FIORENTINO Posted September 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2008 გეითსმა ჩეხეთში აშშ-ის სამხედროთა განთავსების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ჩეხეთის და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებმა - ვლასტა პარკანოვმა და რობერტ გეიტსმა - 19 სექტემბერს ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში შემავალი ახალი რადარის დასაცავად ჩეხეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესვლის შესახებ ორმხრივ ხელეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული დოკუმენტი ჩეხეთის პარლამენტმა და პრეზიდენტმა, ვაცლავ კლაუცმა უნდა დაამტკიცონ. მიუხედავად ამისა, მხარეები ბრდის დასახლებაში, რომელიც პრაღიდან 90 კილომეტრში მდებარეობს, სამხედრო ბაზის განთავსების საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ. 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება ჩეხეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა. ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება ჩეხეთის პარლამენტმა უნდა მოახდინოს. როგორც ხელმოწერის ცერემონიალზე, რობერტ გეითსმა განაცხადა, გადაწყევტილებაისი რადარის აღჭურვის სამუშაობეის შესახებ, სავარაუდოდ, ნოემბერში იქნება მღებული, მას შემდეგ, რაც ტექნიკური საკითხები მოგვარდება. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.