Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) დრენტეს “ლივერპულში” სურს!


Recommended Posts

http://real.theoffside.com/files/2009/04/drenthe.jpgროისტონ დრენტემ პერსონალურ გვერდზე “ფეისბუქზე” დაწერა, რომ მას სურს შეუერთდეს “ლივერპულს” – იუწყება express.co.uk .

 

23 წლის მარცხენა მცველი (შემტევი) £9 მილიონადაა შეფასებული. მასზე ჭორები ადრეც, რაფაელ ბენიტესის დროსაც ვრცელდებოდა, თუმცა არაფერი გამოვიდა.

 

ყველას მოგეხსენებათ, რომ ფეიბუქს ახლა ძალიან ბევრი პოპულარული ადამიანი, თუ ორგანიზაციებიც იყენებენ და სრულებით შესაძლებელია, ასეთი ინფორმაცია მართლაც რეალურად გავრცელებულიყო. ამაზე ეს პოპულარული და საკმაოდ სანდო წყაროც – express.co.uk -ი მეტყველებს.

 

“მე მალე შევუერთდები “ლივერპულს”. ვფიქრობ, კარგი სეზონი მელის წინ.”

 

- რატომ ტოვებს კლუბს?! – მას თითქმის ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება არ ეძლევა. თანაც ახლა, როდესაც მაურინიო ჩაუდგათ სათავეში, ცოტამ თუ იცის, შედის თუ არა მის გეგმებში ჰოლანდიელი. ასეთ “ყოფნა-არყოფნას” კი დრენტემ გარანტირებული ადგილი ძირითადში ამჯობინა!

 

პირადი ინფორმაცია ვიკიპედიიდან:

 

სრული სახელი: როისტონ რიკი დრენტე

დაბადების თარიღი: 8 აპრილი, 1987 წ (23 წლის)

დაბადების ადგილი: როტერდამი, ჰოლანდია

სიმაღლე: 167 სმ

წონა: 63 კგ.

პოზიცია: მარცხენა მცველი

 

მისი პროფესიონალური კარიერა 2004 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიის კლუბ “ექსელსიორს” შეუერთდა.  მისი ნიჭი დიდხანს არ დარჩენილა შეუმჩნეველი, რადგან 1 წელიწადში “ფეინოორდმა” აიყვანა. 2 წელი დაჰყო კვლავ ჰოლანდიაში და შემდეგ, 2007 წელს მსოფლიოს ყველაზე მრავალტიტულიანმა კლუბმა, “რეალ მადრიდმა” შესთავაზა კონტრაქტი, რასაც დაუყოვნებლივ დათანდხმა.

 

2006 წლიდან, ის ჰოლანდიის ნაკრებში რეგულარულად თამაშობდა, თუმცა  2008 წლის მერე, წლევანდელ მუნდიალზე აღარ გამოუძახებიათ.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...