planetanews Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg კოსოვოს მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხზე, ხუთშაბათს, საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილება „ადასტურებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის“, საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკების „თვითგამორკვევის უფლებას“, – განაცხადა აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა. „საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ფახაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის უფლება“, – განაცხადა კარაკასში ვიზიტით მყოფმა ბატონმა ბაღაფშმა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“. „ამ გადაწყვეტილებამ ასევე დაადასტურა, რომ რუსეთის პოზიცია, რომელმაც პირველმა აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, აბსოლურტურად გამარტლებულია“, – დასძინა ბაღაფშფმა. მან იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს ამ ორი დამოუკიდებელი ტერიტორიის აღიარებას სხვა ქვეყნების მიერ, განსაკუთრებით ლათინური ამერიკის ქვეყნების, ნიკარაგუას და ვენესუელას შემდეგ. საერთასორისო სასამარტლომ გამოთქვა აზრი, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაციით საერთაშორისო სამართლის ნორმა არ დარღვეულა. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას და ამ ტერიტორიას საკუთარ სამხრეთ პროვინციად მიიჩნევს. AFP ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts