planetanews Posted July 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/jon-basi-300x224.jpgრადიო "ჰერეთის" ფოტო საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ლაგოდეხის ნაკრძალს ეწვია, სადაც აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით საზაფხულო ბანაკია მოწყობილი. ბანაკში სულ 60 მოზარდი, 30 შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილი და 30 სკაუტური მოძრაობის წარმომადგენელი ისვენებს. ისინი ლაგოდეხში 5 დღის განმავლობაში დარჩებიან.ამერიკის ელჩის ვიზიტი, ბანაკში ცხოვრების პირობების გაცნობით და მოზარდებთან გასაუბრებით დაიწყო. მოგვიანებით ჯონ ბასმა დამსვენებლებთან ერთად ისადილა და მათთან ერთად ფრენბურთიც ითამაშა.“აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩვენთვის რამდენიმე მიზეზით არის მნიშვნელოვანი. ამ პროექტით ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას ვაძლევთ, რომ უკეთესად გაიცნონ საქართველოს ბუნება, ისწავლონ მისი დაფასება და მოვლა-პატრონობა. კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ამ პროექტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი იყო, ეს არის რომ დევნილ ბავშვებს დასვენებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიღებული სტრესის ნაწილობრივ მოხსნაში დაეხმარება. მე კმაყოფილი ვარ, რადგან აქ გახარებული ბავშები დავინახე”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.წყარო: რადიო “ჰერეთი”Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts