planetanews Posted July 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif შონ ვოლკერი რუსულმა მედიამ აიტაცა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის უხერხული ფოტო, სადაც ის ღამის კლუბში პოზირებს. ეს კრიტიკის ახალი ტალღაა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც მთავრობაში „სტრიპტიზის მოცეკვავეებს“ ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილმა 28 წლის ვერა ქობალია მინისტრად გასულ თვეში დანიშნა. წარმოშობით ქართველი ქობალია, 15 წლის განმავლობაში კანადაში ცხოვრობდა და პოლიტიკაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. ამბობენ, რომ სააკაშვილი მას თებერვალში, ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიადაზე მოგზაურობის დროს შეხვდა. ფოტო, რომელიც როგორც ჩანს, ქალბატონი ქობალიას Facebook –ის გვერდიდანაა აღებული, ქართულმა გაზეთმა გამოაქვეყნა. მასში მინისტრი, მისი და და მათი სამი მეგობარი პოზირებენ. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული მედია, რომელიც ფათოდ აშუქებს ნებისმიერ ისტორიას, რაც პრეზიდენტ სააკაშვილს ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩენს, ამბავი აიტაცა და ამტკიცებს, რომ ფოტო ვანკუვერის ღამის კლუბშია გადაღებული. ქალბატონმა ქობალიამ განაცხადა, რომ ფოტო 10 წლის წინ, ფლორიდაში არდადეგების დროსაა გადაღებული. „თუკი ყველაზე ცუდი რამ, რასაც ოპოზიცია ან ნებისმიერი სხვა ჩემს წინააღმდეგ მოიპოვებს ჩემი კოლეჯისდროინდელი ძველი ფოტოა, ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ“, – განაცხადა მან. ფოტოზე მინისტრს კაბა აცვია და არაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ ის სტრიპტიზში მონაწილეობს. ასევე არაფრით დასტურდება ისიც, რომ ქალბატონები სტრიპტიზ კლუბში არიან. არც ქალაქი ჩანს და არც ის, თუ როდისაა ფოტო გადაღებული. ქალბატონი ქობალიას ბიოგრაფიის მიხედვით, კანადის დატოვებამდე ის იქ ერთ–ერთ ადგილობრივ სატელევიზიო არხზე მუშაობდა და კერძო ბიზნესი ჰქონდა. თუმცა, ამან ვერ შეაჩერა რუსული ტაბლოიდი „კომსომოლსკაია პრავდა“ გამოექვეყნებინა გუშინ სტატია სათაურით „სტრიპტიზის მოცეკვავიდან მინისტრობამდე“. იგივე ტიპის მასალები დაბეჭდეს სხვა რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა. თავად მინისტრი გუშინ კომენტარისთვის მიწვდომელი იყო. მისი დანიშვნის დროს, ბევრი ექსპერტი გაოცებული იყო, რომ ასეთი საკვანძო სამინისტრო პოლიტიკაში ასეთ ახალბედას ჩააბარეს. „წარმოიდგინეთ, როგორი ამბიციური უნდა იყოს ადამიანი, რომ ყოველგვარი აუცილებელი განათლების ან გამოცდილების გარეშე ჩაიბაროს ქვეყნის ეკონომიკური ხერხემლის ხელმძღვანელობა“, – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი. „ვფიქრობ ნებისმიერი შეძლებდა საკუთარ ოჯახში უფრო გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანის მოძებნას, ვიდრე ქალბატონი ქობალიაა“. მაგრამ სააკაშვილი, რომელიც 36 წლის იყო, როდესაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ჩვევად გაიხადა მინისტრებად 20–30 წლის ახალგაზრდების დანიშვნა. ის ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა თაობის ხელისუფლებაში კატაპულტირება მისი პროექტის განუყოფელი ნაწილია, პროექტის, რომელიც ახალი ტიპის ქვეყნის მშენებლობას და საბჭოთა მემკვიდრეობის ამოძირკვას გულისხმობს. „გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობაში არ უნდა მუშაობდეს არავინ, ვინც საბჭოთა პერიოდში მსახურობდა“, – განაცხადა გასულლ შემოდგომაზე ბატონმა სააკაშვილმა. „ზოგიერთს საბჭოთა პერიოდი არც ახსოვს“. თბილისში, ექსპერტები ამბობენ, რომ ქობალიამ მუშაობა პოზიტიურად დაიწყო და პირველ კვირებში დაუნდობელი ხასიათი გამოვლინა. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ვიზიტის დროს მან აღმოაჩინა, რომ მოსამსახურეთა უმრავლესობა შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე გაემგზავრა. მან სამსახურის მთელი საშტატო შემადგენლობა სამსახურიდან დაითხოვა, იუწყება ერთ–ერთი ადგილობრივი ახალი ამბებს სააგენტო. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts