Jump to content
Planeta.Ge

სპეცოპერაცია მესტიაში


Recommended Posts

 

სრული ინფორმაცია აქ...

 

ალექსანდრე ხერგიანი: მას შემდეგ, რაც ნელი ნავერიანი «მოლაპარაკებად» წოდებულ შეხვედრაზე არ წავიდა, მისი ნათესავები ერთ-ერთ სასტუმროში შეიტყუეს. იქ არის გადაღებული ის ფარული ჩანაწერიც. ძალადობაც იქ დაიწყო. იქვე სცემეს და სასტიკად გაუსწორდნენ თვითმხილველებსა და დაკავებულებს, რომელიც შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა. ნელი ნავერიანს კი სპეცრაზმი სახლში მიუვარდა და მეორე სართულიდან ძალადობით ჩამოიყვანა.

 

პოლიციასთან შეკრებილმა მოსახლეობამ შენობას ალყა შემოარტყა და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა. ძალოვანებმა, ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, შენობის უკანა გასასვლელიდან ჯაფარიძეების გაპარება მოახერხეს. ისინი ზუგდიდში გადაიყვანეს. ნელის გაყვანა კი ვერ შეძლეს. მოსახლეობამ ზუგდიდის მიმართულებით გზა ჩახერგა. მორიგი ძალადობა შემდეგ ამ ფაქტს მოჰყვა.

 

პოლიციამ ხალხს რეზინის ტყვიები დაუშინა და ხელკეტები ურტყა. მზიური ჯაფარიძეს თავი გაუტეხეს, გელა ჯაფარიძესა და ინგა მარგიანს ხელები გადაუმტვრიეს. ერთი ახალგაზრდა მამაკაცი კი მუცელში დაჭრეს. შსს იძულებული გახდა ნელი ნავერიანის ზუგდიდში გადასაყვანად ვერტმფრენი გამოეყენებინა. ორი მიკროავტობუსით სავსე სპეცრაზმი, 5 სამხედრო და 4 პოლიციის პიკაპი, ათეულობით კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელი-ასეთი იყო ის ძალა, რომელიც შს სამინისტრომ 7 ივლისს სვანების წინააღმდეგ გამოიყენა.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=12300

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაიჩალიჩებენ უეჭველი ესენი რაღაცას.

 

ის ქალი ხომ დაჭერილი ჰყავდათ?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხი მაგრად არის დაჩმორიკებული, თორემ ასეთ რაღაცეებს არ უნდა ბედავდნენ. რა არის იარაღი გაწყდა სვანებში? ღამე გააგორე ესენი რამოდენიმე და მორჩებიან ნაგლობას.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეტის ღირსია დღეს ქართველი ხალხი...

 

ამის შემდეგ სვანები მეტის ღირსნი არიან...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული მებრძოლი გენი ჩკა :(

 

ქურდებმა მოგვპარეს ჩემი კაი :018:

 

მებრძოლი არამებრძოლი ჩორტ ეგო ზნაეტ, მაგრამ თუ ეს შსს მისი მაღალჩინოსანი და განსაკუთრებით ეს შემსრულებლები არ დაისაჯენ, დაუსჯელობის სინდრომი იარსებებს.

 

მოკლედ ეს ფაშისტური პოლიცია ვე მოვიცილეთ რა.

ჯერ კომუნისტური მელიცია ეხლა ესენი. სად იბადებიან ეს არაადამიანიბი აზრზე არ ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

სრული ინფორმაცია რომ დავდოთ ხო არ აჯობებს?

 

 

2010 წელს კანადელმა ინვესტორმა უილიამ ჯეიმს სიმპსონმა დაბა მესტიაში გიორგი სვანიძისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ყოფილი ტურისტული ბაზა „უშბა"-ს ამორტიზირებული შენობა, სადაც გეგმავდა სასტუმრო კომპლექსის აშენებას. მიწის ყიდვის ხელშეკრულება კანონიერი იყო და გატარებულ იქნა საჯარო რეესტრში (სვანიძეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი პრივატიზებული ჰქონდა რამდენიმე წლით ადრე). საქართველოში აღნიშნულ ბიზნესში უილიამ სიმპსონის ოფიციალური, ნოტარიულად დამოწმებული წარმომადგენელი იყო დაბა ჯვარში მცხოვრები დავით ქუხილავა.

 

დავით ქუხილავას ჩვენებით, 2010 წლის 30 ივნისს მესტიაში ჩასვლის შემდეგ, 1 ივლისს მასთან სასტუმროში მივიდა 2 თანამდებობის პირი და 4 ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის დავით ზაურის ძე ჯაფარიძე - მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი; ტარიელ პალუშას ძე ჯაფარიძე - „ენერგო პრო ჯორჯიას" მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი; ნელი ვლადიმერის ასული ნავერიანი - მესტიის საკრებულოს წევრი და შოთა ანზორის ძე ჯაფარიძე - უმუშევარი, რომლებმაც განუცხადეს მას, რომ მიწა რომელზეც სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობდა ოდესღაც მათ წინაპრებს ეკუთვნოდა და, ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, მათი თანხმობის გარეშე სასტუმროს ვერავინ ააშენებდა. თანხმობის სანაცვლოდ, მათ მოითხოვეს ფულადი თანხა 220 ათასი ლარის ოდენობით (ტერიტორია 22 ათას კვ. მეტრს შეადგენს). წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისხლის დაღვრით დაიმუქრნენ. შეხვედრის თვითმხილველი იყო დავით ქუხილავას მეგობარიც.

 

ქუხილავამ აუხსნა მათ, რომ ამხელა თანხის ერთბაშად გადახდას ვერ შეძლებდა და ფულის რამდენიმე ეტაპად გადაცემაზე შეუთანხმდა. პირველ ჯერზე, 70 ათასი ლარი უნდა გადაეხადა.

 

2010 წლის 2 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს განცხადებით მიმართა დავით ქუხილავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ დაბა მესტიაში მცხოვრები შოთა ჯაფარიძე, ტარიელ ჯაფარიძე, დავით ჯაფარიძე, ნელი ნავერიანი და სხვა პირები მას 220 ათას ლარს სძალავდნენ. პოლიციამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #083100054 საქმეზე, დანაშაულის ნიშნებით, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის II ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით.

 

2010 წლის 7 ივლისს, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე, მესტიის რაიონის დაბა მესტიაში დაკავებულ იქნენ ადგილობრივი მკვიდრნი: დავით ზაურის ძე ჯაფარიძე - მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი; ტარიელ პალუშას ძე ჯაფარიძე - „ენერგო პრო ჯორჯიას" მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი; ნელი ვლადიმერის ასული ნავერიანი - მესტიის საკრებულოს წევრი და შოთა ანზორის ძე ჯაფარიძე - უმუშევარი.

 

ეჭვმიტანილთა დაკავების დროს მესტიის რამდენიმე მაცხოვრებელმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს და დაკავებულების გათავისუფლება სცადა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა და ოპერატორმა, რომელიც სპეცოპერაციას იღებდა.

 

გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებია: დაზარალებული დავით ქუხილავას ჩვენება, ფულის გადაცემის ამსახველი ვიდეო კადრები, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, ამოღებული ფულადი თანხა დანიშნული კუპიურებით და მოწმეთა ჩვენებები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რაც კადრები იყო გავრცელებული,არავითარი გამოძალვის მომენტი მანდ არ იყო. ისე როგორც ბოროტი ხმები ამბობენ არავითარი კანადელი ინვესტორი არ არსებობს და ყველაფრის უკან გუბერნატორი გოროზია დგას.იმ ხალხს მართლა აახიეს საძოვრები და ისინი მართლაც ითხოვდნენ კომპენსაციას.ამიტომ არ გამოვა ნაცმაცუნური პროპაგანდის გავრცელება.

ისე ამ ქვეყანაში ვინც უძრავ ქონებას რომ შეიძენს,ინვესტორად რომ ნათლავენ,ესაა საინტერესო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

სრული ინფორმაცია რომ დავდოთ ხო არ აჯობებს?

 

 

2010 წელს კანადელმა ინვესტორმა უილიამ ჯეიმს სიმპსონმა დაბა მესტიაში გიორგი სვანიძისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ყოფილი ტურისტული ბაზა „უშბა"-ს ამორტიზირებული შენობა, სადაც გეგმავდა სასტუმრო კომპლექსის აშენებას. მიწის ყიდვის ხელშეკრულება კანონიერი იყო და გატარებულ იქნა საჯარო რეესტრში (სვანიძეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი პრივატიზებული ჰქონდა რამდენიმე წლით ადრე). საქართველოში აღნიშნულ ბიზნესში უილიამ სიმპსონის ოფიციალური, ნოტარიულად დამოწმებული წარმომადგენელი იყო დაბა ჯვარში მცხოვრები დავით ქუხილავა.

