Jump to content
Planeta.Ge

ისრაელის პრემიერი თანამდებოობას ტოვებს


Recommended Posts

ისრაელის პრემიერი თანამდებოობას ტოვებს

 

ისრაელის პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი თანამდებობიდან სავარაუდოდ დღეს გადადგება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ასოშიეტედ პრესი" ავრცელებს.

 

ოლმერტი გადადგომის შესახებ განცხადებით ქვეყნის პრეზიდენტ შიმონ პერესს მიმართავს.

კორუფციულ სკანდალში გახვეულმა ისრაელის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ეჰუდ ოლმერტმა, მმართველი პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

 

ისრაელის მმართველი პარტიის "კადიმის" ლიდერი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ციპი ლივნი გახდა. ასე რომ ლივნის შანსი მიეცა გახდეს ქვეყნის რიგით მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი.

 

ისრაელის კანონმდებლობის თანახმად, პარტიის ახალი ლიდერი პრემიერ-მინისტრის პოსტს მას შემდეგ იკავებს, რაც მმართველი კოალიციის ხელახალ ფორმირებასა და პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს. ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ლივნის 42-დღიანი ვადა აქვს. თუ მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა, საყოველთაო არჩევნების ჩატარება გახდება აუცილებელი, რომლისთვისაც 90-დღიანი მოსამზადებელი ვადაა დაწესებული.

 

ოლმერტი პრემიერის პოსტიდან წასვლის შემტხვევაში პოსტს ციპი ლივნი დაიკავებს.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...