Nukriko Posted July 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2010 პატრიოტიზმი ერთგვარი ფორმით გაჩნდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში და ეს უკავშირდებოდა ახალი თაობის, ე.წ. თერგდალეულებს გამოჩენას. თუმცა მათ ასეთი ტერმინოლოგიური დაყოფა არ ჰქონიათ, ისინი არ გამოდიოდნენ და არ იძახდნენ - ჩვენ ვართ პატრიოტები! აქ იყო ლაპარაკი მამულზე, მამულიშვილობაზე, რაც პატრიოტობის ერთგვარი შემცვლელი სიტყვა იყო. მამული “პატრიას” თარგმანად შეიძლება ჩაითვალოს, - პატრია ანუ სამშობლო. შემდგომში, რომ გადმოვიდეთ დღევანდელ დღეს, სადაც პატრიოტიზმი სახელმწიფო იდეოლოგიის რანგშია აყვანილი დღევანდელი მმართველი ძალის მიერ, - მე ეჭვი მეპარება, რომ პატრიოტიზმის ეს ფორმა თვისობრივად ახალი მოვლენა იყოს. ეჭვი მეპარება, რომ იგი აუცილებლად გაჩენილიყო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. უნდა ითქვას, რომ ეს არის საკმაოდ მცდარი დებულება, პატრიოტიზმის ის იდეა, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს ძალიან აქტიურად გაისმოდა მთელ ქართულ ეროვნულ მოძრაობაში და მედიაში, როცა ყველანი ლაპარაკობდნენ პატრიოტიზმზე - ეს იყო ფაქტიურად იმ პატრიოტიზმის ფორმის გაგრძელება, რომლის ავტორიც არის იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იმ თვალსაზრითითაც, რომ თავდაპირველად ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსული ბოლშევიკები, დაუპირისპირდნენ და ჩამოიცილეს პატრიოტიზმის ის იდეა, რომელიც უკავშირდებოდა ნაციონალიზმს, მიუხედავად იმისა, რომ ეს 2 სხვადასხვა ტიპის მოვლენაა. ისინი გაემიჯნენ ნაციონალიზმს და პატრიოტიზმს, როგორც ნაციონალიზმის ერთგვარ იდეოლოგიურ ან რელიგიურ თაყვანისცემის ფორმას. მათ გამოაცხადეს, რომ პატრიოტიზმებს და ნაციონალიზმებს ჩვენ მივყავართ დიდ კატასტროფებამდე, ეს უკავშირდება იმპერიალიზმს. პირველი მსოფლიო ომი გამოაცხადეს, როგორც ნაციონალიზმების და იმპერიალიზმების შეტაკება, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი და უბედურება მოიტანა. მათ ამის სანაცვლოდ წამოაყენეს, გააცოცხლეს ის იდეა რომელიც თავდაპირველად შექმნა ადრეულმა ქრისტიანობამ, სახარებამ, პავლე მოციქულმა - არ არსებობს დაყოფა ადამიანების ნაციონალური ნიშნით, ყველა ადამიანი არის თანასწორი. მე-19 საუკუნეში მარქსიზმმა გააცოცხლა ეს იდეა და ბოლშევიკებმა სცადეს მისი განვრცობა. რა თქმა უნდა ეს იყო პირველი, დიდი ფორმა კოსმოპოლიტიზმისა, რომელიც დაუპირისპირდა ნაციონალიზმს, სეპარატიზმს და მის სანაცვლოდ ყველა ადამიანი, - დამოუკიდებლად მისი წარმომავლობისა, სქესისა, რასისა, ეროვნებისა, ეთნოსისა - გამოაცხადდა თანაბრად. შემდგომში კი უკვე 20-იანი წლების ბოლოს და განსაკუთრებით 30-იან წლებში ეს პარადიგმა შეიცვალა. ეს უკავშირდება იმას, რომ სტალინმა მოახერხა ხელისუფლების საკუთარ ხელში მოქცევა, მან ფიზიკურად გაანადგურა ყველა პირველი თაობის ბოლშევიკი და რადიკალურად შეცვალა იდეოლოგია. სტალინი დაუბრუნდა ნაციონალიზმს, ზუსტად იმ ნაციონალიზმის ფორმებს, რომელიც მე-19 საუკუნეში არსებობდა და ამას მისცა უკვე წითელი შეფერილობა ანუ საბჭოთა იდეოლოგიას მოარგო. ნაციონალიზმი არის ერთი ნაციის, ერის წინ წამოწევა, მისი სამყაროს ცენტრში დაყენება, სადაც ყველაფერი უნდა ემორჩილებოდეს ამ ნაციის, ამ კონკრეტული ერის ინტერესებს.Eეს ფაქტიურად, უკვე მე-20 საუკუნეში, გადაიზარდა და შეესისხლხორცა სახელმწიფოებრიობის იდეას. არსებობს ნაციონალიზმის მეორე ფორმა, რომელიც უფრო დამახასიათებელი იყო საბჭოთა ხალხებისათვის და რომლის გაგრძელებაც მოხდა სწორედ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში - ეთნოცენტრისტული ნაციონალიზმი, როდესაც ერთი ეთნოსი იგივდება ნაციასთან, არა სახელმწიფოსთან, რომელშიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, არამედ ერთ კონკრეტულ ეთნოსთან. “ერთი სისხლი”, “გენეტიკურად ერთი” - ეს ფაქტიურად ის ტერმინოლოგიაა, რომელიც 20-იან, 30-იან წლებში ძალიან სახიფათოთ და ბოროტად გაავრცელა გერმანულმა ნაციონალ-სოციალიზმმა და შემდგომში ნაციონალიზმის ამ ექსტრემალურმა გამოვლინებამ - ფაშიზმმა შემოიტანა, - ეს არის მიწის და სისხლის ერთიანობის თეორიაა. ეს არის ფაშისტური იდეოლოგიის მთავარი პრინციპი, რომელიც სწორედ ნაციონალიზმის რადიკალური ფორმა იყო. თავისთავად ნაციონალიზმი არანაირად არ არის მშვიდობიანი, ის წარმოშობს აზროვნებისას იმ ფორმას, რომ, მაგალითდ, მე თუ ვარ ქართველი და ვდგავარ ქართულ მიწაზე, ე.ი. ეს არის ჩემი საკუთრება და აქ ფეხის დადგმის უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს, ან თუ დაადგამს მე უნდა მემორჩილებოდეს. ჩვენ გავიხსენოთ 80-იანი წლების ბოლოს ყველაზე ცნობილი ლოზუნგები: “საქართველო ქართველებისათვის”, “არც ერთი არაქართველი ქართულ მიწაზე”... ძალიან საინტერესო იყო მეორე მომენტი, სწორედ სისხლით ერთობის იდეების და სისხლით ერთობის თეორიები - “გენეტიკურად ქართველი”, “ქართული სისხლი” და ა.შ. მაშინ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამას დაუპირისპირდა და ამის წინააღმდეგ ხმა ამოიღო ზაალ ქიქოძე იყო, ცნობილი არქეოლოგი და პალეოანთროპოლოგი. კიდევ ერთი მომენტი – “სტუმრების” თემა: ყველა ის არაქართველი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, “სტუმრად” იყო მიჩნეული, ჩვენ ვართ მასპინძლები, სტუმრებს უნდა ახსოვდეთ, რომ სტუმრები არიან და ოდესღაც უნდა დაბრუნდნენ თავიანთ მხარეში. ეროვნული მოძრაობის კიდევ ერთი ლოზუნგი იყო, რამაც უზარმაზარ კატასტროფამდე მიგვიყვანა, ის რომ აფხაზების სამშობლო არ არის ზღვისპირა ტერიტორია, ისინი მთიდან ჩამოსულები არიან და თუ მათ საკუთარი სახელმწიფოს შექმნა უნდათ, მაშინ უნდა გადაბრძანდნენ იქ საიდანაც ჩამოსულან. გავიხსენოთ 1988 და 1989 წლებში რა პათოსი იყო “ლიტერატურული საქართველოს” პუბლიკაციებში - ოსებს არ უნდა მივცეთ 2 შვილზე მეტის გაჩენის უფლება, იმიტომ რომ სწრაფად მრავლდებიან ან მაჰმადიანები სწრაფად მრავლდებიან, აზერბაიჯანელები, ჩვენ ეს უნდა დავარეგულიროთ... იმის ნაცვლად რომ ქართველს ეცადა, ეთნიკურად არაქართველებისათვის ქართული ეროვნული ცნობიერება ჩაენერგა, მოეხდინა მათი ინტეგრაცია, გვეთქვა რომ ჩვენ ერთნი ვართ და აქ ვინც ვცხოვრობთ ყველანი საქართველოს ნაწილები ვართ - ამის ნაცვლად გაჩნდა ზღვარი ეთნიკურად ქართველსა და არაქართველს შორის. შესაბამისად ეს ხალხი გავაუცხოვეთ და ვუთხარით, რომ ისინი არ იყვნენ ქართველები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted July 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2010 ზოგს ნაციონალიზმი ნაციმში ეშლება და რა გინდა ეხლა რომ უყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2010 babuagiorgi ახლა ვნახე ყუტუბზე რამაზ ფალიანმა როგორ დაახურა 6 თურქს თავზე და მაგრად მესიამოვნა.ესაა ნაციონალიზმი ჩემი აზრით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.