babuagiorgi Posted July 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2010 "მოძრაობა 7 ნოემბრის" ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი მის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს .როგორც პრესკონფერენციაზე ჯიშკარიანმა განაცხადა, წუხელ, 23:30 საათზე, გამომცემლობა ~სამშობლოს~ შენობასთან ერთ-ერთი დევნილის ცემის ფაქტს შეესწრო. მეგობარს ავტომანქანა გააჩერებინა, გადავიდა და დევნილს გამოესარჩლა, რის შემდეგაც მისივე თქმით, ადგილზე მყოფმა თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილემ მისი ცემის ბრძანება გასცა.ჯიშკარიანის თქმით, გაიქცა და ვაშლოვანის #3-ში მდებარე თამბაქოს მაღაზიაში შევარდა. ასამდე პოლიციელი, რომლებიც მას მისდევდნენ მაღაზიაში შეჭრას შეეცადნენ, მაღაზიის მინები ჩაამტვრიეს და სხვა ქონებაც დააზიანეს, თუმცა მისი ცემა ვერ მოახერხეს. ჯიშკარიანის თქმით, მას მანამდე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დაზიანებები გარეგნულადაც აღენიშნება.ჯიშკარიანის განცხადებით, მისი უფლებები დაკავების დროსაც დაირღვა. არ მიეცა ადვოკატთან დარეკვის და უფლებების დაცვის საშუალება.ჯიშკარიანი აცხადებს, რომ არ აპირებს სასამართლოს მიერ დღეს დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის სახით 400 ლარის გადახდას და თავს დამნაშავედ არ თვლის. :givi: :givi: მიმიქარავს ჰოლივუდის ბლოკბასტერები :TAT: "ასამდე პოლიციელი"პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა თუ აჭრელდა ზეცა? "ასამდე პოლიციელი"[/b] Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2010 (edited) ჯაბა ჯიშკარიანი მეთხუთმეტედ დააკავეს და მეოთხედ დააჯარიმეს [ნინო მიქიაშვილი]თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში, წუხელ, მოძრაობა “7 ნოემბრის“ ერთ–ერთმა ლიდერმა, ჯაბა ჯიშკარიანმა კიდევ ერთი ღამე გაატარა, რასაც მისივე განმარტებით, წინ უძღვოდა სუპარმარკეტის მინების დალეწვა და სამართლდამცავების მხრიდან ადამიანების ცემა. მერამდენედ დაგაკავეს?ჯაბა ჯიშკარიანი: ეს იყო რიგით მე–15 დაკავება; აქედან 7–ჯერ მქონდა ერთთვიანი პატიმრობა მოსჯილი; ანუ წინასწარი დაკავების იზოლატორში ჯამში 7 თვე ვიყავი. პლუს ამას, ერთი დაკავება იყო ხუთდღიანი და სამი დაკავება ერთდღიანი. ამჯერად რამდენი ლარით დაგაჯარიმეს და ეს მერამდენე ჯარიმაა?– ამჯერად 400 ლარით დამაჯარიმეს. ესაა რიგით მეოთხე დაჯარიმება. წინა შემთხვევებში ერთხელ შვიდლარნახევრით დამაჯარიმეს, მეორედ 15 ლარით და მესამედ 500–ით. გადახდილი გაქვთ წინა ჯარიმები?– არა მაქვს გადახდილი და პრინციპულად, არც ერთს არ გადავიხდი. და გასაჩივრებული თუ გაქვთ, ჯარიმების დაკისრება?– ყველა სტრასბურგშია წასული, ბოლო დაჯარიმების გარდა და ესეც აუცილებლად წავა სტარბურგში. როგორ მოხდა თქვენი დაკავება?– წუხელ გოგა ხაინდრავას სახლიდან მოვდიოდი. გამომცემლობა “სამშობლოსთან“ პოლიციელები ადამიანს სცემდნენ, რომელსაც გადავეფარე. პარალელურად, ვდილობდი სამართალდაცავებისთვის ამეხსნა, რომ უკანონო ქმედებას სჩადიოდნენ. ამ დროს, ერთ–ერთმა პოლიციელმა, ჩემთან მიმართებაში ბრძანება გასცა, მოკალითო და დაახლოებით ასამდე პოლიციელი, აგრესიული ჟესტიკულაციით და სახით ჩემსკენ გამოემართა, რათა ფიზიკური ძალადობა განეხორციელებინათ. ამ დროს, ვეცადე, მოპირდაპირე მხარეს არსებული მაღაზიისთვის თავი შემეფარებინა. პოლიციელებმა მთელი მაღაზია დალეწეს. ეს არის ვაშლოვანის სამ ნომერში არსებული სუპერმარკეტი, გამომცემლობის წინ. ეს ის ქუჩაა, პეროვსკაიაზე, რომ შედის. დამაკავეს და ძველი თბილისის რაიონულ განყოფილებაში წამიყვანეს. ბრალი 166–ე, 173–ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა) წამიყენეს და თბილისის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატროში გადამიყვანეს. პროცესი 27 ივლისს, 11 საათზე დანიშნეს. ადვოკატები – ლალი აფციაური და გელა ნიკოლაიშვილი წუხელ იყვნენ ჩემთან შემოსულები. მათ ჩემს თანამებროძლებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შეატყობინეს, რომ პროცესი დილის 11 საათზე იყო ჩანიშნული, მაგრამ სხდომა ნაჩქარევი ტემპით გადაიტანეს და სასამართლო 9 საათზე ჩაატარეს. გელა ნიკოლაიშვილი იქ იყო, პროცესზე არ შემოუშვეს და როგორც გითხარით, 400–ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დამაკისრეს. როგორ აფასებთ წუხანდელ ფაქტს?– ჩვენ აქტიური საპროტესტო კამპანია დავიწყეთ, მიწების უკანონოდ გასხვისებასთან დაავშირებით. თბილისში სოსო ჯაჭვლიანთან ერთად ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გვქონდა დაგეგმილი, ხოლო შემდეგ პატარძეულში უნდა ჩავსულიყავით, სადაც დიდი მანიფესტაცია იყო დანიშნული. ვფიქრობ, შეგნებულად შეაფერხეს ამ აქციაში ჩემი მონაწილეობა და პატარძეულში ჩასვლა. რაც შეეხება ჩემს ქმედებას, მე ვაწვები პირვანდელ ჩვენებას – აუცილებლად დავიცავთ ყველა დაჩაგრული ადამიანის უფლებას და შევეწინააღმდეგებით მიწების უკანონოდ გასხვისებას. SHARI, შენ მგონი პირადად იცნობ ამ კაცს. ნორმალურია? სერიოზულად გეკითხები. Edited July 27, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted July 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2010 კარგია, რომ ჯაბა არსებობს,ცოტა ექშენი შემოაქვს,ამ ჩვენს ცხელ და დუნე ზაფხულში. ველქომ ბექ SHARI, იტალიანო უკვე პარლე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2010 Saturn მეც ვიცნობ პირადად. იმაზე მეტად ნორმალურია, ვიდრე წარმოგიდგენია. უბრალოდ აბსოლუტურად შეურიგებელი ბიჭია ნებისმიერი უსამართლობისადმი, ყოველგვარი გამორჩენის გარეშე.უკვე მეთორმეტედ დააკავეს თუ სათვალავი არ ამერია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2010 analginიმაზე მეტად ნორმალურია, ვიდრე წარმოგიდგენიააბა ეს ძალით ათქმევინეს?ერთ–ერთმა პოლიციელმა, ჩემთან მიმართებაში ბრძანება გასცა, მოკალითო და დაახლოებით ასამდე პოლიციელი, აგრესიული ჟესტიკულაციით და სახით ჩემსკენ გამოემართა, რათა ფიზიკური ძალადობა განეხორციელებინათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2010 Saturn ნუ ეხლა არ გამოვრიცხავ ვინმეს ეთქვა "მოკლაით მაგის დედაო...", ეგეთები თავადაც არაერთხელ მომისმენია. ეგ უკვე ინტერპრეტაციის ამბავია და რა თქმა უნდა ეგეთ ინტერპრეტაციას მისცემს პოლიტიკით დაკავებული ადამიანი. 100 კაცს რაც შეეხება, მეც საკმაოდ გადაჭარბებული მგონია, უბრალოდ პოლიციას რატომღაც ეგეთი იდიოტური წესი აქვს ჩვენთან, რომ ერთს რომ ჩაავლებენ ვიღაცას ხელს მერე ხელს იქნევ, მოდით მომეშველეთო და ყველა მისკენ გარბის. მე რომ დამიჭირეს მაშინაც ეგრე იყო, 4 კაცს ისედაც ვეჭირე, მაგრამ ერთი 20-მდე მაინც შემომეხვიენ გარშემო, რა საჭირონი იყვნენ და რას აკეთებდნენ ხზ, ალბათ საქმეში ეთვლებათ რამე რომ იყოს, რომ დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted July 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2010 Saturnშენ სხვა ნიკი არ გქონდა? რომელი ? SHARI, შენ მგონი პირადად იცნობ ამ კაცს. ნორმალურია? სერიოზულად გეკითხები. ვიცნობ და ძალიან კარგადაც... გამიკვირდა ეგ ინტერვიუ... რავიცი ნორმალური კაცი რო არ იბჟუტურებს ეგეთებს რად უნდა ლაპარაკი.. მარა ეს გიჟი არ ყოფილა არასდროს.. არ ვიცი ნამდვილად რატო ილაპარაკა ეგეთი სისულელეები. prologicროგორ ხარ ზაზა ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.