planetanews Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 http://a.pix.ge/j/onib9.jpg მადრიდის რეალის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა თავის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა პრემიერლიგაში, კონკრეტულად კი მისი გზა ორად იყოფა – ჩელსი ან ლივერპული… 27 წლის ფეხბურთელი მშვენივრად გრძნობს მადრიდში, მაგრამ თვლის, რომ ახლა მისთვის მთავარი რეგულარულად და სტაბილურად თამაშია… “მადრიდის რეალი მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კლუბია და მე ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ისევე როგორც ესპანეთში ცხოვრებით, მაგრამ ახლა მე ისეთ ასაკში ვარ, რომ აუცილებელია ჩემთვის ძირითად შემადგნელობაში თამაში…” “ნელ-ნელა ჩემი კარიერის პიკს ვუახლოვდები და მსურს ეს პერიოდი რეგულარულად ვითამაშო მაღალ დონეზე. რეალის ახალმა ბოსმა თავად იცის თუ რამდენად შევდივარ მის გეგმებში და აპირებს თუ არა ჩემს გაშვებას გუნდიდან. “ “მე პირადად არ ვაპირებ ესპანეთის სხვა ნებისმიერ კლუბში თამაშს, მადრიდის რეალისადმი პატივისცემის გამო და ვთვლი რომ ერთადერთი ადგილი, სადაც კარიერას გავაგრძელებ, ინგლისური პრემიერლიგაა…” “მე მსმენია ლივერპულისა და ჩელსის ინტერესზე ჩემს მიმართ. სიმართლე გითხრათ, თუ რომელიმე გუნდი ამ ორიდან, შემომთავაზებს ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს, მე ძალიან გამიჭირდება ასეთ წინადადებაზე უარის თქმა…” – განაცხადა რაფაელმა Daily Star Sunday-სთან ინტერვიუში “მადრიდში კარგად იციან ჩემი პოზიცია ამ საკითხთან და დარწმუნებული ვარ არ იქნებიან წინააღმდეგნი თუ მე პირად მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. ვფიქრობ სერიოზული ტრანსფერები მომავალ ორ კვირაში განხორციელდება და თუ ლივერპულს ან ჩელსის ჩემი შეძენა სურთ, მაშინ მე მზად მინიმუმ მოვუსმინო ამთ შემოთავაზებებს…” “ორივე უდიდესი გრანდია და თუ ერთი მათგანი მაინც დამპირდება ძირითად შემადგნელობაში ადგილს, ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ…” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts