planetanews Posted July 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/isn.gif ჯონ დეილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები ცარიელი დაპირებებისგან დაიღალნენ და თუ ვაშინგტონს სურს საკუთარ მისიად დაისახოს ამ ქვეყნების დემოკრატიული და კაპიტალისტური მომავლის უზრუნველყოფა და ეს მისია შეასრულოს, ის საკუთარ პოლიტიკაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. ვაშინგტონი, რომელიც საუბედუროდ ორ კატასტროფულ ომშია ჩაბმული, რომლებიც ბუშის ადმინისტრაციამ ერაყსა და ავღანეთში წამოიწყო, მოქმედებას განაგრძობს, რადგან მთელ მსოფლიოში ამერიკის ფეხდაფეხ სიარული არა მხოლოდ სურთ, არამედ ამისკენ მთელი გულით მიილტვიან, განსაკუთრებით იმ ნანგრევებზე, რომლებიც 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიქმნა, როდესაც სსრკ–დან 15 ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. სინამდვილეში საბჭოთა კავშირის დაშლა რამდენიმე წლით ადრე დაიწყო, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა სოციალისტური სისტემისგან გათავისუფლება დაიწყეს, იმ სისტემისგან, რომელიც მათ თავს მოახვიეს დასავლეთზე წითელი არმიის შემოსევის დროს, მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა) უმალ ჩაება დასავლეთის სახელმწიფოთაშორის სტურუქტურებში – ევროკავშირიდან ნატომდე. დანარჩენი თორმეტი საკავშირო რესპუბლიკისთვის, ლენინის სოციალისტური ექსპერიმენტებით შეზღუდული სამი თაობის ცხოვრების განმავლობაში – მსოფლიო ინტეგრაციისკენ გზა გაცილებით რთული აღმოჩნდა და პროცესი დღემდე არ დასრულებულა. დასავლეთმა, აშშ–ს ხელმძღვანელობით, ნატანჯი საბჭოთა ხალხების უკეთესი მომავლის იმედებით ისარგებლა, რომლის კულმინაციაც გახდა „ფერადი რევოლუციები“ 2003–2005 წლებში საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორი ათწლეული, „თავისუფლების“ მოსვლიდან კი ნახევარი ათწლეული გავიდა, მაგრამ ამ სამი რევოლუციიდან ორს დასავლეთის მიზნების რეალიზაცია არ მოჰყვა: უკრაინამაც და ყირგიზეთმაც უარი თქვეს ადამიანებზე, რომლებიც ლიდერებად არეულობის ტალღაზე იქცნენ. საქართველოს „ვარდების რევოლუციაც“ თვალსა და ხელს შუა ფერმკრთალდება: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძველებურად აღიზიანებს თავის მეზობლებს, რომლებიც სულ უფრო თვითდაჯერებულად მოქმედებენ. მოვლენების ამგვარი შემობრუნება მოაზროვნე ანალიტიკოსისთვის გასაგებია, მაგრამ მის შედეგებზე ვაშინგტონში ხმას არ იღებენ. ასეთი ახლომხედველობის შედეგი, შესაძლოა უსიამოვნო აღმოჩნდეს პოსტსაბჭოთა სივრცის და ევროკავშირის (რომელსაც სულ უფრო და უფრო უჭირს რუსეთის ენერგომომარაგების გარეშე არსებობა) ქვეყნების მცხოვრებლებისთვის, ასევე ავღანეთში აშშ–ს ხელმძღვანელობით კოალიციის საქმიანობის საბოლოო წარმატებისთვის. ის, რომ ობამას ადმინისტრაციას აბსოლუტურად არ ესმის პოსტსაბჭოთა ქვეყნების დასავლური მოდელისგან გამიჯვნის ისტორიული მნიშვნელობა, სიმბოლურად აისახა ფოტოკამერებზე გათვლილ ჟესტში, როდესაც სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს „გადატვირთვის“ ღილაკი აჩუქა, რომელზეც რუსულად არასწორად ეწერა „პერეგრუზკა“. როგორც ყირგიზეთის ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები ცარიელი დაპირებებისგან დაიღალნენ და თუ ვაშინგტონს სურს საკუთარ მისიად დაისახოს ამ ქვეყნების დემოკრატიული და კაპიტალისტური მომავლის უზრუნველყოფა და ამ მისიის შესრულება, ის საკუთარ ქმედებებზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. საქართველო 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“, რომლმაც საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოიყვანა, პირველი „ფერადი რევოლუცია“ იყო. ისევე როგორც მოგვიანებით ყირგიზეთში, არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებდნენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ოპოზიციაში ედგნენ იმდროინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ერთ–ერთ ყველაზე გამოჩენილ მოღვაწეს, რომელიც მიხეილ გორბაჩოვს ცივი ომის დასრულებაში ეხმარებოდა. მოგვიანებით, ერთ–ერთმა ქართველმა პარლამენტარმა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაღებული დახმარების საერთო მოცულობა 42 მილიონ დოლარად შეაფასა, ხოლო მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა, 2005 წელს საქართველოზე საუბრისას განაცხადა: „მე ძალიან კმაყოფილი და ამაყი ვარ ფონდის მიერ ქართული საზოგადოების იმ მოვლენებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების გამო, რომელიც „ვარდების რევოლუციაში“ აისახა, მაგრამ ფონდის და ჩემი პირადი წვლილი ამ საქმეში ძალიან გაზვიადებულია“. სააკაშვილი აქტიურად ეწევა თავისუფალი ბაზრის პროპაგანდას, მაგრამ მთავარი, რამაც ხელი შეუწყო ამერიკის მიერ მის მხარდაჭერას, არის ის, რომ საქართველოზე სამ მილიარდ დოლარად შეფასებული ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის ნაწილი გადის. ამ ნავთობსადენის სიგრძე 1042 მილია და დღეში მილიონი ბარელის გამტარობა აქვს. როგორც პრეზიდენტს მას აკრიტიკებდნენ ავტორიტარული ტენდენციების გამო, მაგრამ ყველაზე დიდი ცნობადობა მას მაინც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ხუთდღიანმა ომმა მოუტანა, რის შემდეგაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი თბილისის კონტროლს დაუსხლტდა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილს შეუძლია პრეზიდენტ ბარაკ ობამას გარკვეული რჩევები მისცეს. ახლახანს Time–სთვის მიცემულ ინტერვიუში მან პრეზიდენტს ურჩია მოსკოვთან ურთიერთობებმა არ შეაცდინოს და სიტყვა–სიტყვით განაცხადა „საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ თქვენ საკუთარ მოკავშირეს – საქართველოს ტოვებთ. არა, რუსეთი აშშ–ს საბჭოთა გავლენის სფეროს დაბრუნებას სთხოვს“. უკრაინა უკრაინას ვაშინგტონის დაპირებებისადმი სკეფსისის საფუძველი დიდი ხანია გააჩნია. 1991 წლის 1 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის დასრულებამდე ოთხი თვით ადრე, მაშინდელმა პრეზიდენტმა უფროსმა ჯორჯ–ბუშმა, კიევში, უკრაინის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკელები „არ დაეხმარებიან მათ, ვინც თვითმკვლელ ნაციონალიზმს უჭერს მხარს“. ჩვიდმეტი წლის შემდეგ, ნატოს ბუქარესტის სამიტზე მისი შვილი, უმცროსი ჯორჯ–ბუში ალიანსის წევრებზე ზოწოლას შეეცადა, რათა მათ რაც შეიძლება სწრაფად მიეცათ „მაპი“ საქართველოსთვის და უკაიანისთვის. ბუშის მოუქნელმა მცდელობებმა ნატოსთვის პირობები ეკარნახა მოსკოვი განარისხა, უკრინას კი არაფერიც არ მისცეს, ხოლო ვიქტორ იუშჩენკომ და მისმა მთავრობამ აშშ–ს მარიონეტების რეპუტაცია შეიძინა, კრემლი კი დარწმუნდა, რომ ვაშინგტონის გენერალური გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი ყველა მხრიდან სამხედრო ბაზების ალყაში მოაქციოს. 2004 წლის ნოემბრის და 2005 წლის იანვრის „ნარინჯისფერი რევოლუცია“ სადაო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომლის დროსაც ვიქტორ იუშჩენკოს სასარგებლოდ დაემხო საბჭოთა დროიდან შემორჩენილი ლეონიდ კუჩმას მთავრობა და მის მიერ დანიშნული მემკვიდრე ვიქტორ იანუკოვიჩი. დასავლეთზე ორიენტირებულმა იუშჩენკომ, მიუხედავად იმისა, რომ პატივსაცემი ეკონომისტი იყო, უნიჭოდ გახარჯა მისი კეთილი ნების კაპიტალი, ისე რომ ვერ მოასწრო უკრაინის ეკონომიკის რეფორმირება და აიძულა ის მსოფლიო სავალუტო ფონდისგან მკაცრ პირობებზე მილიარდობით დოლარის სესხი აეღო, ამასთანავე ფულის ნაწილი უკრაინას არ მისცეს, რადგან იუშჩენკოს ადმინისტრაციამ ეკონომიკური რეფორმების განხორციელება ვერ შეძლო. 10 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელზეც იუშჩენკომ ხმების 4,45 % მიიღო, ხოლო მეორე ტურში სწორედ იმ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა, რომელიც მან ოდესღაც დაახმო, და ეს ადამიანი გაცილებით მეტადაა განწყობილი რუსეთთან რეალისტური ურთიერთობების განვითარებისთვის. ყირგიზეთი ამერიკის სიტყვიერი დაპირებების მიუხედავად, რომ აშშ მზადაა დაიცვას ყირგიზული დემოკრატია, სინამდვილეში 11 სექტემბრის შემდეგ ვაშინგტონის ამ ქვეყნით დაინტერესების ერთადერთი მიზეზი – მის ტერიტორიაზე არსებული მანასის ავიაბაზაა. 