planetanews Posted July 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif გაეროს საერთაშორისი სასამართლომ კოსოვოს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რამაც გააოგნა, როგორც სერბები, ასევე კოსოვოელი ალბანელები და ამავე დროს იმის შიშიც გააჩინა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მთელს მსოფლიოში სეპარატისტული მოძრაობები წააქეზოს. არსებობდა მყარი რწმენა იმისა, რომ სასამართლო ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდა და სერბებსა და ალბანელებს საკუთარი ინტერპრეტაციის საშუალებას დაუტოვებდა. ამის ნაცვლად მოსამართლეთა არასავალდებულო რჩევა აშკარად უფრო ალბანელების მხარდასაჭერი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვინმე მოელოდა.შედეგი სერბეთისთვის კატასტროფულია. რეალურად ამ ფაქტმა სერბების კამპანიას, რომლის მიზანიც საერთაშორისო სამართლის გამოყენებით, თავისი ყოფილი პროვინციის იძულება და მისი სერბეთის დაქვემდებარებაში დაბრუნება იყო გაცამტვერებულია. (ამ პროვინციის გამო ნატომ 1999 წელს ომი დაიწყო, ხოლო 2008 წელს მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა). ახლა თუ სერბეთი დაეთანხმება მოლაპარაკებებს კოსოვოს მთავრობასთან, ის ბევრად სუსტ პოზიციაში იქნება. სერბები აღშფოთებულნი და დამცირებულნი არიან. ისინი დღესაც კოსოვოს თავისი ისტორიული რეალობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ. მაგრამ რეგიონის უმეტესმა ნაწილმა შვებით ამოისუნთქა. კოსოვოს ყველა უშუალო მეზობელმა უკვე აღიარა მისი დამოუკიდებლობა ისევე, როგორც ევროკავშირის 27 წევრიდან 22-მა. ყველას ახსოვს წარსულის პირქუში წლები სერბეთის მმართველობისა, ალბანელების ამბოხი, სასტიკი რეპრესიები, იარაღით ვაჭრობა, გაქცეული ლტოლვილები. როგორიც არ უნდა იყოს მათი შეშფოთება სეპარატისტული მოძრაობების გამო, ყველას შედარებითი სტაბილურობა ურჩევნია. მას შემდეგ, რაც ნატომ 10 წლის წინ სერბეთის მთავრობა გააძევა, ამ ნაომარ მიწაზე სტაბილურობა ძლივს დამყარდა. ეს უსიტყვო თანხმობა უნდა გაითვალისწინონ იმათ, ვინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სეპარატისტულ ჯგუფებს ყველგან მწვანე შუქს უნთებს, რომ კოსოვოს აღიარება დღეს, ხვალ სამხრეთ ოსეთი აღიარებას ნიშნავს და მომავალ კვირას უამრავი პატარა სახელმწიფოს გაჩენას. ამ აზრის ზურგს უკან დაბუდებულ პესიმიზმს წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს, ან მაშინ ჩვენ კონტინენტის საზღვრები სამუდამოდ უნდა გავყინოთ და 1815 წელს დაფუძნებულ იმ ”წმინდა ალიანსებს” უნდა დავუბრუნდეთ, რომელთა მიზანი პოლონეთისა და უნგრეთის დამოუკიდებლობის ამბოხებათა განადგურება იყო. ასეთ საკითხებს ვერც ერთი უნივერსალური კანონი ვერ გადაწყვეტს. კანონს მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმირება ძალუძს. ბოლოს და ბოლოს ისეთი საქმეები, როგორც კოსოვოა არსებითად და საკუთრივ უნდა იქნას განიხილულნი. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts