Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- შატილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 7 ადამიანი ემსხვერპლა


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/avaria-300x209.jpgშატილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 7 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. “ჯიპის” მარკის ავტომობილი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, მუცოს ხეობაში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და დაახლოებით, 10 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. მანქანაში 10 ადამიანი იჯდა, რომელთაგან შვიდი დაიღუპა, მათ შორის ორი – მცირეწლოვანი ბავშვი. თბილისიდან შემთხვევის ადგილზე ოთხი რეანომობილი გაემგზავრა, ადგილზე იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი და მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე გივი ამირხანაშვილი.  მომხდარზე გამოძიება მცხეთა–მთიანეთის სამხარეო პროკურატურამ დაიწყო. პირველადი ვერსიით, ავტოკატასტროფის მიზეზად მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა სახელდება. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთის, 21 წლის თეონა ჭინჭარაულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას ქალა–ტვინის დაზიანებები აღენიშნება. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. დანარჩენ ორ დაშავებულს სასწრაფო– სამედიცნო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა. გადარჩენილებს შორის შატილის თემის საკრებულოს დეპუტატი გელა დაიაურია, თუმცა მისი მეუღლე და შვილები შემთხვევის დროს დაიღუპნენ.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...