2005 წლის მარტის სახალხო დემონსტრაციების შემდეგ „ტიტების რევოლუცია“ მოხდა, რომლის გამოც პრეზიდენტი აკაევი დევნილობაში აღმოჩნდა, ხოლო მისი მოვალეობის შემსრულებელი ყურმანბექ ბაკივი გახდა. ყირგიზებმა, აკაევის რეჟიმის დესტაბილიზაციაში ამერიკის ხელი დაინახეს, რადგან 2004 წელს ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოპოზიციის დაფინანსება დაიწყეს. აკაევის გაქცევის შემდეგ, ბიშკეკში Freedom House–ის პროექტის ხელმძღვანელმა მაიკ სტოუნმა მარტივად განაცხადა: „მისია შესრულებულია“. აპრილის არეულობამდე ვაშინგტონს მანასი ყველაზე მეტად აინტერესებდა, ქვეყანას ძალიან ცოტა ფულს აძლევდნენ, და ყველა თანხა ავიაბაზაზე იხარჯებოდა. 2007 წელს აშშ–ს პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ ყირგიზეთში 13 მილიონი დოლარი შეადგინა – ამ ქვეყანაში უცხოეთიდან მიღებული პირდაპირი ინვესტიციების საერთო მოცულობის დაახლოებით 3%. 2008 წლის ბოლო ცხრა თვის განმავლობაში აშშ–მ ყირგიზეთში სულ 3,5 მილიონი დოლარი ჩადო (უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 1%–ზე ნაკლები). წელს მანასისთვის საიჯარო გადასახადმა 67 მილიონი დოლარი შეადგინა. და ახლა? ამერიკის გეგმების მიუხედავად, ობამას ადმინისტრაცია ორ, როგორც ჩანს, დაუსრულებელ ომში ჩაება, ისლამური რადიკალიზმი მთელ მსოფლიოში ყვავის, მსოფლიო ეკონომიკა ღრმა კრიზისშია, ხოლო აშშ–ს ეროვნული ვალი 13 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ობამას ადმინისტრაციას მოუწია ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მემკვიდრეობასთან გამკლავება, რომელმაც 11 სექტემბრის შემდეგ ორი ომი წამოიწყო – ერთი ტერორიზმის წინააღმდეგ, მეორე კი „დემოკრატიისთვის“ (იმ მცდარი წარმოდგენის გავლენით, რომ ამ ორი კამპანიისთვის მსოფლიოს ხალხები ამერიკელების ალტრუიზმს ტაშს დაუკრავდნენ, თუმცა სინამდვილეში ვაშინგტონს აშშ–ს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებდა). თუკი შეიძლება იმ ერთი ფაქტორის გამოყოფა, რომლის გამოც პოსტსაბჭოთა სივრცეში ბუშის ჯიჰადი ჩაიშალა, ეს სწორედ ის ფაქტორია, რაზეც ბილ კლინტონის წინასაარჩევნო შტაბის სტრატეგმა ჯეიმს კარვილმა თქვა: „სულელებო, ეს ხომ ეკონომიკაა!“ კომუნიზმის დანგრევიდან ცხრამეტი წლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა თავს უკეთ სულაც არ გრძნობს, და საკუთარ დაუკმაყოფილებლობას გამოხატავს როგორც არჩევნებზე (უკრაინაში), ასევე ქუჩაში (აღმოსავლეთით, ყირგიზეთში). „პერეზაგრუზკა“, რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ის ვაშინგტონს სჭირდება. თუკი ვაშინგტონს გულწრფელად სურს დემოკრატიის და კაპიტალიზმის გავრცელება პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის ჰეგემონიისკენ ხელახალი მისწრაფების გასანეიტრალებლად, მაშინ საჭიროა საფუძვლიანი მომზადება და სამოქალაქო საზოგადოებრივი ინსტიტუტების მშენებლობაზე ზრუნვა, ასევე ფულის გამოყოფა საშუალო სტატისტიკური ივან ივანიჩის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, და არა რეგიონის სიტუაციის განხილვა იაფფასიანი ენერგომატარებლების და სამხედრო ბაზების ორმაგ პრიზმაში. როგორც კიევის იანვრის არჩევნებმა ცხადყო, ვაშინგტონის რიტორიკა ამ ორი ათწლეულის განმავლობაში სასტიკად გაცვდა. ხოლო რუსებთან დაკავშირებით ისედაც ყველაფერი ნათელია და ისინი დემოკრატიის და თავისუფალი ბაზრის სასწაულებრივ უპირატესობებზე მაინც არ საუბრობენ. ჯონ დეილი – ჯონ ჰოპკინსის (ვასინგტონი) სახელობის შუა აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიწვეული თანამშრომელი. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2010 როგორც კიევის იანვრის არჩევნებმა ცხადყო, ვაშინგტონის რიტორიკა ამ ორი ათწლეულის განმავლობაში სასტიკად გაცვდა. ხოლო რუსებთან დაკავშირებით ისედაც ყველაფერი ნათელია და ისინი დემოკრატიის და თავისუფალი ბაზრის სასწაულებრივ უპირატესობებზე მაინც არ საუბრობენ.ჩვენ ხომ ჩვენი დაგვემართა და.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.