Jump to content
Planeta.Ge

ბუში და რაისი ლავროვს შეხვდებიან


Recommended Posts

ბუში და რაისი ლავროვს შეხვდებიან

 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდებიან. ამის შესახებ ბუშის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სთივენ ჰედლიმ განაცხადა.

 

ლავროვი აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 63-ე სესიაზე ჩავა, სადაც რუსულ დელაგაციას უხელმძღვანელებს. ჰედლის თქმით, 22 აგვისტოს ნიუ-იორკში პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ლორა ბუში ყველა უცხოური დელეგაციისთვის ოფიციალურ მიღებას გამართავენ, სადაც ბუშს ლავროვთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა.

 

თეთრი სახლის მრჩეველმა რუსეთისა და აშშ-ის საგრეო უწყებების ხელმძღვანელების მოსალოდნელი შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

 

"სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრებსს გამართავს როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე ცალკეული შეხვედრების ფარგლებში", - აღნიშნავს ჰედლი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...