planetanews Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/burjanadze.jpgნინო ბურჯანაძის სარჩელი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის, გაზეთ ”პრაიმ თაიმისა” და ”დრონი ჯი”-ს წინააღმდეგ სასამართლოში დღეს შევიდა. სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს’ მთავარი საბჭოს წევრი თემურ მურღულია 13:00 საათზე შეიტანა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნულ მედია საშუალებებს პატივისა და ღირსების შელახვისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის. საქმე ეხება მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის გარემოცვამ და კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ბიზნესმენებმა, მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი გადაურიცხეს ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის ერთ-ერთ მეგობარს. მედიის ცნობით, აღნიშნული თანხა უშუალოდ ბადრი ბიწაძემ მიიღო, ამ თანხის ნაწილით კი ბურჯანაძემ წყნეთში ახალი აგარაკი შეიძინა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი კატეგორიულად უარყოფს, რომ აღნიშნული აგარაკის მეპატრონეა. მისი განცხადებით, ის ამ აგარაკზე ცხოვრობს, თუმცა, ეს აგარაკი სხვისი საკუთრებაა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “ჩემს ოჯახს მართლა რომ იმ კრიტერიუმებით ეცხოვრა, რასაც ასე მონდომებით გვაბრალებს სააკაშვილი, მასეთი სახლი ათი გვექნებოდა და არა მარტო საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ისევე როგორც ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს აქვთ დავოსში, ნიცასთან ახლოს და ეს მასალები აუცილებლად დაიდება”, – განაცხადა მან 15 ივლისს, კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბში, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> ბურჯნაძე დაინტერესდა, რატომ არ აშუქებენ მედიის წარმომადგენლები იმ ადამიანებს, რომლებიც ~ცალ-ცალი ფეხსაცმლით დადიოდნენ~ ხელისუფლებაში მოსვლამდე, დღეს კი საუკეთესო კურორტებზე ისვენებენ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში და ყველაზე ძვირადღირებულ ღამის ბარებს ხურავენ პრივატული საღამოებისთვის.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />მან ასევე აღნიშნა, რომ არანაირი ილუზია არ აქვს ქართული სასამართლოს ობიექტური განაჩენის, თუმცა, ამ ფაქტს მაინც გაასაჩივრებს. წყარო: “ინტერპრესნიუსი” Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts