Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ბაქოში ელჩობის კანდიდატი თანამდებობაზე დამტკიცების პროცედურის დროს მძიმე კითხვებს პასუხობს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

 

ჯოშუა კუცერა

 

მეთიუ ბრაიზამ, აზერბაიჯანის ახალი ელჩის პოსტზე ობამას მიერ წარდგენილმა სადავო კანდიდატურამ, კაპიტოლიუმის ბორცვზე 22 ივლისს თანამდებობაზე დამტიკიცების პროცედურა გაიარა. ის თავს იცავდა იმ ბრალდებებისგან, რომლის თანახმადაც, ის ბაქოს სასარგებლოდაა მიკერძოებული და ამტკიცებდა, რომ კავკასიაში აშშ-ს პოლიტიკის ობიექტური დამცველი იქნება, მაგრამ, როგორც ჩანს, კრიტიკოსების დარწმუნება ვერ შეძლო.

 

ბრაიზა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეკავა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის თანამდებობა და სამხრეთ კავკასიაში შეერთებული შტატების ყველაზე თვალსაჩინო დიპლომატი იყო, ბაქოში ვაშინგტონის ახალი ელჩის თანამდებობაზე მაისში წარადგინეს.

 

ბაქო უკვე ერთ წელზე მეტია ამერიკის ელჩის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები ამერიკის მხრიდან იგნორირებას უჩიოდნენ. ბოლო თვეებში სიტუაციის გამოსასწორებლად აზერბაიჯანს თეთრი სახლის დავალებით სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ეწვივნენ.

 

აზერბაიჯანი მიესალმა ბრაიზას წარდგენას თანამდებობაზე და აზერბაიჯანულ-ამერიკულმა ჯგუფებმა ამ დანიშვნას მხარი დაუჭირეს, რამაც მისი თანამდებობაზე დამტკიცების შანსები განამტკიცა. მაგრამ ამერიკულ-სომხური ჯგუფები კატეგორიულად ოპონირებდნენ ამ დანიშვნის წინააღმდეგ და აცხადებდნენ, რომ ის აზერბაიჯანის სასარგებლოდ და სომხეთის წინააღმდეგაა განწყობილი. ბრაიზამ თანამდებობაზე დამტკიცების პროცედურაზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ბრალდებები მისი მიკერძოებული პოზიციის შესახებ უარყო.

 

”(აშშ-ს) ინტერესების გატარების პროცესში წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა  ორივე მხარისადმი ობიექტური და სამართლიანი დამოკიდებულების შენარჩუნებაა” – განაცხადა მან. ”კრიტიკა… ორივე მხრიდან ისმის, აზერბაიჯანიდანაც და სომხეთიდანაც, ასეთია დიპლომატიური საქმნიანობის ფასი”.

 

ბრაიზას უფრო მძიმე შეკითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა, ვიდრე ელჩობის კანდიდატთა უმეტესობას. კითხვებს ძირითადად ორი დემოკრატი სენატორი სვამდა,   ბარბარა ბოქსერი კალიფორნიიდან და რობერტ მენენდეცი ნიუ-ჯერსიდან,  დიდ სომხურ-ამერიკულ საარჩევნო ოლქს წარმოადგენენ. მენენდეცმა ბრაიზას სომხეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის, ჯონ ევანსის შესახებ დაუსვა კითხვა. ის იმის გამო დაითხოვეს, რომ სომხების გენოციდი აღიარა. ბრაიზამ უპასუხა, რომ მას ამ ეპიზოდში მონაწილეობა არ მიუღია. ”ელჩ ევანსის გათავისუფლებაში მე არავითარი როლი არ მითამაშია. ჩემთან კონსულტაცია არ გაუვლიათ და ამ შემთხვევის შესახებ მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ შევიტყვე… როგორი რთულიც არ უნდა იყოს ამის დაჯერება, მე პროცესში მონაწილეობა არ მიიღია”.

 

მან არ უპასუხა ბოქსერის შეკითხვას სომხეთის წინააღმდეგ მიმართული ბაქოს აგრესიული რიტორიკის და იმის შესახებ ”აქტიურად ამწვავებს თუ არა სიტუაციას” ასეთი განცხადებები. მაგრამ მან აღიარა, რომ ამ ბოლო დროს საზავო შეთანხმების დარღვევის ინციდენტი, რომელსაც ოთხი სომეხი ჯარისკაცი და ერთი აზერბაიჯანელი ემსხვერპლა, აზერბაიჯანის მიერ იყო ინიცირებული. ”კონტაქტის ხაზი აზერბაიჯანმა გადაკვეთა, სომხებმა უპასუხეს, რასაც მსხვერპლი მოყვა და რაც (სახელმწიფო) მდივანმა კლინტონმა დაგმო”.

 

”მთიანი ყარაბახის კონფლიქტი სამხედრო ძალით ვერ გადაწყდება” – დასძინა მან. ბეაიზამ განაცხადა, რომ მხარს უჭერდა აშშ-ს დახმარებას ყარაბახისადმი და უარყო, რომ უგულვებელყო 2005 წელს ჯულფაში, აზერბაიჯანში ძველებური სომხური სასაფლოს განადგურების ფაქტი.

 

როდესაც აზერბაიჯანში ორი ოპოზიციურად განწყობილი ბლოგერის დაპატიმრების შესახებ დაუსვეს კითხვა, ბრაიზამ უპასუხა, რომ თუ მას თანამდებობაზე დაამტკიცებენ, პრესის თავისუფლება მისთვის ”მთავარი პრიორიტეტი” იქნება. მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანს დემოკრატიზაციის პროცესში ”გრძელი გზა აქვს გასავლელი”, მაგრამ მას პოტენცია გააჩნია: ”საბოლოოდ, თუ აზერბაიჯანი მოახერხებს დემოკრატიზაციის, კეთილდღეობისა და მისი კულტურის ელემენტების შეთავსებას, ის შეიძლება მსოფლიოში გარდამავალი ქვეყნებისთვის მაგალითად იქცეს”.

 

ყველაზე მეტი წინააღმდეგობა ბრაიზას ცოლს, ზეინო ბარანს, ვაშინგტონის ჰადსონის უნივერსიტეტის თურქული წარმოშობის ამერიკელ მეცნიერს უკავშირდება. მოსმენაზე მან განაცხადა, რომ მისი ქოწრინება არ ქმნის ინტერესთა კონფლიქტს და სახელმწიფო დეპარტამენტს მისი ფინანსების საფუძვლიანი კონტროლის შედეგად არ აღმოუჩენია არაფერი არაკორექტული. მან განაცხადა, რომ ბარანი, მასზე, როგორც ელჩზე გავლენას ვერ მოახდენს და რომ მათი ერთობლივი პოზიციები სულების ნათესაობის შედეგია.

 

”ჩვენ ერთმანეთთან პირველ რიგში დაგვაკავშირა მისმა მახვილმა, ბრწყინვალე ჭკუამ, იმან, რომ ის იგივე საერთაშორისო ღირებულებებისადმია ერთგული, რომელთა ერთგული მეც ვარ, ესენია: მშვიდობა, კეთილდღეობა, დემოკრატიზაცია, ისლამისა და დემოკრატიის თავსებადობა. ჩვენ სამყაროს შესახებ ერთნაირი იდეები გავქვს და შესაძლოა სწორედ ამიტომ შეგვიყვარდა ერთმენეთი. მაგრამ ამავე დროს ჩვენ 10 წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ჩვენი პირადი და პროფესიული ცხოვრება” – განაცხადა მან და დასძინა, რომ თუ თანამდებობაზე დაამტკიცებენ, ბარანი არ დააყენებს სახელმწიფო დეპარტამენტის, ან ბაქოში აშშ-ს საელჩოს წინაშე ჰადსონის ინსტიტუტთან დაკავშირებულ არც ერთ საკითხს და რომ ამავე დროს ისიც ინსტიტუტთან დაკავშირებულ არც ერთ საკითხს წინასწარი ნებართვის გარეშე არ განიხილავს.

 

ბრაიზასა და ბარანის ქორწილს სტამბოლში აზერბაიჯანის მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანი დაესწრო, რაც ოპონენტებმა ბაქოსთან მათი მყუდრო დამოკიდებულების მტკიცებულებად გამოიყენეს. მაგრამ ბრაიზამ განაცხადა, რომ წყვილმა ქორწილში სხვადასხვა რანგის  სტუმრები მიიწვია და მან არ იცოდა, ვინ მიიღებდა მიწვევას. ”ჩვენ მოვიწვიეთ უამრავი ადამიანი, რომლებიც  ჩვენი ნაცნობობის ათი წლის განმავლობაში, ჩვენს სამუშაოსთან იყვნენ დაკავშირებულნი. ჩემი მხრიდან მათ შორის იყვნენ სამთავრობო ჩინოვნიკები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, ოპოზიციის ლიდერები, რელიგიური ლიდერები, მათ შორის მისი უწმინდესობა სტამბოლის მსოფლიო პატრიარქი, სომხეთის პატრიარქი მესრობი (აწ განსვენებული) – დიახ აზერბაიჯანიდან, მაგრამ სომხეთიდანაც, თურქეთიდანაც, კვიპროსიდანაც და სხვა ქვეყნებიდან, სადაც ჩემი კარიერის განმავლობაში მიმუშავია.

 

ბრაიზას თქმით, ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ქორწილი ერთმა აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა დააფინანსა ”აბსულუტური ტყუილია” და რომ ქორწილის საფასური მთლიანად ოჯახმა გადაიხადა.

 

ბრაიზას იმაშიც სდებენ ბრალს, რომ შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი წაქეზებით ირწმუნა ვაშინგტონის უპირობო მხარდაჭერა და ამ განცდამ შეუწყო ხელი 2008 წელს სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ სამხრეთ ოსეთზე შეტევის განხორციელებას. თუმცა სენატში ბრაიზასთვის ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა არ დაუსვამთ.

 

ყველა სენატორი მტრულად განწყობილი არ ყოფილა. რიჩარდ ლუგარმა, რესპუბლიკელმა ინდიანადან, უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და ბრაიზა ოფიციალურად ”წარუდგინა” კომიტეტს.

 

”მეთიუ ბრაიზა ერთმნიშვნელოვნად კვალიფიციურია… აშშ-ს პრიორიტეტების გატარებაში” – განაცხადა მან. ”მისი პირადი ძალისხმევა კავკავსიის ქვეყნებში ურთიერთობათა გამოსწორებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო”.

 

ბრაიზას გამოსვლამ მისი ოპონენტების დასამშვიდებლად ბევრი ვერაფერი გააკეთა. ამერიკის სომეხთა ნაციონალურმა კომიტეტმა, რომელიც ამ კანდიდატურის ყველაზე თვალსაჩინო მოწინააღმდეგე იყო ვაშინგტონში, განაცხადა, რომ ამ მოსმენებმა ”უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი გასცა მათ”.

 

”ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის კონტექსტში, მისი პასუხები… წარუმატებელი იყო. განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი ცოლი, პროფესიულად უჭერს მხარს  კასპიის ზღვის ენერგეტიკულ პოლიტიკას და მუშაობს ჰადსონის ინსტიტუტში, რომლის მხარდამჭერებს  შორის არიან აზერბაიჯანელები, თურქები და ენერგეტიკული კორპორაციები. ამიტომ დაპირება, რომ ახლა ის  შორს დაიჭერს თავს  დეპარტამენტის იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც აზერბაიჯანთან მუშაობენ, ძალიან უმნიშვნელოა, ძალიან დაგვიანებულია, გამომდინარე იქიდან, რომ მას ათი წლის განმავლობაში ეკავა მაღალი და სენსიტიური თანამდებობა და უშუალოდ ურთიერთობდა ბაქოსა და კასპიის ზღვის ენერგეტიკულ წარმოებასთან”.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...