 

დავით ქუხილავას ჩვენებით, 2010 წლის 30 ივნისს მესტიაში ჩასვლის შემდეგ, 1 ივლისს მასთან სასტუმროში მივიდა 2 თანამდებობის პირი და 4 ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის დავით ზაურის ძე ჯაფარიძე - მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი; ტარიელ პალუშას ძე ჯაფარიძე - „ენერგო პრო ჯორჯიას" მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი; ნელი ვლადიმერის ასული ნავერიანი - მესტიის საკრებულოს წევრი და შოთა ანზორის ძე ჯაფარიძე - უმუშევარი, რომლებმაც განუცხადეს მას, რომ მიწა რომელზეც სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობდა ოდესღაც მათ წინაპრებს ეკუთვნოდა და, ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, მათი თანხმობის გარეშე სასტუმროს ვერავინ ააშენებდა. თანხმობის სანაცვლოდ, მათ მოითხოვეს ფულადი თანხა 220 ათასი ლარის ოდენობით (ტერიტორია 22 ათას კვ. მეტრს შეადგენს). წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისხლის დაღვრით დაიმუქრნენ. შეხვედრის თვითმხილველი იყო დავით ქუხილავას მეგობარიც.

 

ქუხილავამ აუხსნა მათ, რომ ამხელა თანხის ერთბაშად გადახდას ვერ შეძლებდა და ფულის რამდენიმე ეტაპად გადაცემაზე შეუთანხმდა. პირველ ჯერზე, 70 ათასი ლარი უნდა გადაეხადა.

 

2010 წლის 2 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს განცხადებით მიმართა დავით ქუხილავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ დაბა მესტიაში მცხოვრები შოთა ჯაფარიძე, ტარიელ ჯაფარიძე, დავით ჯაფარიძე, ნელი ნავერიანი და სხვა პირები მას 220 ათას ლარს სძალავდნენ. პოლიციამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #083100054 საქმეზე, დანაშაულის ნიშნებით, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის II ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით.

 

2010 წლის 7 ივლისს, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე, მესტიის რაიონის დაბა მესტიაში დაკავებულ იქნენ ადგილობრივი მკვიდრნი: დავით ზაურის ძე ჯაფარიძე - მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი; ტარიელ პალუშას ძე ჯაფარიძე - „ენერგო პრო ჯორჯიას" მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი; ნელი ვლადიმერის ასული ნავერიანი - მესტიის საკრებულოს წევრი და შოთა ანზორის ძე ჯაფარიძე - უმუშევარი.

 

ეჭვმიტანილთა დაკავების დროს მესტიის რამდენიმე მაცხოვრებელმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს და დაკავებულების გათავისუფლება სცადა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა და ოპერატორმა, რომელიც სპეცოპერაციას იღებდა.

 

გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებია: დაზარალებული დავით ქუხილავას ჩვენება, ფულის გადაცემის ამსახველი ვიდეო კადრები, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, ამოღებული ფულადი თანხა დანიშნული კუპიურებით და მოწმეთა ჩვენებები.

 

ვანოოანთ კლასიკა. :)

 

პ.ს. სწრაფი რაგირების ბატალიონი უნდა გაგეგზავნათ და რამოდენიმე გრადის დანადგარი. მეტე ეფექტი სჭირდება საქმეს.

შსს ხახლი ხომ მაგარი "მებრძოლებია"? საკუთარი ხახლის წინააღმდეგ. პარდონ, უიარაღო ხალხის წინააღმდეგ.

აბა ერთი ჯერი რომ გადაგიჭიმოთ კაცმა, სად ვინ შეძთვერება ............

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეჭვმიტანილთა დაკავების დროს მესტიის რამდენიმე მაცხოვრებელმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს და დაკავებულების გათავისუფლება სცადა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა და ოპერატორმა, რომელიც სპეცოპერაციას იღებდა.

 

ამაზე გამეცინა დიდი მადლობა კარგ ხასიათზე რომ დამყენე. :givi:

 

 

შეიძლება რაც დააკოპიე სიმართლეც არის,მაგრამ ამ ხელისუფლების საქციელები რომ მახსენდება,პროსტა არ მჯერა.ერთს თუ ორს აახიეს მიწები თუ უძრაძი ქონება,სახელმწიფოს სჭირდებაო? :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ამაზე გამეცინა

რა არის მაგაში სასაცილო? ქვები ესოლეს და ბუნებრივია რომ ქვა სხეულის დაზიანებას იწვევს.

 

ძუკუ

ბოროტი ხმები ამბობენ

ანუ ადასტურებ ოპო ჭორგამავრცელებლების ბოროტობას? :givi:

 

babuagiorgi

სად ვინ შეძთვერება

შენ რო შეძვერი თავის დროზე ისე ხო? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არის მაგაში სასაცილო? ქვები ესოლეს და ბუნებრივია რომ ქვა სხეულის დაზიანებას იწვევს.

 

 

 

გასაგებლარია. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ბოროტი ხმები ამბობენ

 

 

ანუ ადასტურებ ოპო ჭორგამავრცელებლების ბოროტობას?

ჭორებისგამავრცელობას ნამდვილად არა, ბოროტებას კი,რადგან ჩვენი ხელისუფლება თუ არ მოგწონს,ბოროტი ხარ აბა რა. :givi:

ჰა ჰა დაუნახავი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...