planetanews Posted July 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2010 საქართველოში მომდინარე სასამართლო და საგამოძიებო ორგანოების რეფორმის ფონზე, აუცილებელი გახდა სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და სხვა კანონებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. გაზიარება[რამაზ კვარაცხელია. 09:00 27-07-2010]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TE3tvwJBtUI/AAAAAAAAD8A/6j7UL71WkZk/s200/cvlileba.gifრიგი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო არა თუ ხელს უწყობს კორუფციის აღმოფხვრას და ადამიანის უფლებების დაცვას, არამედ პირიქით, ქმნის ისეთ პირობებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მთელი რიგი არაობიექტური ქმედებების ჩადენა.2005 წლის 25 მარტს მიღებულმა ცვლილებამ დახვეწილი ნორმების პარალელურად შემოგვთავაზა ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი ნორმები, თუმც სამართლის ნორმა ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ გამორიცხული იყოს მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია. ასევე ნორმა, რომელიც არეგულირებს საგამოძიებო მოქმედებებს ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ გამოძიების მწარმოებელმა თანამდებობის პირმა ვერ შეძლოს ბრალდებულის საწინააღმდეგო ან სასარგებლო რაიმე ქმედების ჩადენა.აქ იგულისხმება ისეთი ქმედებები, რომლებიც კანონით აკრძალულია, მაგრამ იგივე კანონით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელებისას არსებობს ამ უკანონო ქმედების ჩადენის საფრთხე.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას (დასაშვებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. მტკიცებულებათა შეფასება ხდება სისხლის სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით.დანაშაულის გახსნისა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მტკიცებულებების მოპოვებას. მტკიცებულებები კი მოპოვებულ უნდა იქნეს კანონის სრული დაცვით, რათა გამოირიცხოს მათი გაყალბების შესაძლებლობა.პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნის სრული დაცვა, ხშირ შემთხვევაში ვერ გამორიცხავს გამომძიებლის ან პროკურორის მხრიდან უსამართლო და უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტს. ამიტომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები ისე უნდა იქნეს ჩამოყალიბებული, რომ გამოირიცხოს მტკიცებულების ნებისმიერი სახით გაყალბების, დაზიანების ან შეცვლის შესაძლებლობა.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში კი ასეთი ნორმები მრავლად მოიპოვება და მათი დახვეწა ჩემი აზრით, აუცილებელია.ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღება მინდა გავამახვილო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 121-ე მუხლის მე-41 ნაწილზე, რომლის შინაარსი ვერ იძლევა ნივთიერი მტკიცებულებების შენახვისა და დაცვის რეალურ გარანტიას, უფრო მეტიც, ხელს უწყობს არაობიექტურ და მიკერძოებულ გამომძიებელს ან პროკურორს გააყალბოს ნივთიერი მტკიცებულებები ან წაშალოს მათზე არსებული კვალი და ა. შ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 121-ე მუხლის მე-41 ნაწილის თანახმად “ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება (ნივთიერი მტკიცებულების შემოწმება და დალუქვა - რ. კ.) ტარდება დამსწრის თანდასწრებით, თუ ის მოწვეულია. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება, შეიძლება მოხდეს იმ დამსწრის მონაწილეობით, რომელიც ესწრებოდა ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებასა და დალუქვას. დამსწრეს იძახებს პროკურორი ან გამომძიებელი. თუ დამსწრე არ გამოცხადდება, პროკურორი ან გამომძიებელი ადგენს ოქმს და უფლებამოსილია განახორციელოს ნივთიერ მტკიცებულებაზე ლუქის მოხსნა და მოცემული მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება და ხელახლა დალუქვა მის გარეშე.”მუხლის დისპოზიციის ამ სახით ჩამოყალიბება, ჩემი აზრით, არ არის სწორი და შექმნის ძალიან ბევრ პრობლემას, რადგან თუ პროკურორს ან გამომძიებელს მიეცემა უფლება (მოქმედი კანონით მათ ეს უფლება უკვე აქვთ) დამსწრის გარეშე გახსნას, შეამოწმოს და დალუქოს ნივთიერი მტკიცებულება, ამ შემთხვევაში დიდია ნივთმტკიცების განადგურების ან მისი შეცვლის ალბათობა და შიში იმისა, რომ ის გამოყენებულ იქნას ბრალდებულის როგორც საზიანოდ, ისე სასარგებლოდ.აღნიშნულ მოსაზრებას შეიძლება არ დაეთანხმონ პრაქტიკოსი მუშაკები და გვითხრან, რომ ნივთმტკიცების ამოღებას და პირველ დალუქვას ხომ ესწრებოდა დამსწრეო, მართალია, პირველ დალუქვას ესწრება (თუ ის მოწვეულია) დამსწრე, მაგრამ უნდა აღინიშნოს ის, რომ დამსწრეები არ ამოწმებენ (ვერც შეამოწმებენ) ნივთიერების შემადგენლობას, ან ნივთზე დარჩენილ ანაბეჭდებს და სხვა ისეთ ნიშნებს, რომელთა აღწერა და გაგება შეუძლებელია ექპერტიზის ჩატარების გარეშე.ზემოთ თქმულის დასადასტურებლად მოვიყვან ასეთ მაგალითს: პირის ჩხრეკის დროს ამოიღეს თეთრი ფერის ნივთიერება. ის დაილუქა დამსწრის თანდასწრებით. შემდგომ კი პროკურორმა გამოიძახა იგივე დამსწრე, რათა მოეხდინა ნივთიერ მტკიცებულებაზე ლუქის მოხსნა და განმეორებითი შემოწმება, მაგრამ დამსწრე არ გამოცხადდა. პროკურორმა კი გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, შეადგინა ოქმი და მოხსნა ლუქი, შეამოწმა და ხელახლა დალუქა ნივთიერი მტკიცებულება, მაგრამ ერთი განსხვავებით, მან (პროკურორმა) შეცვალა იქ მოთავსებული ნივთიერება.ასეთი ფაქტების აღმოფხვრის მიზნით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 121-ე მუხლის მე-41 ნაწილი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება ტარდება დამსწრის თანდასწრებით, თუ ის მოწვეულია. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება შეიძლება მოხდეს იმ დამსწრის მონაწილეობით, რომელიც ესწრებოდა ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებასა და დალუქვას. დამსწრეს იძახებს პროკურორი ან გამომძიებელი. თუ დამსწრე არ გამოცხადდება, პროკურორი ან გამომძიებელი ვალდებულია გამოიძახოს სხვა დამსწრე და მისი თანდასწრებით განახორციელოს ლუქის მოხსნა და მოახდინოს მოცემული მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება და ხელახლა დალუქვა, რაზედაც უნდა შეადგინოს ოქმი. გამოძახებულმა დამსწრემ ოქმში უნდა დაადასტუროს ლუქის გახსნისას განმეორებით შემოწმებული ნივთიერი მტკიცებულების შეუცვლელად დალუქვის ფაქტი.”http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts