planetanews Posted July 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/guardian1.jpg სარედაქციო წერილი ეს განაჩენი ვერაფრით დაამშვიდებს სხვა ქვეყნებს, რომელთაც სეპარატისტული დავები აქვთ. გაეროს საერთაშორისო სამართლის სასამართლომ გუშინ დაადგინა, რომ კოსოვოს, ორი წლის წინ სერბეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებით, საერთაშორისო სამართალი არ დაურღვევია. ეს გადაწყვეტილება ვერაფრით დაამშვიდებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც სეპარატისტული დავები აქვთ. ის ვერც იმას მოახერხებს, რომ უამრავ ტერიტორიას, როგორებიცაა ჩრდილო კვიპროსი, სომალი, მთიანი ყარაბახი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და დნესტრისპირეთია (თავისი განსხვავებული შემთხვევებით) ასეთივე აღიარების მოპოვების მცდელობას აღუკვეთს. გადაწყვეტილება შესრულებისთვის სავალდებულო არ არის და სასამართლოს არც ის განუცხადებია, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა კანონიერია. ეს მხოლოდ იმის დეკლარირება იყო, რომ მისი დამოუკიდებლობა უკანონო არ არის, რაც ერთი და იგივე არაა. ჩინეთი და რუსეთი ძველებურად სათავეში უდგანან იმ ქვეყნების ბლოკს, რომელიც გამოყოფის აქტის დაკანონებაზე უარს ამობობენ და რეალურად ძალიან ცოტა რამ შეიცვლება; მაგრამ როგორც პრეცედენტი, ეს კარგი რამ არაა. სხვა ქვეყნები, რომლებიც მსგავს სიტუაციაში არიან, მაგალითად საქართველო და მოლდოვეთი, სავსებით სამართლიანად შეწუხდებოდნენ ამის გამო, რადგან მისი პრაქტიკული ეფექტი იმას ნიშნავს, რომ ძალა აღმართს ხნავს. თუ თქვენი ქვეყნის იმ ნაწილის უკან, რომელსაც გათავისუფლება, უნდა ამერიკა ან რუსეთი დგას, აღიარება შედგება. ლეგიტიმაცია ძალით მოიპოვება. ეს გადაწყვეტილება ვერც ლოკალურ დაძაბულობებს მოხსნის, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში. ქვეყნებს, რომლებიც ერთმანეთისადმი არ იხედებიან, თანამშრომლობა სჭირდებათ. ჩინეთი და ტაივანი დღეს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და გდრ გაერთიანებამდე, იმ მტრულად განწყობილი ქვეყნების მაგალითს წარმოადგენენ, რომლებმაც შესძლეს modus Vivendi-ის დაწესება. იგივეა საჭირო კოსოვოსა და სერბეთს შორის ქალაქ მიტროვიცას ჩრდილოეთით მდებარე სერბული ანკლავის, პატარა ტერიტორიის საკითხის გადასაწყვეტად. ამ ტერტორიაზე ხშირად იფეთქებს ხოლმე ძალადობა. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს კოსოვოს რეზისტენტობას მიტროვიცას ჩრდილოეთით მდებარე ანკლავის სტატუსთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებისადმი, რომელთაც კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სკენდერ ჰუსეინმა წარმოუდგნელი უწოდა. როგორც არ უნდა უწოდონ მათ მოლაპარაკებები, თუ ტექნიკური მოლაპარაკებები ამ ანკლავისთვის, მშვიდობის აღსადგენად, სპეციალური სტატუსი მოსაპოვებელია. სერბეთმა და რუსეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ არ მიიღეს. პირველმა განაცხადა, რომ ის დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო მეორემ, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ ქმნის კანონიერ საფუძველს დამოუკიდებლობისთვის. მაგრამ დრო წინ მიიწევს. სერბების დაჟინებული პრეტენზიები კოსოვოზე ევროკავშირში გაწევრიანების მის ამბიციებთან მოვა კონფლიქტში. ბელგრადს არ სჭირდება კოსოვოს აღიარება, იმისთვის, რათა მიტროვიცას ჩრდილოეთით მდებარე ანკლავის საქმე მოაგვაროს (აქ ის ანკლავის ავტონომიის გარანტორი გახდებოდა), მაგრამ მისმა ლიდერებმა ამის გასაკეთებლად პოლიტიკური გამბედაობა უნდა მოიკრიბონ. ასევე რუსეთიც, გლობალური ფინანსური კრიზისისა და ნავთობის ფასების დაცემის შემდეგ, ისე აღარაა დაინტერესებული აღმოსავლეთ ევროპაში გაყოფისა და ბატონობის პოლიტიკის გატარებით, როგორც ეს ადრე იყო. ის ურთიერთობათა გადაწყობით უფრო მეტს მოიგებს. ორიგინალი <p style="text-align: justify; "> ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts