Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით პოლემიკა გრძელდება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg

 

საქართველოს ოპოზიციური პარტიები, ექსპერტები სამართლის დარგში, არასამთავრობო ორგანიზაციები განაგრძობენ თავგანწირულ ბრძოლას, რათა წინ აღუდგნენ პარლამენტის მიერ კონსტიტუციის იმ ახალი პროექტის ოფიციალურად  მიღებას, რომელიც ისეა ფორმულირებული, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2013 წელს, მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის გასვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის სტატუსში უზენაეს მმართველად დარჩენის შესაძლებლობას აძლევს.

 

ამასობაში კი ამერიკული ორგანიზაციის, ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებმა აჩვენა, რომ მხოლოდ გამოკითხულთა 26 პროცენტი უჭერს მხარს სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას, ხოლო 32 პროცენტი ამის წინააღმდეგია. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48 პროცენტი) ამჟამინდელი ძლიერი საპრეზიდენტო სისტემის შენარჩუნების მომხრენი არიან.

 

კონსტიტუციის პროექტი სააკაშვილის მიერ გასულ ზაფხულს დაფუძნებული კომისიის შრომის პროდუქტია. მისმა წევრებმა პროექტი 19 ივლისს დაამტკიცეს და 21 ივლისს პარლამენტს გადასცეს. პარლამენტმა პროექტი გამოაქვეყნა, რათა ერთი თვის მანძილზე საერთო-ეროვნული დისკუსიები გამართულიყო.  “კავკას-პრესი” 22 ივლისს იტყობინებოდა, რომ  ვენეციის კომისიის ექსპერტები 16-17 სექტემბერს პროექტის განსახილველად თბილისში ჩამოვლენ.

 

მაგრამ იმ საზოგადოებრივი კომისიის ორი წევრი, რომელმაც კონსტიტუციის ალტენატიული პროექტი მოამზადა, ზაქარია ქუცნაშვილი და აღაირებული ექსპერტი სამართლის საკითხებში   ვახტანგ ხმალაძე პროგნოზირებენ, რომ  24 აგვისტოს, პირველი პოსტ-საბჭოთა კონსტიტუციის მიღების წლისთავზე (1995) პარლამეტის საგანგებო სხდომას მოიწვევენ და პროექტს დაამტკიცებენ.

 

”პუტინივით”

 

კონსტიტუციის ახალი პროექტისადმი გამოხატული პროტესტი  ერთი მომენტის გარშემოა ფოკუსირებული – ესაა აშკრა განსხვავება იმას შორის, რაც  ძალთა  შორის არსებული ბალანსის ცვლილების არგუმენტად მოყავთ და რა მოსალოდნელი რეალური გავლენა მოყვება ამ ცვლილებებს. პრეზიდენტი სააკაშვილი და იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც შექმნა ძირითადი კანონის პროექტი,  ავთანდილ დემეტრაშვილი აცხადებენ, რომ ის ”ევროპულ მოდელს” ეფუძნება და ცხადად წარმოადგენს  საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპრალამენტოზე გადასვლის საფეხურს.

 

მაგრამ ოპოზიციური პარტიები დაობენ, რომ ახალი კონსტიტუციით  ძალაუფლების დიდი ნაწილი, რომლითაც დღეს პრეზიდენტია ღჭურვილი, უბრალოდ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს, რომელსაც პარალემენტის უმრავლსობა ირჩევს. ეს პირობა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენის უფლებამოსილებას მიანიჭებდა. 

 

გარდა ამისა, ოპოზიცია აცხადებს, რომ ახალი მოდელი დაასუსტებდა პარალამენტს, რადგან თუ პარლამენტი მთავრობას არ გამოუცხადებს ნდობას, პრეზიდენტს კაბინეტის  მაგიერ, პარლამენტის დათხოვნის არჩევანი აქვს.

 

ოპოზიციური პარტიის თანალიდერმა კახა კუკავამ ახალ პროექტს აგდებულად უწოდა ”ნაციონალური მოძრაობის ახალი შეთანხმება” და  ”პუტინის კონსტიტუცია”, რაც  იმას ნიშნავს, რომ ის საშუალებას მისცემს სააკაშვილს, მიბაძოს რუსეთის პრეზიდენტს და უბრალოდ თანხმობა განაცხადოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, იტყობინებოდა „კავკას–პრესი“ 21 ივლისს. ალტერნატიულმა საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ სააკაშვილს თხოვნით მიმართა, გამოითხოვოს პროექტი პარლამენტიდან, იუწყებოდა „კავკას–პრესი“ 23 ივლისს, ხოლო თეთრების ოპოზიციურმა მოძრაობამ, რომელსაც სათავეში თემურ შაშიაშვილი უდგას, 26 ივლისს განცხადება გააკეთა და პროექტის საერთო-ეროვნულ რეფერენდუმზე გატანა მოითხოვა.

 

ამ მოთხოვნათაგან არც ერთს არა აქვს წარმატების შანსი და არც იმის შანსი არსებობს, რომ პარლამენტი, რომელშიც გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას 150 მანდატიდან 131 აქვს, ვერ მოახერხებს პროექტის მიღებას. ამ თვალსაზრისით სააკაშვილმა, როგორც ამას რუსული ყოველდღიური გამოცემა ”კომერსანტი” წერდა, „საკუთარ თავს ხელისუფლებაში დარჩენა მიუსაჯა”.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...