Jump to content
Planeta.Ge

გახდი მოქალაქე ან მოკვდი მცდელობისას


Recommended Posts

ამ თემას ვხსნი იმის იმედად, რომ მკითხველს ილუზიები გაუფანტო და საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ერთადერთი რეალურად დარჩენილი გზა დავანახო..

 

 

ვგონებ დამეთანხმებით, რომ ათწლეულების მანძილზე პრობლემებით გათანგულ საზოგადოებაზე კონტროლის/მართვის მექანიზმების შენარჩუნების მიზნით, სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი აქტიურად ცდილობს პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებასა და საკუთარი თავის პატრიოტული მოძრაობის/ილუზორული ბრძოლის, ავანგარდში წარმოჩენას.

 

უდაოა რომ, კრიმინალურმა რეჟიმმა მის ხელთ არსებული პროპაგანდის შესაძლებლობების აქტიური გამოყენებით, მოახერხა და საკუთარი თავი სახელმწიფოს გაუთანაბრა. შედეგად, პროპაგანდისტული მანქანის მიერ იდეოლოგიზირებული და ადვილად მანიპულირებადი მასების ცნობიერებაში, რეჟიმთან ბრძოლა/რეჟიმთან დაპირისპირება, სახელმწიფოსთან დაპირისპირებად აღიქმება და კრიმინალურ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნების იდეალური შესაძლებლობა ეძლევა.

 

ფაქტია სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა, სახელმწიფოს ღალატში ბრალდებების ადრესატად ხდის რეჟიმთან რეალურად დაპირისპირებულ ნებისმიერ მოქალაქეს, მაშინ როცა რეჟიმის მიერ კონტროლირებადი და რეჟიმის განუყოფელი ნაწილი ე.წ. სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური ოპოზიცია, რეჟიმისთვის საშიში იდეებისა და იდეოლოგიის მატარებელი დამოუკიდებელი პოლიტიკური გაერთიანების ფორმირებას მაქსიმალურად აფერხებს, საზოგადოების ყურადღების საკუთარ თავზე გადატანითა და რეჟიმთან იმიტირებული დაპირისპირებით საზოგადოებაში დაგროვილ პროტეტსაც ეფექტურად ანეიტრალებს..

 

ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობა კრიმინალური/კორუმპირებული ე.წ. საზოგადოებივ პილიტიკური ელიტის, კრიმინალური რეჟიმის ტყვეს/მძევალს წარმოადგენს. ამაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ პროპაგანდის მიერ დეზორიენტირებული მოქალაქე ვერ ახერხებს რა ობიექტური მოცემულობების ადეკვატურად აღქმას, არასწორ/არაობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქმედებს და ფაქტიურად საკუთარი თავისა და თანამოქალაქეების ერთ ერთ ძირითად საფრთხეს წარმოადგენს..

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ასეთ პირობებში კრიმინალულ რეჟიმთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური შესაძლებლობა არა რეჟიმთან, არამედ სახელმწიფოსთან დაპირისპირებაზე გადის. სახელმწიფოსთან, რომელიც რეჟიმის კრიმინალური შინაარსიდან გამომდინარე, კრინმინალური მეთოდებით მოქმედებს და შესაბამისად მოქალაქის უკლებივ ყველა უფლებას დაბრკოლებად აღიქვავს და ანადგურებს..

 

პარალელისთვის ფაშისტური გერმანია შეიძლება ავიღოთ, ქვეყანა რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა, როგორც საკუთარი, ასევე მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რამეთუ აბსოლიტური კონტროლის პირობებში იმართებოდა კრიმინალური რეჟიმის მიერ და შესაბამისად რეჟიმის (კრიმინალური) ინტერესებისამებრ მოქმედებდა..

 

იყო თუ არა ფაშისტურ გერმანიასთან დაპირისპირება, გერმანიის მოქალაქის მხრიდან ჭეშმარიტი პატრიოტიზმისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამოვლინება?

 

ისტორიამ ამ კითხვას ცალსახად დადებითად პასუხი გასცა და შეიძლება ითქვას რომ ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში ლომის წვლილი სწორედ გერმანიის ნამდვილმა პატრიოტებმა შეიტანეს. პატრიოტებმა, რომელთაც მონსტრად/უცხო სხეულად ქცეულ საკუთარ სახელმწიფოსთან დაპირისპირებითა და ადოლფ ჰიტლერის კრიმინალური რეჟიმის დემონტაჟის მიზნით განხორციელებული დამოუკიდებელი და მოკავშირე ძალებთან შეთანხმებული მოქმედებებით, მესამე რეიხის განადგურებას შეუწყეს ხელი. შესაბამისად კი ხელი შეიწყეს, ახალი, დემოკრატიული გერმანიის "დაბადებასაც".

 

საქართველო დღეს, გასული საუკუნის პირველ ნახევარში, ფაშიზმის ტყვეობაში ჩავარდნილ გერმანიას მაგონებს. მაგონებს, რადგან საქართველო ისევე ლახავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს, როგორც ფაშისტური გერმანია, მაგონებს რადგან საქართველოს მოქალაქე დღეს იგივე არჩევანის წინაშე დგას, რომლის წინაშეც გერმანელი პატრიოტები იდგნენ. არჩევანის წინაშე, რომელიც მოქალაქის ფუნდამენტალურ ღირებულებებზე იყო და არის დამოკიდებული..

 

არჩევანი ერთია ბატინებო და ის უნდა გაკეთდეს.

 

საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავად უნდა გადაწყვიტოს გახდეს მოქალაქე ან მოკვდეს მცდელობისას თუ იყოს მონა და მონადვე განესვენოს.

 

თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, რეალუარდ დაუპირისპირდეს კრიმინალური რეჟიმის იარაღად ქცეულ "საკუთარ სახელმწიფოს", რომელიც მას და მის თანამოქალაქეებს უპირისპირდება თუ მშვიდათ ადევნოს თვალყური თანამოქალაქეების განადგურებას და გახდეს რეჟიმის დანაშაულებების მორჩილი თანამონაწილე..

 

არჩევანი ყოველთვის არსებობს, მნიშვნელობა იმას აქვს თუ რა არჩევანს გააკეთებს საზოგადოება..

 

 

პ.ს. ერთობ "ანტისახელმწიფოებრივი" თემა გამოვიდა, არადა წერის პროცესში მივედი დასკვანმდე, რომ რეალურად ანტისახალხო/ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება დღეს სწორედ კრიმინალური რეჟიმის იარაღად ქცეული საქართველოსადმი ლოიალურ დამოკიდებულებაშია და არა პირიქით..

 

თემა ვგონებ რომ მნიშვნელოვანია, რადგან დღეს იქნება თუ ხვალ, თითოეულ მოქალაქეს მოუწევს იმ არჩევანის გაკეთება, რომელზეც თემაში ვსაუბრობ, არჩევანის გაკეთება, რომელზეც მეტ წილად იქნება დამოკიდებული, გახდება თუ არა საქართველო საქართველოს მოქალაქეების ქვეყანა და ნამდვილი სახელმწიფო თუ არა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

საქართველო დღეს, გასული საუკუნის პირველ ნახევარში, ფაშიზმის ტყვეობაში ჩავარდნილ გერმანიას მაგონებს. მაგონებს,

არ არის სწორი შედარება,

ფაშისტურ გერმანიას იაპონიის და იტალიის გარდა მთელი მსოფლიო ებრძოდა და ძლივს დაამარცხეს,

ეს უფრო ჰგავს იტალიაში მაფიის ბატონობას, გარედან რომ არ ეტყობა ფასადზე და შიგნით ერთი კლანი ბატონობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

არ არის სწორი შედარება,

ფაშისტურ გერმანიას იაპონიის და იტალიის გარდა მთელი მსოფლიო ებრძოდა და ძლივს დაამარცხეს,

ეს უფრო ჰგავს იტალიაში მაფიის ბატონობას, გარედან რომ არ ეტყობა ფასადზე და შიგნით ერთი კლანი ბატონობს.

მართვის მეთოდებით თუ ვიხელმძრვანელებთ იმენნა ფაშისტური გერმანიის კოპირებას ახდენს სააკაშვილი.

