Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ინსუა შესაძლოა დარჩეს…


Recommended Posts

http://b.pix.ge/n/trdrv.jpg

 

ლივერპულის არგენტინელი მცველის პირადი აგენტი ვერ ახერხებს ფიორენტინასთან შეთანხმების მიღწევას და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ინსუა კვლავ მერსესაიდში დარჩება…

 

რამოდენიმე დღის წინ ლივერპული დათანხმდა ფიორენტინას მიერ შემოთავაზებულ სატრანსფერო წინადადებას და ფეხბურთელს ნება მისცა პირადი მოლაპარაკებები დაეწყო იტალიურ კლუბთან, თუმცა უცხოური პრესის ცნობით მისი აგენტი ფლორენციურ გუნდთან კონტრაქტის გარკვეულ პირობებს ვერ ათანხმებს, მათ შორის ინსუას ხელფასსაც.

 

აგენტი მისთვის 40, 000-ს ითხოვს კვირაში, იმდენივეს რამდენიც მას ლივერპულში ჰქონდა, თუმცა იტალიური კლუბი, რომელმაც სერია ა წინა წელს 11-ე პოზიციაზე დაასრულა, ვერ ახერხებს 21 წლის მცველს ასეთი თანხა გადაუხადოს ყოველ კვირეულად, ნაკლები კი ემილიანოს ინსუას და მის აგენტს არ აკმაყოფილებთ, ასე რომ  შესაძლოა ეს თითქმის განხორციელებული ტრანსფერი ჩაიშალოს და ლივერპულს მარცხენა ფლანგზე პრობლემები შეუმცირდეს…

 

ლივერპულს ახლა ერთადერთი მარცხენა მცველი გუნდში 16 წლის ჯეკ რობინსონი ყავს. რომელსაც სულ 6 წუთი აქვს ნათამაშები პრემიერლიგაში. ამ ფლანგზე ასევე სტეფა დარბის და დანიელ აგერსაც შეუძლიათ თამაში, თუმცა ნომინალურად აგერი ცენტრალური მცველია, დარბი კი მარჯვენა გარემარბი, ასე რომ ინსუას დაბრუნება თავის ტკივილს შეუმცირებს ლივერპულის ახალ ბოსს…

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...