Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ” მზად ვარ მეფის ნაკვალევზე გავიარო”


Recommended Posts

http://s57.radikal.ru/i155/1007/02/802fdb453bb7.jpg

 

პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ ამ ინტერვიუს დაგვიანებოთ მოწოდებისათვის. ახლა კი თქვენს ყურადღებას მივაპრყრობ დენის ვრცელ და საინტერესო ინტერვიუს, კლუბის ოფიციალურ საიტთან…

- ” დენი სიხარულით მოგესალმებით ”ლივერპულში”. რას ნიშნავს შენთვის ესეთ გუნდში გადასვლა?”

 

- ” ეს საოცარი შეგრძნებაა, როდესაც მე გავიგე, რომ მქონდა შანსი გავმხდარიყავი ამ გუნდის ნაწილი, მე საოცრად გამიხარდა და გადავწყვიტე ჩემი ოცნების შესრულება. მე ბედნიერი ვარ აქ, რომ ვიმყოფები.”

 

- ” რა მიზნებს სახავთ სამომავლოდ?”

 

- ” ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ინგლისური ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ”ლივერპულის” ითველება დიდ კლუბად. მე შოტლანდიიდან ვარ და შესაძლოა ბევრი ფიქრობს, რომ მე არ ვარ მზად აქ სათამაშოდ, მაგრამ მე ამ გუნდში მოვედი და სამომავლოდ ჩემს წინაზე უდიდეს გეგმებს ვსახავ.”

 

- ” რით არის ”ლივერპულის” თქვენთვის ცნობილი?”

 

- ” ყველა იცნობს ”ლივერპულს”, როგორც ხუთგზის ევროპის ჩემპიონს, ასევე მათ ჩემპიონატში 18 ტიტულის მფლობელს. მე უკვე ვტკბები ჩემი აქ მოსვლით.”

 

- ” თქვენ გაგიჭირდათ გლაზგოს დატოვება, სადაც თქვენ გახდით ის რაც ახლა ხართ?”

 

- ” არც ისე. ”ლივერპული” ეს რიგითი გუნდი არაა, ამიტომ როგორც კი შევიტყვე მათი ინტერესი ჩემდამი ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს ტრანსფერი შემდგარიყო. საბოლოოდ მე აქ ვიმყოფები და უზომოდ ბედნიერი ვარ.”

 

- ” სიმართლეა, რომ თქვენი მომსახურებით დაინტერესებულნი იყვნენ ის გუნდები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობენ?”

 

- ” დიახ ეს ასეა, მაგრამ მე მტკიცედ განვაცხადე, რომ ”ლივერპული” არის ერთადერთი გუნდის, სადაც მსურდა კარიერის გარგძელება.”

 

” ჩემმა მწვრთნელმა გამაფრთხილა, რომ რამდენიმე ევროპული კლუბის იყო ჩემი მომსახურებით დაინტერესებული, მაგრამ როდესაც მე დამირეკეს ”ლივერპულიდან” არ შემეძლო უარის თქმა.”

 

- ” რას ელით თქვენ როი ჰოჯსონთან მუშაობით?”

 

- ” ის ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. მუშაობდა, რამდენიმე ნაკრებში, მას ჩემი ყოფილი მწვრთნელისგან სრულიად განსხვავებული ფეხბურთის ხედვა აქ. მე მოუთმენლად ველი, როისთან მუშაობის დაწყებას.”

 

- ” თქვენ არ გაშინებთ ის ფაქტი, რომ მოგიწევთ ფერნანდო ტორესთან სტივენ ჯერარდთან და ჯო კოულთან ერთად გუნდში თამაში?”

 

- ” ეს შესანიშნავი იქნება, ფეხბურთელები მუდმივად ერთმანეთისგან სწავლობენ, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ მეც შემიძლია მათგან ბევრი რამ ვისწავლო თუნდაც თამაშის და თუნდაც ვარჯიშის დროს.”

 

- ” ”ლივერპულის” ისტორიაში მრავალი მწვრთნელი და ფეხბურთელი ყოფილა შოტლანდიიდან რა გსმენია შენ ამის შესახებ?”

 

- ” დიახ მე ვიცი რაღაც. მაგალითად კენი დაგლიში ის შოტლანდიის ისტორიის ყველაზე ცნბოლი ფეხბურთელი გახლდათ. ”ლივერპულთან” კონტრაქტის გამოფორმების შემდეგ მე მასთან საუბარი მქონდა. მან ყველაფერი საუკეთესო მისურვა. კენი – შოტლანდიის ლეგენდაა და მე მზად ვარ მეფის ნაკვალევზე გავიარო.”

 

- ” გასულ სეზონში თქვენ რეინჯერსთან ერთად შოტლანდიის ჩემპიონი გახდით, ეს ტრიუმფი არის თქვენთვის რაღაც განსაკუთრებული?”

 

- ” რათქმაუნდა. გასული წელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში. ეს იყო ჩემი ბილეთი პროფესიონალურ ფეხბურთში. იმედია მე შევინარჩუნებ ჩემს ბრძლისუნარიანობას და გავხდები წარმატებული ფეხბურთელი.”

 

- ” იმავე წელს თქვენ რამდენიმე პრიზით დაჯილდოვდით. გახდით შოტლანდიის და საკუთარი გუნდის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, თქვენ ამაყობთ ამ მიღწევებით?”

 

- ” დიახ ვამაყობ. ეს იყო ჩემი პირველი სეზონი და იმედი მქონდა, რომ ეს იქნებოდა, მხოლოდ დებიუტი, მაგრამ გამარჯვების შემდეგ თავდაჯერებით ავივსე და ძალა მომეცა. ეს ყველა პრიზი ყოველთვის სასიამოვნოდ გამახსენდება.”

 

- ” გლაზგო და ლივერპული ძალიან გავს ფეხბურთის ცხოვრების წესით, რას ელით თქვენ ახალ კლუბში თამაშით?”

 

- ” ყველას სმენია ლივერპულის და ევერტონის დერბის შესახებ, მე უკვე მივიღე მონაწილეობა გლაზგოურ დერბიში, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ მატჩშიც მსგავსი ატმოსფერო მელის.”

 

- ” დასასრულს მინდა გკითხოთ :მართალია, რომ თქვენ ადრე თამაშობდით ”ლივერპულში”?

 

- ” მხოლოდ ერთხელ, ეს იყო ათი წლის ასაკში, სავარჯიშო ბაზაზე მოგვიწია თამაში და 2 – 0 გავიმარჯვეთ, ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება კარგი ნიშანი ჩემი მომავლისთვის.

 

Liverpoolfc.tv

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...