Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - დევნილების გასახლება პოლიციის თანხლებით


Recommended Posts

გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ. შენობას გარს პოლიციის კორდონი აქვს შემორტყმული, გადაკეტილია თამარ ჭოველიძის ქუჩაც. დევნილებისთვის უცნობია, სამართალდამცავებს სად მიაქვთ მათი ნივთები.

 

დევნილების თქმით, გამთენიისას შეამჩნიეს, რომ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასამდე პოლიციელი შეიკრიბა და სამშობლოს შენობისკენ დაიძრა.

 

"ჩვენ გამოვედით ქუჩაში ისე, რომ წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. შენობაში პოლიციელები შევიდნენ და ახლა ჩვენი ნივთები გამოაქვთ."

 

კოსტავას 14 ნომერში შესახლებულ დევნილებთან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი ორი კვირის წინ მივიდა და უთხრა, რომ, შენობის გაყიდვის გამო, საცხოვრებლის დატოვება მოუწევდათ.

 

19 ივლისს გამომცემლობის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა 380-მდე დევნილმა ოჯახმა აქცია გამართა.

 

დევნილების განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მათ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოში. დევნილები უარს აცხადებენ საზღვრისპირა სოფელში დასახლებაზე, მიზეზად გაუსაძლის პირობებს ასახელებენ.

 

დევნილების თქმით, ადგილი, რომელსაც სთავაზობენ, რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაა, სადაც არ არის სკოლა, ბაღი, სამუშაო...

 

დევნილები აცხადებენ, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს ჰყავს მოყვანილი მუშები, რომლებსაც მათი კუთვნილი ნივთები სატვირთო ავტომობილებით გაურკვეველი მიმართულებით მიაქვთ.

 

ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები და პირები, რომლებიც ზედამხედველობენ გამოსახლების პროცესს, ჩვენს კითხვებს არ პასუხობდნენ.

 

გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობაში დევნილები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შესახლდნენ. აქ ცხოვრობენ დევნილები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...