planetanews Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/ap_logo.jpg კრისტოფერ თუთაკერი კარაკასი, ვენესუელა – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ლიდერმა პარასკევს განაცხადა, რომ ის ვენესუელასთან ახლო ურთიერთობებს აყალიბებს და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ საერთაშორისო აღიარების საქმეში პრეზიდენტ უგო ჩავესის დახმარებას იმედი აქვს. ვენესუელა ერთ–ერთია იმ ოთხ ქვეყანას შორის (რუსეთის, ნიკარაგუას და წყნარი ოკეანის კუნძულის ნაურუს გარდა), რომლებმაც აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარეს. აფხაზეთის ლიდერის თქმით, ჩინოვნიკები ვენესუელასთან თანამშრომლობის ათობით პოტენციურ ხელშეკრულებაზე მუშაობენ, მათ შორის ვაჭრობის გაფართოების შეთანხმებებსა და ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიის მხრიდან ტექნიკური მხარდაჭერის მიღებაზე აფხაზეთში ნავთობის მოძიების საქმეში. ბაღაფშმა თქვა, რომ ის დაელაპარაკება ჩავესს ვენესუელას მხრიდან შესაძლო დახმარებაზე, რომ ლათინური ამერიკის მთავრობებმა აფხაზეთი აღიარონ, მაგრამ მისი თქმით, ეს იოლი არ იქნება, რადგან შეერთებული შტატები რეგიონს ცალკე ქვეყნად არ განიხილავს და ლათინურ ამერიკაში მოკავშირეები ჰყავს. „ჩვენ გვესმის, რომ აღიარება ხანგრძლივი და რთული პროცესია, და ისიც გვესმის, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში მეტი გავლენა აქვს“, – განაცხადა ბაღაფშფა Associated Press–სთან ინტერვიუში. რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ აღიარა და იქ არმიაც დატოვა. ბაღაფში ამბობს, რომ აფხაზეთში 1 800 რუსი ჯარისკაცია და ისინი საზღვრის დაცვაში ეხმარებიან. ის ამტკიცებს, რომ მათი იქ ყოფნა არსებითად უმნიშვნელოა. საქართველო და ბევრი დასავლური ქვეყანა სამედროების იქ ყოფნას რუსეთის ოკუპაციას უწოდებს. ბაღაფში კარაკასში სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითისთან ერთად იმყოფებოდა. პარასკევს საღამოს ეს ორი ლიდერი ჩავესს შეხვდა, რომელიც მათ სამშობლოს უწოდებს „ახალ რესპუბლიკებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საკუთარი განვითარებისთვის“. ჩავესთან შეხვედრამდე, ბაღაფში მიესალმა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ კოსოვოს მხრიდან სერბეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადება საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ იყო და განაცხადა, რომ ეს იმის ნიშანია, რომ აფხაზეთის მხრიდან სუვერენიტეტის მოთხოვნა ლეგიტიმურია. „ვფიქრობ, თავად ამ გადაწყვეტილებას ექნება უდიდესი გავლენა ჩვენს ძალისმხევაზე“, – თქვა ბაღაფშფმა, რომელიც თარჯიმნის დახმარებით საუბრობდა. „აქ არ შეიძლება ორმაგი სტანდარტები არსებობდეს“. ის არ ეთანხმება ასევე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთს აფხაზეთი ოკუპირებული აქვს. „ის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსია იმისთვის, რომ არ იცოდეს, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია“, – განაცხადა მან. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2010 მასხრები კი არიან ,მაგრამ ჩვენ კი ჩვენი დაგვმართეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2010 (edited) არანაირი მასხარები არ არიან, აფხაზები საკმაოდ პრაგამატულ ნაბიჯებს დგამენ სუვერენიტეტის მოსაპოვებლად,საბოლოო ჯამში, დიდის ალბათობით, რუსეთის დაშლის შემდეგ შეიქმნება აფხაზურ-ადიღური სახელმწიფო,მე ეჭვი მეპარება რომ მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში საქართველოს რაიმე შანსი ჰქონდეს აფხაზეთის დაბრუნების Edited July 26, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.