Jump to content
Planeta.Ge

ვლადიმერ პოზნერი: მართლმადიდებლობა შედარებით ბნელი და დახურული რელიგიაა",


Recommended Posts

აუ ეს პოზნერი ხო მაგათი გია ნოდიაა ცვეტში რა...

ვითომ ექსპერტი.

რას ნიშნავს "ბნელი და დახურული" რელიგია ან რა შუაშია ეხლა დასავლეთ ევროპის განვითარებასთან რელიგია? ბულგარეთი იმიტომ ჩამორჩა, რომ კომუნისტები იყვნენ სსრკ-ს მსგავსად. მართლმადიდებლურია კვიპროსიც,თანაც ბევრად უფრო ფუნდამენტალისტი მარტლმადიდებლები არიან ვიდრე მაგალითად ჩვენ (90% მორწმუნე მართლმადიდებელი ცხოვრობს http://en.wikipedia.org/wiki/Religion_in_the_European_Union) ერთი ბეწო, ახალგაზრდა და გახლეჩილი ქვეყანაა, მარა ერთერთი ყველაზე მზარდი და განვითარებადი.

დასავლეთ ევროპა იმიტომ განვითარდა უფრო მეტად, რომ საბჭოთა ქვეყნებში ეკონომიკა დამოკიდებული იყო არა ბაზარზე, კონკურენციაზე, პიარზე და მარკეტინგზე, არამედ რარაც უაზრო სახელმწიფო გეგმებზე. 70 წელი საბჭოტა ქვეყნების მოსახლეები რასაც აწარმოებდნენ სახელმწიფოს აბარებდნენ, რომელიც აქეთ-იქით ანაწილებდა, ყველაფერი სახელმწიფო იყო. 70 წელი საბჭოთა ადამიანი მიეჩვია იმას, რომ მასზე სხვა (სახელმწიფო) ზრუნავდა და მას არ უწევდა ზრუნვა საკუთარი ნაწარმის გაყიდვაზე, შესაბამისად არც სწავლა უწევდა სად და როგორ უნდა გაეყიდა, ვერც ბაზარზე იკიდებდა ფეხს და რა გასაკვირია, რომ ქვეყნები, რომლებიც 70 წელი ბაზარზე ფეხს იკიდებდნენ და აფართოვებდნენ საკუტარი პროდუქციის გასაღების არეალს, ხალხი, რომელიც ამას სწავლობდა და აკეტებდა თავისით, დღეს უფრო განვითარებულნი არიან იმათთან შედარებით ვინც ერთ მშვენიერ დღეს შუბლით დაეტაკნენ რეალობას, როცა მათ არც ცოდნა და გამოცდილება ჰქონდათ, აღარც სახელმწიფო იბარებდა მათ ნაწარმს და ბაზარზეც როგორ შევიდოდნენ, თავიანთი 100 მანეთიანი ხელფასებით რა კაპიტალდაბანდება უნდა გაეკეთებინათ ისეთი, რომ 70 წელი ფეხმოკიდებულ მონსტრებს დაჭიდებოდნენ? პრიჩიომ ტუტ რელიგია???

 

სხვათაშორის არ ვთვლი, რომ მხოლოდ უცოდინარობით მოსდით ამ უსწავლელ პიტალო ექსპერტებს ასეთი შეფასებები. მიზანმიმართულია ეს ყველაფერი. არაფერი მაქვს ხელმოსაჭიდი რომ მასონების არსებობა ვამტკიცო, მაგრამ მაქვს გამოცდილება არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შესახებ, რომლებიც მხოლოდ გრანტებით იკვებებიან და დამერწმუნეთ ერთადერთი მიმართულება საქართველოში პროექტების დაფინანსებისა, სადაც პრაქტიკულად ყველა პროექტს დაგიფინანსებენ არის რელიგიის ირგვლივ შექმნილი პროექტები, იქნება ეს რელიგიური უმცირესობების "დასაცავად", მის ირგვლივ დისკუსიების მოსაწყობად, სხვა რელიგიების უკეთ გასაცნობად (ძირითადად სექტების: იეჰოვას მოწმეები, 50-ანელები და ა.შ.), მოდის და მოდის ამაში ფული, გინდა ძვირადღირებული წიგნები, ბროშურები და პლაკატები ბეჭდე, გინდა ძვირადღირებული სასტუმროები იქირავე სემინარ-კონფერენციებისთვის, გინდა ძვირადღირებული რეკლამები დაუკვეთე, გინდა სპორტის სასახლე იქირავე, გინდა ძვირადღირებული და თანამედროვედ გარემონტებული ოფისის რენტა იხადე, რომელიც ძვირადღირებული აპარატურითა და აქსესუარებითაა სავსე. მანქანასაც გიქირავებენ, ბინასაც, პაეზდკასაც მოგარტყამენ. მოკლედ ასეთი თემებისთვის ფინანსები არ იზღუდება და მერწმუნეთ ძალიან ადვილია პროექტის დაფინანსება. ადრე ნაღდად ასე იყო, უბრალოდ ეხლა ესეც მაფიაა საქართველოში, გარკვეული ჯგუფები ჩაბრატდნენ დამფინანსებლებთან და პრაქტიკულად მხოლოდ ისინი იღებენ დიდ დაფინანსებებს, ძირითადად თავისუფლების ინსტიტუტის ხალხი. იგივეა რუსეთშიც. სამაგიეროდ აბა ერთი სცადეთ სპორტის, კულტურის, ეკოლოგიის, ხელოვნების და ა.შ. განვიტარების ხელშემწყობი პროექტების დაფინანსება? ამიტომ ვფიქრობ, რომ შემთხვევითი არაა ეგეთი რაღაცეები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 84
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

analgin   რასაც ზემოთ პოსტში წერ, სუფთა წყლის დემაგოგიაა. ვითომ რაღაც იცი არასამთავრობო ორგანიზაციებზე, დაფინანსებაზე და ა.შ. შენ რომ გკითხოს კაცმა, მთელი არასამთავრობო ქვეყნის მოღალატე ყოფილა, ფულზე

აზრი

lasha_alo   123 და კიდევ რაღაც სხვა ნიკი აქვს გახსნილი თანაფორუმელს რომლის ნიკია "სტუდენტი". ეს პიროვნება დგას და ყველგან დამსდევს, მისთვის მოსაწონს დავწერ თუ არა და ყველგან მინუსებს მიწერს. მის ნიკზ

აზრი

Saturn   არა არა, ვნახე და არც ნუკრიკოა და არც სიკნადმო. 123 ასეთი ნიკით დარეგისტრირდა ერთი თანაფორუმელი, და თავისი 2 ნიკით დამზდევს და თითქმის ყველა პოსტზე მინუსებს მიწერს.

analgin

 

რასაც ზემოთ პოსტში წერ, სუფთა წყლის დემაგოგიაა. ვითომ რაღაც იცი არასამთავრობო ორგანიზაციებზე, დაფინანსებაზე და ა.შ. შენ რომ გკითხოს კაცმა, მთელი არასამთავრობო ქვეყნის მოღალატე ყოფილა, ფულზე დახარბებული და მეტი არაფერი. როდემდე უნდა იაზროვნოთ მართლმადიდებლებმა მასე? აღარ ვართ X-თე საუკუნეში, XXI-თე საუკუნეა ეს. გაიღვიძეთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

მინუსი შენ ამ :yes: პოსტს!

 

იმიტომ, რომ ჯერ ერთი არ იცი ვინ ვარ და რა გამოცდილება მაქვს ამ მხრივ და ისე მაფასებ პირდაპირ. მეორეც იმიტომ, რომ თავად დემოაგოგობ, მთელი ცემი პოსტი დეტალური კონტრარგუმენტაცია იყო პოზნერის იმ ნაბჟუტურებზე, რომელიც კაცმა რომ თქვას არცერთი არგუმეტით არ არის გამყარებული, ისევე როგორც შენი ეს ფრაზა : "როდემდე უნდა იაზროვნოთ მართლმადიდებლებმა მასე? აღარ ვართ X-თე საუკუნეში, XXI-თე საუკუნეა ეს. გაიღვიძეთ! ". ცუდია რომ მოდერატორი ხარ, თორე კაი სავორნე ხარ ისე. მათ შორის ცხოვრებაშიც. მე არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა, არც ათეისტისთვის და არც ენჯეოშნიკისთვის. შენ თუ თვლი, რომ მთელი ქართული არასამთავრებო სექტორი რელიგიურ თემებზე მუშაობს, ეს მხოლოდ გვირგვინს დაადგამს ჩემს მიერ ზემოთ განხილულ მოსაზრებას, რომ მხოლოდ ეს თემა ფინანსდება და მე კი არ ვთვლი ასე. ეს რომ ასე იყოს აგერ ჩვენი ადმინისტრატორი აშენდებოდა. :D

აღარ ვაპირებ შენთან კამათს, სანამ აზრების დალაგებას და რაც მთავარია თითოეული მოსაზრების შესაბამისი არგუმენტით გამყარებას არ ისწავლი, თორე ჩამორცენილი, ბნელი და უტვინო მე რომ ათეისტები მგონია ეგეთი უნდა და სხვათაშორის არაერთისთვის მაქვს ეს დამტკიცებული, მარა არც მაგის მტკიცებას არ ვაპირებ. მეტი დარდი და ნერვი არ მაქვს ეხლა რა...აგერ რამაზს მივწერე ჩემი აზრი პოზნერის და ვაი ექსპერტების შესახებ, თორემ ჩემი ფეხი გინახავს ამ განყოფილებაში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

მინუსი შენ ამ :yes: პოსტს!

analgin

 

შენს ამ პოსტსაც მინუსი! და იმიტომ რომ არანაირი არგუმენტები, ცალმხრივი, სუბიექტური და მცდარი შეხედულებების გამო.

 

 

იმიტომ, რომ ჯერ ერთი არ იცი ვინ ვარ და რა გამოცდილება მაქვს ამ მხრივ და ისე მაფასებ პირდაპირ.

რას ქვია ისე გაფასებ პირდაპირ? :) პოსტში რაც გეწერა, იქიდან გამომდინარე დაგიწერე ყველაფერი.

 

მეორეც იმიტომ, რომ თავად დემოაგოგობ, მთელი ცემი პოსტი დეტალური კონტრარგუმენტაცია იყო პოზნერის იმ ნაბჟუტურებზე, რომელიც კაცმა რომ თქვას არცერთი არგუმეტით არ არის გამყარებული, ისევე როგორც შენი ეს ფრაზა : "როდემდე უნდა იაზროვნოთ მართლმადიდებლებმა მასე? აღარ ვართ X-თე საუკუნეში, XXI-თე საუკუნეა ეს. გაიღვიძეთ! ".

შენს პოსტში რაც წერია, არანაირად არ მივიჩნევ არგუმენტებად. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი იარლიყის მიწებების გამო დაგიწერე რომ გამოიღვიძოთ. მასე არ შეიძლება. რადგან არასამთავრობოა და ადამიანის უფლებებს იცავს და თუ მას ევროპული ქვეყნები ან დასავლეთი ასპონსორებს, ეს არ ნიშნავს რომ ხაზი გადაუსვათ. :) დაფიქრდი რასაც წერ, მანამ პოსტის ატვირთვის ღილაკს დააჭერდე მაუსით.

 

 

ცუდია რომ მოდერატორი ხარ, თორე კაი სავორნე ხარ ისე.

წესით და რიგით, უნდა დამევორნე, ვინაიდან ძალიან შეურაცხმყოფელად ისაუბრე არასამთავრობოებზე, მაგრამ ამჯერად თავი შევიკავე. მსგავსი რამ თუ გაიმეორე და ყველა არასამთავრობოებზე მასე აუგად ისაუბრებ და შეურაცხმყოფლად, ცხადია რეაგირება იქნება. მნიშვნელობა არ აქვს მოდერატორი ხარ თუ არა. პატივი უნდა სცე სხვა ადამიანებს და იმას, თუ რა ღვაწლსაც ისინი ეწევიან.

 

მათ შორის ცხოვრებაშიც. მე არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა, არც ათეისტისთვის და არც ენჯეოშნიკისთვის. შენ თუ თვლი, რომ მთელი ქართული არასამთავრებო სექტორი რელიგიურ თემებზე მუშაობს, ეს მხოლოდ გვირგვინს დაადგამს ჩემს მიერ ზემოთ განხილულ მოსაზრებას, რომ მხოლოდ ეს თემა ფინანსდება და მე კი არ ვთვლი ასე. ეს რომ ასე იყოს აგერ ჩვენი ადმინისტრატორი აშენდებოდა. :D

შენ მხოლოდ ხმამაღალი განცხადებები გააკეთე და არ ნიშნავს რომ რასაც წერ, წყალი არ გაუვა. :)

 

 

აღარ ვაპირებ შენთან კამათს, სანამ აზრების დალაგებას და რაც მთავარია თითოეული მოსაზრების შესაბამისი არგუმენტით გამყარებას არ ისწავლი, თორე ჩამორცენილი, ბნელი და უტვინო მე რომ ათეისტები მგონია ეგეთი უნდა და სხვათაშორის არაერთისთვის მაქვს ეს დამტკიცებული, მარა არც მაგის მტკიცებას არ ვაპირებ.

შენი ნებაა კამათს ან მსჯელობას აპირებ ან დააპირებ თუ არა. ფაქტი ერთია, რომ ბევრი რამ გასაანალიზებელი გაქვთ თქვენ, ვინც შენსავით არასამთავრობოებზე მასე აუგად ლაპარაკობს.

 

მეტი დარდი და ნერვი არ მაქვს ეხლა რა...აგერ რამაზს მივწერე ჩემი აზრი პოზნერის და ვაი ექსპერტების შესახებ, თორემ ჩემი ფეხი გინახავს ამ განყოფილებაში?

შენი ნებაა სად შემოდგავ ფეხს და სად არა. თუ გსურს წერე, თუ არა და არავინ გაძალებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

აუფ შენ ჩემზე მეტი მტრები გყოლია :givi: ვინ გიწერს ამდენ მინუსს?

 

ერთადერთი ვინც მინუსი დამიწერა და პოსტშც აღნიშნა, analgin-ი იყო. :) სხვას არავის აუღნიშნია ვინ იყო მინუსებს რომ წერდა. ისე კი მაქვს საფუძვლიანი ეჭვი მხოლოდ ერთ პიროვნებაზე მარა თავად არ ამხელს. დგას და მიწერს მინუსებს. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ეჭვი მხოლოდ ერთ პიროვნებაზე მარა თავად არ ამხელს. დგას და მიწერს მინუსებს.

ნუკრიკო თუ სიკნადმო? :givi:

 

შეხედე მერე შენს პოსტებს, ჩანს იქ ვინც გიწერს მინუსებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

ნუკრიკო თუ სიკნადმო? :givi:

 

შეხედე მერე შენს პოსტებს, ჩანს იქ ვინც გიწერს მინუსებს.

Saturn

 

არა არა, ვნახე და არც ნუკრიკოა და არც სიკნადმო. :) 123 ასეთი ნიკით დარეგისტრირდა ერთი თანაფორუმელი, და თავისი 2 ნიკით დამზდევს და თითქმის ყველა პოსტზე მინუსებს მიწერს. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა არა, ვნახე და არც ნუკრიკოა და არც სიკნადმო. 123 ასეთი ნიკით დარეგისტრირდა ერთი თანაფორუმელი, და თავისი 2 ნიკით დამზდევს და თითქმის ყველა პოსტზე მინუსებს მიწერს.

იმოქმედე წესების მიხედვით . გაქვს უფლება მიზანმიმართული დევნის შემთხვევაში მიიღო ზომები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმოქმედე წესების მიხედვით . გაქვს უფლება მიზანმიმართული დევნის შემთხვევაში მიიღო ზომები

lasha_alo

 

123 და კიდევ რაღაც სხვა ნიკი აქვს გახსნილი თანაფორუმელს რომლის ნიკია "სტუდენტი". ეს პიროვნება დგას და ყველგან დამსდევს, მისთვის მოსაწონს დავწერ თუ არა და ყველგან მინუსებს მიწერს. :) მის ნიკზე სტუდენტი, სათანადო რეაგირება მოვახდინე მაგრამ სხვა ორზე ვერა, რადგან არცერთი პოსტი არ აქვს დაწერილი და ვერ ვუზღუდავ უფლებებს, პოსტი თუ არ აქვს გაკეთებული როგორ შევუზღუდო უფლებები? სტუდენტი და თავისი გახსნილი სხვა ორი ნიკით დამსდევს გამალებით რაა... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...