Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ფრანგულ ვერფებზე რუსეთისთვის ორ „მისტრალს“ ააგებენ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg

 

ბრუნო ჟედი

 

ნიკოლა სარკოზი სიტყვით გამოვიდა იმ მუშების წინაშე, რომლებზეც დიდწილად იყო ორიენტირებული 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, და განაცხადა, რომ რუსეთისთვის განკუთვნილი ორი ვერტმფრენმზიდი სენ–ნაზარის STX–ის ვერფებზე აიგება, რომლებსაც ამ ეტაპზე ძალიან რთული ფინანსური მდგომარეობა აქვთ.

 

ამ წლის თებერვალში საფრანგეთმა განაცხადა, რომ „მისტრალის“ კლასის ოთხ გემზე რუსეთის განაცხადს განიხილავს. მხარეებმა, როგორც ჩანს პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს პირველ ხომალდთან დაკავშირებით, მაგრამ არანაირი ოფიციალური დადასტურება ამას არ მოჰყოლია. „თქვენ ორ ხომალდს ააშენებთ ჩვენს რუს მეგობრებთან ერთად. კონტრაქტის ირგვლივ მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ თავად გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აღარ დგას“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა აუდიტორიაში, რომელიც სამასამდე მუშას მოიცავდა. დღემდე, რუსეთი აპირებდა ერთი ხომალდის საფრანგეთში ყიდვას და კიდევ სამი გემის აწყობას საკუთარ ვერფებზე. იმავდროულად, აუციელებელ პირობათა ჩამონათვალში მან ე.წ. „ტექნოლოგიების გადაცემა“ დაასახელა, რაც კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ივნისში პარიზში ვიზიტის დროს. თუმცა ნიკოლა სარკოზის ამ პრობლემაზე არაფერი უთქვამს. მარტში მისი რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევის მასპინძლობის დროს მან განაცხადა, რომ გარიგება „სამხედრო აღჭურვილობის“ გარეშე შედგება.

 

გასულ პარასკევს¸ისევე როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პრეზიდენტი სიტყვით გამოდიოდა სცენაზე ერთი მიკროფონით ხელში, რომელიც დამონტაჟებული იყო ფრანგული ფლოტისთვის გათვალისწინებული მშენებარე სამხედრო გემის „დიკსმუდის“ წინ.           

 

ამგვარად, ფრანგულ ვერფებზე აიგება „მისტრალის“ კლასის ორი სადესანტო ხომალდი, რომელიც იტევს 900 ჯარისკაცს, ვერტმფრენს და ტანკებს. STX–ის გენერალური დირექტორის ჟაკ არდლეს განცხადებები უფრო ფრთხილი იყო. „ჩვენ ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში ვართ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

 

ორი ახალი ვერტმფრენმზიდის შეკვეთა STX–ის ვერფებისთვის, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის და ამ წლის ივნისში სამგზავრო ხომალდის Norwegian Epic–ის ჩაბარების გამო წარმოების სერიოზულ ვარდნას განიცდის, ამოსუნთქვის საშუალება გახდება. იმედისმომცემია ასევე იტალიური კომპანიის დაკვეთა MSC–ის სამოგზაურო ხომალდის მშენებლობაზე, რომელიც 1 750 ნომრიანია და ეკიპაჟის 1 300 წევრს იტევს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გახდა  იმავე კლასის ხომალდის, თუმცა უფრო ტევადი იტალიური Fantasia ლიბიისთვის. მიუხედავად ამისა, სამივე ეს შეკვეთა საერთო ჯამში ორი წლის სამუშაოს იძლევა, აღნიშნა ჟაკ არდლემ.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...