newstudio Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 საკრებულოს წევრს თვეში მაქსიმუმ 1700 ლარის მიღება შეეძლება 13:20 25-07-2010 საკრებულოს თითოეულ წევრს, სხვადასხვა დავალების შესრულებისთვის, თვეში მაქსიმუმ 1700 ლარის მიღება შეეძლება. "თბილისის საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ" საკრებულომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.დამტკიცებული წესის თანახმად, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს ფრაქციის წევრებისთვის 300–მდე ლარის გაცემა შეეძლებათ, თანხის ოდენობაზე კი გავლენას მოახდენს საკრებულოს წევრის სსდომებზე დასწრება, შესასწავლი და შესწავლილი საკითხების მნიშვნელობა და ა.შ.საკრებულოს წევრს თანხის მიღება მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარისგანაც შეეძლება. კომისიის წევრებს ასევე დავალებების შესრულების ხარისხიდან გამომდინარე, მაქსიმუმ 700 ლარის მიღება შეეძლებათ.დარჩენილი 700 ლარის საკრებულოს წევრზე გაცემის უფლება კი საკრებულოს თავმჯდომარეს მიეცემა, რომელიც თანხას ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეების მოსაზრებების და საკრებულოს წევრის აქტიურობის მიხედვით გასცემს. http://new.interpressnews.ge/ge/politika/141110-sakrebulos-tsevrs-thveshi-maqsimum-1700-laris-migheba-sheedzleba.html აიწყვეს ცხოვრება შონზომ და ძმანმა მათმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 მშვენიერი.......აუუ.. მეც მინდა 1700 ლარი ხელფასი///ეგ რომ მქონდეს, გავთხოვდებოდი!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 მშვენიერი.......აუუ.. მეც მინდა 1700 ლარი ხელფასი///ეგ რომ მქონდეს, გავთხოვდებოდი! :what: ისა და სად ერეკლე და სად ყურებიანი ქუდიო ეგ გამონათქვამი აქ უადგილოა? :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 :what: ისა და სად ერეკლე და სად ყურებიანი ქუდიო ეგ გამონათქვამი აქ უადგილოა? :018: აბსოლუტურად უადგილოა :018: 1700 ლარი რომ მქონდეს თვეში შემოსავალი,ანუ,. საკრებულოს წევრი რომ ვიყო, ან საკრებულოს წევრისნაირი შემოსავალი მქონდეს, გ ა ვ თ ხ ო ვ დ ე ბ ო დ ო მეთქი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 newstudioსაკრებულოს წევრს თვეში მაქსიმუმ 1700 ლარის მიღება შეეძლება აიწყვეს ცხოვრება შონზომ და ძმანმა მათმა1700 ლარი ბევრია ვითომ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 საშემოსავლო რამდენი ახლა? არაა მაინცა და მაინც ბევრი, თუ მანდედან საშემოსავლოც უნდა გადაიხადონ დაჟე ცოტა გამოდის მაშინ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 მშვენიერი.......აუუ.. მეც მინდა 1700 ლარი ხელფასი///ეგ რომ მქონდეს, გავთხოვდებოდი!!! ესოდენ ორიგინალური არაფერი წამიკითხავს ინტერნეტ სივრცეში ვგონებ :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 (edited) asesino_141არაა მაინცა და მაინც ბევრი, თუ მანდედან საშემოსავლოც უნდა გადაიხადონ დაჟე ცოტა გამოდის მაშინ. მაგაზე მეტი მაქვს შემოსავალი (ჯამში ორივე სამუშაოდან) გადასახადის გადახდის შემდეგ, მაგრამ "ცხოვრება ავიწყვეო" ნაღდად ვერ ვიტყვი :boli: machkatela1700 ლარი რომ მქონდეს თვეში შემოსავალიგ ა ვ თ ხ ო ვ დ ე ბ ო დ ო მეთქი... საქმრომ წაგიყენა აუცილებელი მინიმუმი? Edited July 25, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 მაგაზე მეტი მაქვს შემოსავალი (ჯამში ორივე სამუშაოდან) გადასახადის გადახდის შემდეგ, მაგრამ "ცხოვრება ავიწყვეო" ნაღდად ვერ ვიტყვი მაგას ვამბობ მერე მეც. გადასახადის გარეშე ცოტა ნამდვილად არ არის საქართველოს პირობებში, მაგრამ ბევრი ნამდვილად არაა, მითუმეტეს საკრებულოს წევრისთვის, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ქრთამი ეჯღანება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 ვერ ვიტყვი, რომ კატასტროფულად ბევრია, მაგრამ საქართველოში ეს თანხა დაახლოებით 4-ჯერ (ცოტა უფრო მეტჯერ) აღემატება დასაქამებული ადამიანების საშუალო შემოსავალს, დაუსაქმებლების ანუ უმუშევრების რაოდენობამ რომ მოიმატა თუნდაც წინა ხელისუფლებასთან შედარებით ესეც ცხადია, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო სამსახურში (სამინისტროებში, გამგეობებში, საავადმყოფოებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, სახელმწიფო მედია საშუალებებში და ა.შ.) დიდი შემცირებები განხორციელდა, ზოგიერთი მათგანი მთლიანად ლიკვიდირებულ იქნა. ბიზნეს სექტორი რომ ვერ გაფართოვდებოდა ცხადია, ქვეყანას საექსპორტო ბაზარი არ აქვს და ადგილობრივ ბაზარზე კიდევ დაუსაქმებელი, ღარიბი ხალხია, სახელმწიფოს მხრიდან რეკეტს რომ ტავი დავანებოთ. რატომ გიკვირთ და იჩეჩავთ მხრებს, რომ ამ ფონზე საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის 1700 ლარი ხელფასი, თუნდაც ეს არ იყოს ხელზე და 20% საშემოსავლო იქვითებოდეს ანუ 1700-340=1360 ლარს შეადგენდეს პრაქტიკულად საოცნებო ხელფასს წარმოადგენდეს?სახელმწიფო სამსახურში საშუალო ხელფასი 400-500 ლარს შეადგენს (გარდა საგარეო საქმეთა, შსს და იუსტიციის სამინისტროებისა, თუმცა ამ ორ უკანასკნელშიც არაა ბევრად მეტი, დაახლოებით 800 -900ლარია საშუალოდ), აქედან რაღა თქმა უნდა 20% იქვითება ანუ ხელზე სადღაც 320-400 ლარს იღებს სახელმწიფო სამსახურში მომუშავე. კერძო სექტორს რაც შეეხება აქ ჯამში კიდევ უფრო დაბალი შემოსავლებია. ვიცი ეხლა ბევრი დამიწყებთ მტკიცებას, რომ აი ჯეოსელში, მაგთიში, ბანკებში და ა.შ. კაი ხელფასებია, მაგრამ გეტყვით, რომ კარგი ხელფასები მხოლოდ მენეჯმენტსა და სტაფშია, ისიც დაახლოებით 1000-1500 ლარის ფარგლებში ხელზე, ამაზე მეტი უკვე ძალიან ცოტას აქვს, განსაკუთრებული თანამდებობის მქონეებს. ექიმები არ ითვლება, მაგათ ყოველთვის ქონდათ და ექნებათ, ასეა მოწყობილი სამყარო...დანარჩენი ხალხი ძირითადად დისტრიბუტორებად, მძღოლებად, დარაჯებად (დაცვის კომპანიების თანამშრომლებს ვგულისხმობ), ოფიციანტებად და ა.შ. მუშაობენ და მათი შემოსავალი 250-400 ჰა, ჰა 500 ლარს შეადგენს თვეში. თუ ვინმე თვლით, რომ სიას ვინმე დავაკელი, ან რიცხვებს სწორად არ ვასახელებ, მზად ვარ შენიშვნები მოვისმინო და სადაც გნებავთ და როგორც გნებავთ გადავამოწმოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 analginბანკებში მხოლოდ მენეჯმენტსა და სტაფში არაა, საკრედიტოსაც შედარებით მაღალი შემოსავალი აქვს პრემიების ხარჯზე. აი ოპერატორები შავი მონები არიან ფაქტიურად. 1700 ლარს რაც შეეხება - ვთვლი, რომ საკრებულოს წევრს უნდა ჰქონდეს ეს შემოსავალი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 1700 ლარს რაც შეეხება - ვთვლი, რომ საკრებულოს წევრს უნდა ჰქონდეს ეს შემოსავალი. მე კი ვთვლი, რომ სააკაშვილის რეჟიმისა და ე.წ. საზოგადოებრივ პოლიტიკრი ელიტის უკლებლივ ყველა წარმომადგენელი უნდა დაიხვრიტოს ან მინიმუმ სამუდამოდ ჩამოშორდეს საპასუხისმგებლო პოზიციებს, კრიმინალური რეჟიმის დანაშაულებების თანამონაწილეობისა და სამშობლოს ღალატისთვის http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 analgin მხოლოდ მენეჯმენტსა და სტაფში არაა, საკრედიტოსაც შედარებით მაღალი შემოსავალი აქვს პრემიების ხარჯზე. აი ოპერატორები შავი მონები არიან ფაქტიურად. 