planetanews Posted July 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2010 http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/49571-150x150.jpgქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს მიერ გატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იქნენ დაკავებულნი. ვაჟა აზარიაშვილი, ზურაბ აღდგომელაშვილი, წარსულში ნასამართლევი მერაბ ჭელიძე და კახელი ხოტენაშვილი, ეჭვმიტანილ იქნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავებში არსებულ მე-18 და მე-19 საუკუნეების ისტორიული და კულტურული ფასეულობების მქონე, ცხრამეტი დასახელების უნიკალური რუსულენოვანი წიგნების მითვისებაში. სულ 516 ტომი, წინასწარ შეთანხმებული სქემის მიხედვით, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით, საქართველოდან უკრაინაში იქნა გატანილი. წინასწარ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე ქ.თბილისის მთავარი სამმართველო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 180-ე მუხლებით აწარმოებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/policia4.jpg itvს ლინკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts