Jump to content
Planeta.Ge

სტალინის სასამართლო


Recommended Posts

განძის დაბრუნება საქართველოში - 1945 წელი

 

http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/6/67/Young_Ekwtime_Taqaischwili.jpgექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული ერთობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1919-1921 წლებში იგი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე.

 

დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული "ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" ჯგუფში. უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სასწავლო მიმართულებას უძღვებოდა. ერთი პირველჯგუფელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა "ეპიგრაფიკა"-ს და საქართველოს სასულიერო წარსულს. უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ მან გიმნაზიაში მასწავლებლობა შეწყვიტა.

 

მასონ-ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. ის დასახლდა თავდაპირველად პარიზში, 1922 წლიდან ლევილში და დროგამოშვებით სწავლობდა ოქსფორდში.

 

საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის "ნუმიზმატთა" საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული "ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი"-ს თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო გამოცემის "Georgica" (ლონდონი) სამმართველო საბჭოს წევრი.

 

საქართველოს დევნილმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა:

- ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური,

- ძვირფასი ხელნაწერები,

- ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა,

- გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება,

- თბილისის სასახლის განძეულობა,

- ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი.

მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ, გაცხადებულად, საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი, სულ 39 ყუთი, ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული.

 

«თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადი, იმავე დროს შეძლებისამებრ ვმუშაობდი საქართველოს წარსულის-არქეოლოგიაში, საზოგადოდ ქართული სულიერების წარსულში. აქ მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგება, აღწერა გამოქვეყნება და, რაც მთავარია, დაცვა.»

(ექვთიმე თაყაიშვილი)

 

განძის ცალკეული ნიმუშების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვა მუზეუმებს, მაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა. მან სასამართლოში მოიგო საქმე გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს სურვილი ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე.

 

ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის (რუსეთის იმპერიის) ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს დევნილი მთავრობის მდგომარეობაზე: მის ნაცვლად შეიქმნა "ქართული განყოფილება". რამდენადაც განძის აღიარებულ მესაკუთრედ მანამდე საქართველოს დევნილი მთავრობა ითვლებოდა, ამიერიდან განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. აქედან მოყოლებული თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოსთვის გადაეცათ. 1938 წელს საფრანგეთმა დააბრუნა ხელნაწერები. საბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა რუსეთის იმპერიის ("სსრკ" -ს) ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე.

1945 წელს, ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევას, რომელმაც ცოტა სხვა კუთხით წარმოადგინა ძლიერების ზენიტში მყოფი ზესახელმწიფოს ერთპიროვნული მბრძანებელი. იოსებ სტალინისა და შარლ დე გოლის მოლაპარაკების საფუძველზე გადაწყდა, რომ საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდებოდა 1921 წელს გატანილი განძი. საფრანგეთში უნდა გამგზავრებულიყო ჯგუფი პეტრე შარიასა და პროფესორ შალვა ამირანაშვილის შემადგენლობით. პარიზში გამგზავრებამდე შარია და ამირანაშვილი სტალინმა მიიღო. ამ დროისათვის უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ექვთიმე თაყაიშვილი უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში. პეტრე შარიამ სტალინს ასეთი კითხვა დაუსვა:

ნოე ჟორდანიამ რომ ისურვოს სამშობლოში დაბრუნება როგორ მოვიქცეთო?

სტალინმა მოკლედ უპასუხა: „წამოიყვანეთ“.

ცხადია, ისეთ გამოცდილ ადამიანს, როგორიც პეტრე შარია იყო, ეს პასუხი არ აკმაყოფილებდა. ამიტომ ბელადს დამატებით ჰკითხა:

რომ იკითხოს ნოე ჟორდანიამ, მისი სამშობლოში დაბრუნება შეთანხმებულია თუ არა თქვენთან, რა ვუპასუხოო?

„უთხარით, რომ ეს საკითხი ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა“, – თქვა სტალინმა.

ნოე ჟორდანია კარგად იცნობდა სტალინს და როდესაც პეტრე შარიამ მას საქართველოში დაბრუნება შესთავაზა, პირველი, რაც ნოემ იკითხა იყო, შეთანხმებულია თუ არა ეს სტალინთანო. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, ნოე ჟორდანიამ უარი განაცხადა საქართველოში დაბრუნებაზე. ასე დამთავრდა იოსებ სტალინისა და ნოე ჟორდანიას ურთიერთობა.

 

დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე, რაც 1945 წელს განხორციელდა კიდეც.

ექვთიმე ღვთისკაცი, 1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1945 წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“განა ახლა კი დაუშვებს უფალი უზნეობასთან (დასავლეთთან) დაახლოებას?!”.

 

http://bpg.sytes.net/Didgori/userfiles/image/National_Movement/7headedBeast-only-AlbrechtDurer.jpg

შეიძლება თუ არა მოულოდნელად დაიწყოს ეკლესიის წმ. მამების მიერ ნაწინასწარმეტყველები მესამე მსოფლიო ომი ?

– აი, კითხვა, რომელზეც პასუხს დაეძებს ჩვენს თავს დამტყდარი უკანასკნელი ტრაგედიით შეძრული ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი.

........

ალბათ ბევრმა ვიცით საქართველოს წარსულიდან, მაგრამ ნაკლებად გვიფიქრია ის, თუ ქართველი მეფეების ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობისა თუ საზოგადო მოღვაწეების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რომელთაც მუხლები ჰქონდათ “გადატყავებული” ლუდოვიკოთა სასახლეებში წყალობის მოლოდინში, უფალმა არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვა საქართველოს ზედმეტი დაახლოება ე.წ. დასავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ აკურთხა მისი რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა.

რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

იქნებ ის, რომ მთელი თავისი პატივმოყვარეობის და მიუხედავად რუსეთი მაინც თავისი მადლის მატარებელი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ზურგს უმაგრებს უდიდეს წმინდანთა ზეციური ლოცვა-კურთხევა?!

ბოლო წლების მანძილზე, საქართველოს ბედის ჩარხი კიდევ ერთხელ, თითქოს უპირობოდ შემობრუნდა დასავლეთისაკენ და სულ ვფიქრობდი, ახლა კი დაუშვებდა ღვთის განგებულება დასავლეთის მერ საქართველოს შთანთქმას?!

იქნებ საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკ-პოსტები სწორედ ის მარწუხებია, რომელნიც ზეციდან დაეშვა დაუძლეველ ჯებირად ამ შთანთქმის გზაზე?!

..... ყველა გონიერი ხელისუფლება აცნობიერებს იმ ყოფით სინამდვილეს, რომ რუსეთი ღვთაებრივი განგებულებით არის მათი ძლიერი მეზობელი და ამას სათანადო ანგარიშს უწევენ.

..... ამ უბედურების მიზეზებზე საუბარი იქნებ რუსთავი2-ის საცნობარო მიდგომიდან უნდა დავიწყოთ, წლების მანძილზე რუსეთით რომ მოხდა შევარდნაძის მტრის ხატის ჩანაცვლება და გადაცემა "კურიერი" რუსეთის გინებით რომ იწყებოდა და რუსეთის გინებითვე სრულდებოდა.

.... რუსთავი2-ის ჟურნალისტებმა “ენამახვილობაში” კი ისე ღრმად შეტოპეს, რომ “ლილიპუტინის” მედვედევთან ზომების შედარების გარდა არც პუტინის წელს ზემოთ შიშველი ფოტო გამორჩათ და კრემლის "სექს-სიმბოლოდ" შერაცხეს და არც მისი ვითომ სასიყვარულო თავგადასავლები ახალგაზრდა ტანმოვარჯიშესთან.

ერთხელ ზემელზე თენგო გოგოტიშვილი შემხვდა და ახლა ძალიან ვნანობ, რომ არ გავაჩერე და არ ვუთხარი (თუმცა ისე ვუყურებდი, სათქმელი ალბათ სახეზე მეწერა):

ჩემო ძმაო, ჟურნალისტობა სიმართლის სამსახურში ზნეობრივი ყოფნაა და არა იმგვარი პროვოკატორობა, რომელშიც ესოდენ დახელოვნებულხარ-მეთქი...

სიმწრით ვუყურებდი გორიდან მის მიერ წარმოებულ გადაცემას, როცა ნიშნის მოგებით ამბობდა: ახლა ჩვენს უკან გორი იწვისო. ჩემო თენგო, დაგავიწყდა ალბათ, რომ შენს მსგავს სახნობარო მუშაკებთან ერთად მნიშვნელოვნად თავადვე წაუკიდე ცეცხლი რუსულ-ქართულ ურთიერთობებს.

.......

იქნებ რუსეთის ყუმბარები, როგორც გარყვნილ სოდომ-გომორზე ცეცხლი და წუნწუბა, ისე აწვიმა უფალმა საქართველოში ამ ბოლო დროს გამეფებულ ლიბერალურ-დემოკრატიულ ჯეობარულ სულსა და “ბუჩქების” იდეოლოგიას?!

.......

რუსეთს როგორც ლანძღავდა ნაცხელისუფლება და მისი ქვეშევრდომი საცნობარო საშუალებები, ამის მეასედი რომ აშშ ეძაგებინათ, მიწის პირისაგან აღგვილი ვიქნებოდით ალბათ უკვე.....

მსოფლიოს ბედისათვის უმნიშვნელოვანესია ძლიერი რუსეთი, როგორც გლობალიზაციის (ცრუქრისტეს) შემაფერხებელი ძალა, მაგრამ არა, უწინარესად სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, პირველ რიგში ზნეობითა და მართლმადიდებლობით ძლიერი.

 

“ქვაკუთხედი”, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ჟურნალი, ყოველთვიური გამოცემა, N8 (27), სექტემბერი, 2008. ჟურნალი გამოდის რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით

ხელმძღვანელი: ხათუნა საგინაშვილი, რედაქტორის მოადგილე: გიორგი კუპრაძე, კონსულტანტები რელიგიურ საკითხებში: დეკანოზი აკაკი მელიქიძე და დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი. გამომცემლობა “აცხოვნე სული შენი”.

ე-მაილ: ქვაკუტჰედი@ყაჰოო.ცომ , მისამართი: თბილისი, რუსთაველის 42; ტელ. 274037; 899900636. იყიდება თბილისის ყველა ეკლესიაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...