Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge კოსოვო მარტო არ არის


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/der_tagesspiel2.gif

 

გერდ აპენცელერი

 

ამ სასამართლოს სიმამაცე არ აკლია. ცოტა თუ ელოდა, რომ ჰააგას საერთაშორისო სასამართლო ასე მკაფიოდ გამოთქვამდა  მის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადება საერთაშორისო სამართალს არ ეწინააღმდეგება. გადაწყვეტილებას იურიდიულად სავალდებულო ძალა არ აქვს, მაგრამ ის ხელს შეუწყობს ავტონომიურ მისწრაფებებს მსოფლიოს სხვა ადგილებში.

 

არსად ევროპაში, ბოლო 100 წლის განმავლობაში ასე ხშირად   არ დარღვეულა საერთაშორისო სამართლის ორი ფუძემდებლური პრინციპი – ერთი მხრივ, ხალხის თვითგამორკვევის უფლება და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის უფლება – როგორც ბალკანეთში. სხვაგან არსად ასე მუდმივად და მძლავრად არ ეჯახება ეს ორი უფლება ერთმანეთს. დღემდე სერბეთის ყოფილი პროვინციის სუვერენიტეტი 69 სახელმწიფომ, მათ შორის ევროკავშირის 21 წევრმა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის აშშ–მ და გერმანიამ. დანარჩენი 120 სახელმწიფო ამის გაკეთებაზე დღემდე უარს ამბობს, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი და ესპანეთი. მათი წინააღმდეგობის მიზეზი ცხადია. ის რაც კოსოვოელებისთვის შეიძლება, საეჭვოა აუკრძალო კავკასიელ ხალხს, ტიბეტელებს და ბასკებს.  

 

ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც მაგალითად ესპანეთია, ათწლეულების განმავლობაში ეთნიკურმა უმცირესობებმა ავტონომიის ისეთ ხარისხს მიაღწიეს, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ძალადობრივი წინააღმდეგობა, როგორც ჩანს, გამორიცხულია. დიქტატურის პირობებში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩინეთი დღემდე ცდილობს ტიბეტელების კულტურული და ისტორიული იდენტობის განადგურებას, ხოლო რუსეთის არმიის მიერ განადგურებული ჩეჩნეთის დედაქალაქის გროზნოს კადრებმა, მთელი მსოფლიო მოიარა.

 

სასტიკი ძალადობის პრეისტორიის მიუხედავად, შეერთებული შტატების და დასვლეთ ევროპის მოსახლეობის მძლავრი მხარდაჭერის, ასევე ნატოს თავდაცვითი ქოლგის გარეშე, კოსოვოს სერბეთისგან გამოყოფის შანსი არ გააჩნდა. 1999 წლამდე, სერბეთის არმიამ კოსოვოდან დაახლოებით 800 000 ალბანელი გააძევა, რათა რეგიონი „ეთნიკურად სუფთა“ ანუ სერბული გამხდარიყო. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკაში კონფლიქტების მთავარი მიზეზს უმრავლეს შემთხვევაში სერბეთის უპირატესობისკენ სწრაფვა წარმოადგენდა. ამ ომების ყველაზე ტრაგიკული გარდამტეხი მომენტები იყო 1995 წელს სერბების მიერ 8 000 მუსულმანის დახოცვა სრებრენიცაში და  1425 დღიანი ბლოკადა სარაევოში, სადაც 1992–96 წლებში 10 000–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

სერბეთის რესპუბლიკას ძალიან უჭირდა და დიდხანს აჭიანურებდა ამ საშინელებებზე პასუხისმგებლობის გაზიარებას. დიდწილად ამით აიხსნება კოსოვოელების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ამ საქმეში დასავლეთის მხრიდან მათი ხანგრძლივი მხარდაჭერა.     

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...