1700 ლარს რაც შეეხება - ვთვლი, რომ საკრებულოს წევრს უნდა ჰქონდეს ეს შემოსავალი. არც ისე. ჩემი ბიძაშვილია TBC-ის ვიცე პრეზიდენტი, რესპუბლიკაში ჩემი ძმაკაცი ერთერთი ფილიალის დირექტორი, საქართველოს ბანკში ძმაკაცის ცოლი მუშაობს კრედიტ-ოფიცრად სათაო ოფისში.ნუ პირბელზე ბაზარი არაა, ევროპული საზომიტაც კი უზარმაზარი ხელფასი და ბონუსები აქვს, მეორეს ხელზე 1200 და თუ პრემიებიც მოარტყა 1500-1600-მდე ადის, მესამეს ხელზე 800 ლარი და ბონუსები მაქსიმუმ 200-300 ლარი, ასე რომ საშუალო ხელფასზე მეტი კი არის, მაგრამ არც იმდენი რომ 1700 ლარი არ არის ბევრიო რო თქვა + მაგ 1700 ლარს საკრეებულოს წევრებისთვის უფასო მანქანა და ბენზინი, უფასო მობილური, მთელი ოჯახის გოლდ პაკეტით სამედიცინო დაზღვევა და ყველაზე მინიმუმ 1000 ლარი პრემიები ემატება ყოველთვიურად, რასაც ბანკის თანამშრომელი მოკლებულია და ამ ყველაფერს საკუთარი ჯიბიდან იხდის. ნუ კრედიტ ოფიცერი რო ცოტა მაღალი დონეა ბანკში, ვიდრე ოპერატორი ეგ შენც იცი და ისიც გეცოდინება რამდენჯერ მეტი ოპერატორი მუშაობს ბანკში, ვიდრე კრედიტ-ოფიცერი. პრინციპში მე ზოგადად არ მაქვს საწინააღმდეგო, რომ საკრებულოს წევრს ჰქონდეს "მაგხელა" ხელფასი. ოღონდ მაგათ საქმე აკეთონ, მართლა ხალხს ემსახურონ და ლეღვის ფოთლებად და ტუალეტის ქაღალდებად არ იმუშაონ, მარტო ხელფასზე იმუშაონ, კორუფციის გარეშე და მეტი ქონდეთ კაცო, ალალია. იმის მიუხედავად, რომ მთელს მსოფლიოში კერძო სექტორში გაცილებით მაღალი ხელფასებია, განუზმოლად მეტი, ვიდრე სახელმწიფოში. სიტყვა მაგხელა იმიტომ მიწერია ბრჭყალებში, რომ ეგ 1700 ლარიც კი არაა დიდი მსყიდველობითი უნარის საქართველოში და მხოლოდ იმისთვის გეყოფა, რომ თავი დამცირებულად და არაადამიანად არ იგრძნო ანუ გადასახადები იხადო, ჭამო და საშუალოზე დაბალი დონის მაღაზიებში ჩაიცვა. მანქანის შესანახადაც კი არ გეყოფა თუ კისერზე ოჯახი გაწევს. ყოველგვარ ფუფუნებაზე ან უარი უნდა თქვა ან განვადებით ერთი ცალი რამის ყიდვა მოგიწევს მარტო (ვთქვათ ნორმალურ მაცივარს, ტელევიზორს და სარეცხის მანქანას ერთდროულად ვერ იყიდი ერთი წლის განმავლობაში), კარგ ავეჯს ვერ იყიდი, სახლს ვერ გაარემონტებ, იაფფასიან სასტუმროში მოგიწევს დასვენება. უბრალო ბინის და ნორმალური მანქანის ყიდვაზე ვერც იოცნებებ...და წარმოიდგინე ეხლა ამაზე ოთხჯერ ნაკლები შემოსავალი რომ აქვს მთელ ოჯახს ის რა დღეშია საერთოდ. იმას რომ ასეთი ოჯახები (ოთხჯერ ნაკლების მქონენი) გაცილებით მეტია ვიდრე ზემოთაღწერილი წარმოდგენაც არ უნდა, ფაქტია და არავისთან არ ვაპირებ ამაზე კამათს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2010 machkatelaსაქმრომ წაგიყენა აუცილებელი მინიმუმი? აბა მე რომ წავუყენე, არაფერი გამოვიდა და Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2010 ესოდენ ორიგინალური არაფერი წამიკითხავს ინტერნეტ სივრცეში ვგონებ :018:რას იზამ...გაჭირდა ცხოვრება რაც შეეხება 1700 ლარს,პრობლემა ისაა, რომ მათი 80%–ის ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ ეგ არ არის, მაგათ თანამდებობით, ხუთი მაგდენის შოვნა შეუძლიათ/// თუმცა, ინსტიტუტის მოსაძლიერებლად, აბსურდია საკრებულოს წევრებს ხელფასი რომ არ ჰქონდათ... ამ, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, კერძო სექტორში ადამიანებს შემოსავალი უმცირდებათ.... თავად კი იზრდიან და იზრდიან.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.