Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო სიცივიდან უკან ბრუნდება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg

 

გია ნოდია

 

გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში მაღალი რანგის ვიზიტორების პარადი ჩატარდა.

 

ყველაფერი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტით დაიწყო, მას პოლონეთის, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები მოყვა. პარადში მონაწილეობა ევროპის კავშირის  საგარეო პოლიტიკის ახალი სამსახურის  ხელმძღვანელმა, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და ბოლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც მიიღეს.

 

 

 

იმავე პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყირიმში თავის უკრაინელ და ბელორუს კოლეგებთან  არაოფიციალური მოლაპარაკებების გამართვა მოახერხა. ერთი თვით ადრე კი ის რუმინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან სამიტზე გაემგზავრა.

 

მსგავსი მოვლენები კარგა ხანია აღარ მომხდარა. თუ გასულ ორ წელიწადს გავიხსენებთ, ანუ იმ დროს, როდესაც თბილისში ოფიციალური ვიზიტების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, ჩვენ ამასწინანდელი მოვლენები ”დიპლომატიურ გარღვევად” შეიძლება მივიჩნიოთ.

 

სტუმრების უმეტესობა მხოლოდ თბილისს კი არ ეწვია, არამედ იმ ქვეყნებშიც გაჩერდა, რომელსაც რუსეთი თავის ”ახლო საზღვარგარეთად” მიიჩნევს.  აქედან შეიძლება ის დასკვნაც გაკეთდეს, რომ დასავლური ქვეყნები, თუნდაც სიმბოლური ჟესტის დონეზე, ერთი რამის ხაზგასმას ცდილობენ – მოსკოვთან ურთიერთობები მისი მეზობლების ხარჯზე არ გამოსწორდება.

 

სააკაშვილთან უკრაინის, ბელორუსიის და აზერბაიჯანელი პრეზიდენტების შეხვედრები  რუსეთისადმი დაუმორჩილებლობის გამოხატულებაა და იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს ლიდერები ცდილობენ რუსეთთან თავისი ურთიერთობები სხვა პოლიტიკური ვექტორებით დააბალანსონ.

 

სააკაშვილი რჩება

მაგრამ დიპლომატიური აქტივობების გააქტიურება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ ამ ბოლო დროს სააკაშვილს  იშვიათად იწვევდნენ სამიტებზე და თბილისი აღარ იყო მაღალი რანგის შეხვედრების პოპულარული ადგილი, მხოლოდ დასავლეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილის მოქმედებათა არ-მოწონებით როდი იყო გამოწვეული. პრობლემა ის იყო, რომ არ ჩანდა ცხადად, შეძლებდა თუ არა ის, ქვეყნის სამხედრო მარცხის შემდეგ, პოლიტიკურად გადარჩენას. ან თუ შეძლებდა, მოახეხებდა კი ამის გაკეთებას პოლიტიკური რეპრესიებისა და დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვის გარეშე. ამიტომ დასავლეთმა დაცდა გადაწყვიტა, რათა დაენახა, თუ რა მოხდებოდა საქართველოში… 

 

მაგრამ მაისის ადგილობრივმა არჩევნებმა საბოლოოდ  ცხადყო ყველაფერი. სააკაშვილმა და მისმა პარტიამ რეალურად განიმტკიცეს პოზიციები. შედეგად მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე მასთან საქმის დაჭერას ყველა აპირებს.

 

უფრო მეტიც, სააკაშვილი არა მარტო გადარჩა, არამედ ამას ყოველგვარი რადიკალური ცვლილებების გარეშე მიაღწია. რა თქმა უნდა, თქვენ ვერ შეადარებთ ქართულ დემოკრატიას ევროპის კავშირის სტანდარტებს, მაგრამ მიუხედავად საშინაო პოლიტიკური დაძაბულობისა და ჩრდლოეთიდან მომავალი სასიცოცხლო საფრთხისა, ძირითადი დინამიკა უფრო დემოკრატიულ თავისუფლებათა გაფართოებისკენაა მიმართული, ვიდრე მათი შეკვეცისკენ.

 

ეს არჩევნების ხარისხმა დაადასტურა – დასავლელმა დამკვირვებლებმა ერთხმად აღნიშნეს აშკარა პროგრესი წინა არჩევნებთან შედარებით, თუმცა ისინი ყოვლეთვის დასძენენ (და სამართლიანადაც), რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებამდე   ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი.

 

მართალია სააკაშვილი ვეღარ დაიბრუნებს ვარსკვლავის სტატუსს, ისეთს, როგორიც ვარდების რევოლუციის მერე ჰქონდა, მაგრამ ახლა  დასავლეთი დარწმუნებულია, რომ ის სერიოზული ლიდერია, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ და რომელთანაც საქმე უნდა დაიჭირონ, ხოლო საქართველო მიუხედავად ნაკლოვანებებისა, დემოკრატიული სისტემის განვითარები თვალსაზრისით, რეგიონალურ ლიდერად რჩება.

 

იზოლაციიდან გამოსული

 

მაგრამ რა შეიძლება მოეტანა ამ ვიზიტებს  საქართველოსთვის გარდა რამდენიმე სასიამოვნო სიტყვისა? აშკარაა, რომ რუსეთი არ აპირებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გამოსვლას. საქართველო ვერ შევა ნატოში ან ევროპის კავშირში. დასავლეთი არ აპირებს საქართველოს სუვერენიტეტის გამო რუსეთს ან ებრძოლოს, ან თუნდაც ეკონომიკური სანქციები დაუწესოს მოსკოვს.

 

მნიშვნელოვანია ახალი დინამიკა. ამ ბოლო დროს შეერთებულმა შტატებმა რუსეთის სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ”ოკუპაცია” დაარქვა – ეს ის უმკვეთრესი სიტყვებია დიპლომატიურ ლექსიკონში, რომელსაც ცაშინგტონი იყენებს. შესაძლოა ეს შეერთებულ შტატებში მომავალ არჩევნებსა და რესპუბლიკელთა მხრიდან წამოსულ კრიტიკას უკავშირდება. მაგრამ ამით რა? სიტყვა ”ოკუპაცია” არაა ისეთი, რომელსაც ადვილად წაიღებ უკან.

 

საქართველომ ამას წინათ, ხელი მოაწერა ევროპის კავშირთან სავიზო რეჟიმის  და შეზღუდვების შშემსუბუქებაზე, გამოცხადდა ისიც, რომ დაიწყო მოლაპარაკებები შეთანხმებებზე თანამშრომლობის შესახებ. ”და ამით რა?” იკითხავენ კრიტიკოსები. ”აქედან არაფერი გამოვა”. შესაძლოა ასეცაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან პოზიტიური დინამიკა აქვს.

 

ყველაფერი კი ასე შეიძელბა შეჯამდეს: საქართველოს ოპონენტებს (ან საქართველოს დღევანდელი მთავრობის ოპონენტებს) უყვარდათ იმის თქმა, რომ ქვეყანა იზოლაციაშია და დასავლეთი აღარ გვიჭერს მხარს. ამიტომ საქართველომ გამარჯვებულს წყალობას უნდა მოსთხოვოს ან სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა. მიმდინარე თვის დიპლომატიური პარადის შემდეგ ამ არგუმენტის გამოყენება ბევრად უფრო რთული იქნება.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...