 

შექმნილია რამდენიმე სადამსჯელო სტრუქტურა, აქტუიურად გამოიყენება პროპაგანდა, მოსახლეობის დაბოლების ხარისხი უპრეცედენტოა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ერთპიროვნული მმართველობა სახეზეა, ვერტიკალური კორუფციაც, ბელადთან დაახლოებული პირების/ხელშეუხებელთა კასტაც და რავი მოკლედ, რეჟიმია კრიმინალური რაც მთავარა და ძალაუფლების უზრუპირების პირობები მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის დისტანცირება იწყება და სახელმწიფოც კრიმინალური ხდება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

მართვის მეთოდებით თუ ვიხელმძრვანელებთ იმენნა ფაშისტური გერმანიის კოპირებას ახდენს სააკაშვილი.

მართვის მეთოდები პოსტსაბჭოთა სივრცეში თითქმის ყველგან ერთნაირია, მაგრამ ამის გამო ფაშისტებს მათ არავინ ეძახის

და იზოლაციაშიც არ არიან. მითუმეტესს დემოკრატიის შუქურად წოდებულ რეჟიმთან ბრძოლა უფრო რთულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ისტორია ამ კითხვას ცალსახად დადებითად პასუხი გასცა და შეიძლება ითქვას რომ ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში ლომის წვლილი სწორედ გერმანიის ნამდვილმა პატრიოტებმა შეიტანეს, პატრიოტებმა რომელთაც მონსტრად/უცხო სხეულად ქცეულ საკუთარ სახელმწიფოსთან დაპირისპირებითა და ადოლფ ჰიტლერის კრიმინალური რეჟიმის დემონტაჟის დამოუკიდებელი და მოკავშირე ძალებთან შეთანხმებული მოქმედებებით, მესამე რეიხის განადგურებას შეუწყეს ხელი.

 

პატრიოტებმა კი არა მედროვე მოღალატეებმა რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებმა მოისყიდეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

მართვის მეთოდები პოსტსაბჭოთა სივრცეში თითქმის ყველგან ერთნაირია, მაგრამ ამის გამო ფაშისტებს მათ არავინ ეძახის

და იზოლაციაშიც არ არიან. მითუმეტესს დემოკრატიის შუქურად წოდებულ რეჟიმთან ბრძოლა უფრო რთულია.

თემა სულ სხვა რამეზეა მარტა..

 

იმის თქმა მინდოდა პირველი პოსტით რომ შენ როგორც მოქალაქე შენდამი მტრულად განწყობილ სახელმწიფოს უნდა დაუპირისპირდე თუ გინდა რომ რეჟიმი შეცვალო და არა კონკრეტულად რეჟიმს, რადგან რეჟიმთან დაპირისპირება პოლიტიკურ თამაშებში ჩაბმას და მარგინალიზებას ნიშნავს, მაშინ როცა კრიმინალურ სახელმწიფოსთან დაპირისპირება კარგად იცი რასაც და იცი ისიც, რომ ასეთ დაპირისპირებას ვერანაირი რეჟიმი ვერ გაუძლებს..

 

ფაშისტური გერმანიის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე რომ საფრთხედ და უცხო სხეულად ქცეულ ვითომ "საკუთარ სახელმწიფოსთან" დაპირისპირებაში არაპატრიოტული არ დაინახოს ვინმემ რამე, რადგან კრიმინალური რეჟიმის პროპაგანდის მსხვერპლი მოსახლეობის უმრავლესობაა, მათ შორის ფორუმელების უმრავლესობაც და თუნდაც კრიმინალური შინაარსის მქონე სახელმწიფოთან დაპირისპირებასაც კი ღალატად აღიქვავს.

 

არადა როგორ შეიძლება უღალატო ქვეყანას, რომელიც შენი არ არის და რომელიც შენი როგორც მოქალაქის და შენი თანამოალაქეების მტერია?

 

FRIDRIX

პატრიოტებმა კი არა მედროვე მოღალატეებმა რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებმა მოისყიდეს

ჰიტლერს ვინც ებრძოდა იმ გერმანელს/გერმანიის მოქალაქეს მოღალატეს ეძახი?

 

აბა პატრიოტები საკონცენტრაციო ბანაკებში მილიონობით ადამიანს რომ ანადგურებდნენ გერმანიის სახელით ისინი იყვნენ?

 

რეებს ამბობ ფრიდრიხ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ჰიტლერს ვინც ებრძოდა იმ გერმანელს/გერმანიის მოქალაქეს მოღალატეს ეძახი?

 

აბა პატრიოტები საკონცენტრაციო ბანაკებში მილიონობით ადამიანს რომ ანადგურებდნენ გერმანიის სახელით ისინი იყვნენ?

 

რეებს ამბობ ფრიდრიხ?

 

 

ჰიტლერს სულ სხვა კუთხით ვუყურებ მას პატივს ვცემ და მის მიღწევებს ვაღიარებ

ხოლო ვინც მას ებრძოდა არის მოღალატე იმიტომ რომ ჰიტლერტან ბრძოლით ებრძოდნენ თავის ქვეყანას ერთი იმ გერმანიის ნაწილს კითხე როგორი იყო კედლის და ლენინის ყურება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

თემა სულ სხვა რამეზეა მარტა..

ვხვდები საითაც მიგყავს,

ახლა მე რომ გითხრა სადაც ხარ იქაურ სახელმწიფოს დაუპირისპირდი მეთქი ადექვატური ვიქნები? :givi:

თუ მანდ უფრო მეტი დემოკრატიაა? კარგია შორიდან ბაასი :givi:

ჩამოდი და დაუპირისპირდი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ჰიტლერს სულ სხვა კუთხით ვუყურებ მას პატივს ვცემ და მის მიღწევებს ვაღიარებ

ხოლო ვინც მას ებრძოდა არის მოღალატე იმიტომ რომ ჰიტლერტან ბრძოლით ებრძოდნენ თავის ქვეყანას ერთი იმ გერმანიის ნაწილს კითხე როგორი იყო კედლის და ლენინის ყურება

ფრიდრიხ ჰიტლერმა და ფაშისტურმა გერმანიამ ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რას ან ვის ცემ პატივს?

 

ჩემთვის იმდენად მიუღებელ რამეს ამბობ კამათშიც ვერ შემოვალ..

 

მილიონობით ადამიანის მკვლელი ფაშისტური გერმანია უნდა განადგურებლიყო და გერმანელმა პატრიოტება ყველაფერი გააკეთეს ფაშისტური სახელმწიფოს განადგურებისთვის, გერმანია როგორც ქვეყანა რომ გადაერჩინათ..

გადაარჩინეს კიდეც, ბევრმა საკუთარი სიცოცხლის ფასად..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

ვხვდები საითაც მიგყავს,

ახლა მე რომ გითხრა სადაც ხარ იქაურ სახელმწიფოს დაუპირისპირდი მეთქი ადექვატური ვიქნები? :givi:

მე საქართველოს მოქალაქე ვარ მარტა და საქართველოზე ვლაპარაკობ და საქართველოს როგორც სამშობლოს და ქართულ საზოგადოებას ვემსახურებოდი ყოველთვის. რა შუაშია რუსეთი? ან მე რატომ უნდა ვიზრუნო რუსეთის დემოკრატიულობაზე ან პირიქით?

 

ჩამოდი და დაუპირისპირდი :givi:

ისედაც დაპირისპირებული არ ვარ? მანდ ვიყავი უპირისპირდებოდი, ჩამოვალ და დაუპირისპირდები, აქ ვარ და როგორც შემიძლია ისე ვცდილობ საზოგადოების გამოღვიძებას. ეგ არის რომ ჩამოსვლა მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული და არც სუიციდური ვარ.. სხვისი ხელებით როცა გადაეჩვევა ქართული საზოგადოება შედეგის მიღებას თუ არა მოლოდინს მაინც და თავადაც მოინდომებს საქმის კეთებას, აუცილებლად სამართლიანი ბრძოლის ავანგარდში ვიქნები. ისედაც ავანგარდში ვარ, უბრალოდ ცოტა ვართ ჯერ ჯერობით და დაქსაქსული. ვერც ავანგარდს ამჩნევს მედროვე საზოგადოება და ვერც ბრძოლას..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

რა შუაშია რუსეთი? ან მე რატომ უნდა ვიზრუნო რუსეთის დემოკრატიულობაზე აქნ პირიქით?

 

მე როგორც მახსოვს შენ ცხინვალში გინდოდა ყოფნა და აღმოჩნდი შენი ნების წინააღმდეგ რსფსრ-ში, მაგ შუაშია.

ისე, ამ გახსენებაზე, მოითხოვე ცხინვალში დაბრუნება? იქნებ იქედან უფრო ადვილად გადმოხვიდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

მე როგორც მახსოვს შენ ცხინვალში გინდოდა ყოფნა და აღმოჩნდი შენი ნების წინააღმდეგ რსფსრ-ში, მაგ შუაშია.

სწორედ გახსოვს, თუმცა ეს მხოლოდ იმას ადასტურებს რომ საქართველო საკუთარი მოქალაქეების მტერია და ქვეყნიდან გაქცევასა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე უუფლებობისთვის იმეტებს..

 

ისე, ამ გახსენებაზე, მოითხოვე ცხინვალში დაბრუნება? იქნებ იქედან უფრო ადვილად გადმოხვიდე.

ფეესბე და რუსეთის სასაზღვრო ძალები რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ გვაძლევს, საემიგრაციოში ამით ახსნეს საქართველოში ჩვენი დეპორტაციის შეუძლებლობა. ანუ არც ყაზბეგზე გადმოგვიშვებენ და არც ცხინვალზე..

 

ეგეც არ იყოს რამდენიმე დღის წინ რუსეთში ჩვენთვის თავშესაფრის მონიჭების შესახებ საკითხის განხილვა განაახლეს, რადგან არალეგალებად დატოვება არ შეუძლიათ და ვერც გვადეპორტებენ და ამჯერად საბუთების მიღებაზე უარს აღარ ვიტყვით. გვეყო 7 თვიანი არალეგალობა და ოფიციალური თბილისისგან საქართველოში დაბრუნების "ნებართვის" (ყველა იმ არაადეკვატური ქვეყნის დედაც ვატირე საკუთარ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების უფლებას რომ ჩამოართმევს) ლოდინი, თან საქართველოს საელჩომ ფაქტიურად აღიარა რომ პერსონა ნონ გრატა ვარ თბილისისთვის. სხვა გზა არ რჩება თუ არა რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენი ლეგალიზება.

 

აი საბუთებს რომ ავიღებთ მერე კი ალბათ შესაძლებელი იქნება ცხინვალში გადასვლა და იქიდან კრიმინალური რეჟიმის ტყვეობისგან საქართველოს განთავისუფლებისთვის ბრძოლა.. თუმცაღა ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიაა, თეორია რადგან დღეს დღეისობით საკუთარი თავი გამჭირვებია აგერ და თეორია რადგან ფაქტი არ არის რომ ცხინვალის ხელისუფლება დღემდე ქართული სპეც-სამსახურების თანამშრომლად არ მთვლის..

 

ისე ბედი ხო გინდა, საქართველოში რუსეთის აგენტიო, ცხინვალში და რუსეთში საქართველოს აგენტიო და მოკლედ კინოც ასეთი უნდა რა მამენტ : )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ამჯერად საბუთების მიღებაზე უარს აღარ ვიტყვით.

სხვა გზა არ არის.

ისე ბედი ხო გინდა, საქართველოში რუსეთის აგენტიო, ცხინვალში და რუსეთში საქართველოს აგენტიო და მოკლედ კინოც ასეთი უნდა რა მამენტ : )))

:))

იშვიათი ამბავია,

ისე, ღმერტის არ გწამს შენ, თორემ მორწმუნე ადამიანი გაიფიქრებდა, ღმერთი ნიშანს მაძლევს პოლიტიკა ჩემი საქმე არ არისო.

შენ გაასწორებ დედამიწას? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

იშვიათი ამბავია,

ისე, ღმერტის არ გწამს შენ, თორემ მორწმუნე ადამიანი გაიფიქრებდა, ღმერთი ნიშანს მაძლევს პოლიტიკა ჩემი საქმე არ არისო.

იქნებ ჩემი და ჩემისთანების საქმეა ზუსტად პოლიტიკა, რადგან ჯერ ჯერობით ჩემნაირების დეფიციტია პოლიტიკაში და არა პირიქით? :givi:

 

ჰო, თან ღმერთისაც არ მწამს :018:

 

შენ გაასწორებ დედამიწას? :givi:

კი :givi: http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

სხვა გზა არ არის.

სხვა გზა მართლა არ არის თორემ სადაც ეს 7 თვე ვიარალეგალეთ იმ სხვა გზასაც გავივლიდით. მაგრამ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში ლომის წვლილი სწორედ გერმანიის ნამდვილმა პატრიოტებმა შეიტანეს

ბეჰეეეეეე :018:

 

ამ ადგილზე კითხვა შევწყვიტე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...