FIORENTINO Posted September 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2008 კლიმოვი: ნატოში ნებისმიერი რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოს მიღებას, ჩვენს წინააღმდეგ ომის დაწყებად შევაფასებთ "ნატოს სტრუქტურის ფარგლებში სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა, რომელიც რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში სხვა ქვეყნებში ოპერატიულად გასაგზავნადაა დანიშნული, საერთაშორისო დაძაბულობას გაზრდის და მესამე მსოფლიო ომის წინაპირობა იქნება", - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კლიმოვმა. კლიმოვი იმედს გამოთქვამს, რომ ჩრდლიოეთ ატლანტიკური ალიანსი ამ იდეას ოფიციალურად არ გააფორმებს, რადგანაც პრეცედენტის სახით ნებისმოერი ქვეყანა შეეცდება მსგავსი სტრუქტურები არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ შექმნას. "თუ ნატო ოფიციალურ დოკუმენტში ამგვარ ფორმულირებას შეიტანს, მაშინ ნატოში ნებისმიერი რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოს მიღებას, ჩვენს წინააღმდეგ ომის დაწყებად შევაფასებთ", - აღნიშნა კლიმოვმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა გამოცემამ "ლოს-ანჟელეს თაიმსმა", პენტაგონის ანონიმურ წარმოამდგენელზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ნატოს წევრ სახელმწიფოთა თავდაცვის უწყებების მინისტრთა არაფორმალურ შეხვედრაზე სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შესახებ ბუშის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ გეგმას განიხილავდნენ. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.