი. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ეკონომიკაში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტის სფეროში და კულტურაში.  გვსურს რომ რუსეთი იყოს სტაბილური, მაგრამ ამისთვის მან ცვილიზებული პოლიტიკა უნდა აწარმოოს.

 

რაც შეეხება ცივილიზებულ პოლიტიკას: საქართველოს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შალვა ნათელაშვილმა, გასულ კვირას Standard–თან ინტერვიუში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სერიოზული ბრალდებები წაუყენა. ის ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი დაკავშირებულია 2005 წელს პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაღუვის ფაქტთან 

 

ვფიქრობ, უფრო გონივრული იქნებოდა ისეთ პოლიტიკოსებთან საუბრი, რომლებიც მეტ სიმწიფეს ავლენენ. ამ ადამიანს მხოლოდ ყურადღების მიპყრობა სურს. ის სასაცილო განცხადებებს აკეთებს ხოლმე, მაგრამ ეს შემთხვევა სასაცილო არ არის. პრემიერ–მინისტრი ჟვანია ჩემი საუკეთესო მეგობარი და პოლიტიკური დამრიგებელი იყო. ამ საქმეს ორი მხარე იძიებს: ქართული და ამერიკული გამოძიების ფედერალური ბიურო. ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ვერავინ იტყვის დანამდვილებით რა მოხდა.

 

ამ წლის მარტში ვენაში ქართველ მაფიოზთა ჯგუფი ამხილეს, რომლებიც იმავდროულად თითქოს ვენიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამხობას გეგმავდნენ. 

 

ვფიქრობ, ეს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის საუკეთესო კომპლიმენტია. მისი ქმედებებით მაფია ისე გაპარტახდა, რომ მისი დამხობა სურს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ეფექტურად ვებრძვით მაფიას, კორუფციას და ორგანიზებულ დანაშაულს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მაფიას ავსტრიის ხელისუფლებაც არ ინდობს. მაგრამ რუსეთში ისინი თავს თავისუფლად გრძნობენ.

 

თუმცა, იმავდროულად არსებობდა ბრალდებები იმის თაობაზეც, თითქოს ამ გეგმებში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ

 

საერთაშორისო სტატისტიკა ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობაში ჩვენ აღარ გვაქვს მაფიოზური სტრუქტურები. ბუნებრივია, ყოველთვის შეიძლება გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერენ რადიკალურ ჯგუფებს მთავრობის დასამხობად. მსგავსი ფაქტის გამორიცხვა დარწმუნებით არ შეიძლება. თქვენ მსგავს რამეს სადმე გამორიცხავთ?

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...