planetanews Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/logo_elmundoes.gif რიკარდ გონსალესი როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი კროული, ასევე სამართლებრივ საკითხებში მისი მრჩეველი და ცნობილი იურისტი ჰაროლდ კოჰი დღეს დაუღალავად უმეორებდნენ უცხოელ ჟურნალისტებს, რომ კოსოვოს საკითხზე ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი სპეციფიკური ხასიათისაა და ის არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მექანიკურად სხვა შემთხვევების მიმართ. და მაინც, რთულია იმის ახსნა, ასეთი რა განასხვავებს კოსოვოს, მაგალითად, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სიტუაციებისგან. როდესაც ტრიბუნალში სახელმწიფოს ერთიანობას განმარტავენ იმგვარად, როგორადაც ის გაეროს წესდებაშია განსაზღვრული, გულისხმობენ სხვა სახელმწიფოების მხრიდან შესაძლო თავდასხმას და არა შიდა პროცესებს, რომელიც დამოუკიდებლობის მიღწევისკენაა მიმართული. ასეთ შემთხვევაში, ამგვარი განმარტება მხოლოდ კოსოვოს შეიძლება ესადაგებოდეს? დაე მაპატიოს ზეგამოცდილმა ჰაროლდ კოჰმა, მაგრამ იურისპუდენციის თვალსაზირისით მისი პოზიცია ძალიან სადაოა. როდის შემდეგ ხდება ის, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კონსტიტუციის განმარტება კონკრეტულ შემთხვევებს ესადაგება? ეს იგივეა, რომ აშშ–ს უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ–ერთ გადაწყვეტილებაში განაცხადოს, რომ კონსტიტუციის მეორე ჩასწორება იარაღის ტარების უფლების გარანტიას ქმნის, ამის შემდეგ კი ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ჩვენი დარწმუნება დაიწყოს იმაში, რომ მსგავსი განმარტება ერთი კონკრეტული შემთხვევით უნდა შემოიფარგლოს, რადგან, შესაძლებელია, სხვა სასამართლო გამოძიების პროცესში ის აბსოლიტურად სხვაგვარად განიმარტოს, მაგალითად, როგორც სახელმწიფოს უფლება ჰყავდეს სახალხო რაზმი. თუკი კროულის და კოჰის პროპაგანდისტული ქარაგმებით საუბრისგან აბსტრაგირებას მოვახდენთ, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ აშშ–ს პოზიცია კოსოვოსთან მიმართებაში გამორჩეულად გეოპოლიტიკური და არა სამართლებრივი შეხედულებებითაა ნაკარნახევი, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოს საკითხის სამართლებრივ მხარეში არწმუნებენ. იქ, სადაც ეს ვაშინგტონს აწყობს, ის სახელმწიფოებისგან რესპუბლიკების გამოყოფას აღიარებს. და პირიქით, იმ შემთხვევაში, როდესაც შეძენილმა დამოუკიდებლობამ შეიძლება მოწინააღმდეგე ქვეყნის პოზიციები განამტკიცოს, როგორც ეს მაგალითად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაშია, რომლებზეც რუსეთმა პატრონაჟი აიღო, აქ თეთრი სახლი და მსოფლიოს სახელმწიფოების უმრავლესობა გაშმაგებულ წინააღმდეგობას წევს. გასაგებია, რომ ფარისევლობით მხოლოდ აშშ არ სცოდავს, არამედ მსოფლიოს სახელმწიფოების უმრავლესობა, რომელთა პოლიტიკაც პირველ რიგში ნაციონალურ ინტერესებს ექვემდებარება და არა საერთაშორისო სამართლის ნორმებს. როგორც არ უნდა გამოხატავდნენ ერთნი საკუთარ აღშფოთებას ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო და როგორი აღფრთოვანებულებიც არ უნდა იყვნენ მეორენი, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბევრი არაფერი შეიცვლება. სასამართლო აბსოლუტურად მართალია, როდესაც მიაჩნია, რომ დამოუკიდებლობის დეკლარირება პოლიტიკური აქტია, ამიტომ კანონიერებას ვერ დაარღვევს. ასეთი არგუმენტის მოყვანით სასამართლო არსებული რეალიების აღიარებით იფარგლება, იმ დროს როდესაც დამოუკიდებლობის მიღების პროცესები იმარჯვებენ ან მარცხდებიან ეგრედწოდებული მსოფლიო თანამეგობრობის ყველაზე გავლენიანი წევრების ინტერესებიდან და არა სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ ჰყავს ლიტვას თავისი წარმომადგენელი გაეროში და მას სუვერენულ სახელმწიფოდ ყველა ცნობსს, ხოლო ტაივანს მხოლოდ ორი ათეული უმნიშვნელო სახელმწიფო აღიარებს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts