planetanews Posted July 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2010 http://b.pix.ge/o/ovxl7.jpg როი ჰოჯსონმა პრესკონფერენციაზე ხავიერ მასკერანოზე ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო განცხადებებიც გააკეთა… “მან პირდაპირ განგვიცხადა რომ კლუბის დატოვება სურს. მე ვფიქრობ მას 1 წლის წინაც სურდა ლივერპულიდან წასვლა და ახლაც ზუსტად ასეა. მაგრამ მას ლივერპულთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული და წავა თუ დარჩება მასკერანო ეს პირველ რიგში ჩვენი გადასაწყვეტია.” - აცხადებს როი – “ამ მომენტისთვის იგი ისევ ლივერპულის ფეხბურთელია და ასე იქნება ვიდრე ოფიციალურად არ შეწყვეტს კლუბთან კონტრაქტს…” “ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი უკმაყოფილოა და ურჩევნია სხვა გუნდში გადავიდეს, არ ნიშნავს იმას რომ იგი აუცილებლად გადავა სხვაგან. რათქმაუნდა არასასიამოვნოა ჩემთვის ასეთი შემთხვევა, მაგრამ მსგავსი სიტუაცია პრემიერლიგის და მსოფლიოს არაერთ კლუბშია და ასეთ ფეხბურთელებს ზოგიერთი კლუბი უშვებს, ზოგი კი – არა…” “ასე რომ ამჟამად მასკერანო ლივერპულის ფეხბურთელია და კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი აქვს, ამიტომ მას მოუწევს პატივი სცეს ამ ყველაფერს იმ დღემდე, ვიდრე კლუბი ოფიციალურად არ დათანხმდება სხვა გუნდის მიერ ისეთ შემოთავაზებულ წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ლივერპულის მოთხოვნებს …” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts