Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) სად სრულდება ჭორი და სად იწყება სიმართლე?


Recommended Posts

http://b.pix.ge/y/lk3f5.jpg

 

ისედაც საკმაოდ ცხელ ზაფხულში აურა-ცხელი სატრანსფერო სიახლეებით პირდაპირ გადახურდა უცხოური პრესა… (დ)

 

“სტივი რეალშია!? მაურინიომ საწადელს მიაღწია!? ტორესი და ვილა ბარსაში ერთად ითამაშებენ!? მესი ხიხონის სპორტინგში მალე კონტრაქტს გააფორმებს!? მარადონა ენფილდზე 8 ნომრით იასპარეზებს!? რონალდინიო მილანიდან წავიდა და მეორე დღესვე უკან დაბრუნდა, პირადი აგენტისგან მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციით მან როგორც ჩანს ბრაზილიაში ბებია მოინახულა…! ფაბრეგასის ბიძაშვილი ბარსელონაში ისვენებს – როგორც ჩანს არსენალმა საბოლოოდ დათმო ცესკი! დროგბას ნათლული ჰოლანდიაში გათხოვდა – კოტ-დივუარელი ფოვარდი აიაქსის სარეკორდი შენაძენი გახდება!?”

 

ვიღაც, უფრო სწორად ბევრი ვიღაცეები საკმაოდ პოპულარულ სპორტულ გამოცემებში მსგავსი სათაურებით დიდ ფულს აკეთებენ და რეიტინგსაც იმაღლებენ. ფეხბურთის უბრალო გულშემატკივრები კი ვეღარ არჩევენ სიმართლეს და გამონაგონს. ამიტომ გადავწვიტე მცირე დახმარება გაგიწიოთ და რამოდენიმე რჩევა მოგცეთ:

 

1) ყველაზე ცნობილი ბრიტანული სპორტული საიტი – GOAL.COM, ამავდროულად ყველაზე დიდი “მეზღაპრეცაა” და მათი სატრანსფერო სიახლეების 70% – ჭორია!

 

2) არ ენდოთ სტატიებს, რომლებიც მხოლოდ ავტორის მოსაზრებებს შეიცავს და ყველაფერი ზოგადადაა აღწერილი. სტატიის ზომის გასაზრდელად კი მხოლოდ ფეხბურთელზე მცირე ინფორმაცია და მისი კარიერული სტატისტიკაა მოცემული.

 

3) სარწმუნო ინფორმაციად მიიჩნიეთ მხოლოდ მწვრთნელის, ფეხბურთელის ან მისი აგენტის ინტერვიუ და განცხადებები. ასევე კონკრეტული ფაქტები, მაგალითად როგორიცაა ფეხბურთელის იმ ქალაქში ჩასვლა რომლის კლუბიც მის შეძენას გეგმავს და იქ გადაღებული ექსკლუზიური ფოტოები და ა.შ.

 

რაც შეეხება ლივერპულს და მის გარშემო “მფრინავ ნიუსებს”:

 

1) ყველამ იცის რომ წითლები მარცხენა მცველს ეძებენ და ჟურნალისტები ყველა ნორმალურ ფეხბურთელს, რომელიც დაცვის ამ ფლანგზე თამაშობს, ლივერპულს უკავშირებენ, მხოლოდ და მხოლოდ მათი პირადი აზრის გამო. ერთ-ერთს ხომ მაინც გაუმართლებს და ლივერპული მართლაც მის მიერ გავრცელებულ ფეხბურთელს შეიძენს საბოლოოდ…. ამიტომ ეცადეთ ნებისმიერი ინფორმაცია მარცხენა მცველზე არც ისე სერიოზულად მიიღოთ.

 

2) დაახლოებით იგივე სიტუაციაა ენფილდზე ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე და პრესაც კარგად იყენებს ამ ფაქტს, ისეთ დაცვითი სტილის ნახევარმცველებს უკავშირებენ ლივერპულს, რომ  შესაძლოა მათი სახელი როი ჰოჯსონს და კრისტიან პურსლოუს გაგონილი მხოლოდ ტელევიზორში ფეხბურთის მატჩის დროს კომენტატორისგან აქვთ…

 

3) ნუ შეშფოთდებით სათაურით და სტატია სრულად წაიკითხეთ, რადგან ძალიან ხშირად სათაური და სტატიის შინაარსი ძალიან შორს დგას ერთმანეთისგან… ალბათ ყველამ იცით რომ ჟურნალისტიკაში სტატიის სათაური სტატიის პოპულარობის 50%-ზე მეტს განაპირობებს… თუნდაც ეს სათაური უბრალოდ “ხალხის მოსაზიდად იყოს შეთხზული”

 

და ბოლოს ყველაზე მთავარი. როი ჰოჯსონმა რამოდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა, რომ ტრანსფერებს მოსალაპარაკებლად და გასაფორმებლად მინიმუმ 1 კვირა სჭირდება და შესაბამისად ევროლიგის დაწყებამდე და რაბოტნიკთან მატჩამდე ლივერპულში ახალი შენაძენები არ იქნება. რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ სატრასნფერო სიახლეები აღარ იქნება, თუმცა ოფიციალური მინიმუმ 1 კვირა – არა…

 

ასე რომ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და აჯობებს ოფიციალური საიტის მიერი ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას დაველოდოთ. მანამდე კი ჩვეულებრივი სატრანსფერო ჭორები ვიკითხოთ, მერე რა რომ მათი თუნდაც მხოლოდ 20% არის რეალობასთან ახლოს… ვიკითხოთ, მაგრამ ბევრი არ ვინერვიულოთ და რჩევები გავითვალისწინოთ…

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...