Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- ბურჯანაძე პრესის წინააღმდეგ


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/burjanadze.jpgნინო ბურჯანაძის სარჩელი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის, გაზეთ ”პრაიმ თაიმისა” და ”დრონი ჯი”-ს წინააღმდეგ სასამართლოში დღეს შევიდა. სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს’ მთავარი საბჭოს წევრი თემურ მურღულია 13:00 საათზე შეიტანა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნულ მედია საშუალებებს პატივისა და ღირსების შელახვისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის.

 

საქმე ეხება მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის გარემოცვამ და კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ბიზნესმენებმა, მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი გადაურიცხეს ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის ერთ-ერთ მეგობარს. მედიის ცნობით, აღნიშნული თანხა უშუალოდ ბადრი ბიწაძემ მიიღო, ამ თანხის ნაწილით კი ბურჯანაძემ წყნეთში ახალი აგარაკი შეიძინა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />

 

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი კატეგორიულად უარყოფს, რომ აღნიშნული აგარაკის მეპატრონეა. მისი განცხადებით, ის ამ აგარაკზე ცხოვრობს, თუმცა, ეს აგარაკი სხვისი საკუთრებაა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />

 

“ჩემს ოჯახს მართლა რომ იმ კრიტერიუმებით ეცხოვრა, რასაც ასე მონდომებით გვაბრალებს სააკაშვილი, მასეთი სახლი ათი გვექნებოდა და არა მარტო საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ისევე როგორც ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს აქვთ დავოსში, ნიცასთან ახლოს და ეს მასალები აუცილებლად დაიდება”, – განაცხადა მან 15 ივლისს, კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბში, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />

 

ბურჯნაძე დაინტერესდა, რატომ არ აშუქებენ მედიის წარმომადგენლები იმ ადამიანებს, რომლებიც ~ცალ-ცალი ფეხსაცმლით დადიოდნენ~ ხელისუფლებაში მოსვლამდე, დღეს კი საუკეთესო კურორტებზე ისვენებენ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში და ყველაზე ძვირადღირებულ ღამის ბარებს ხურავენ პრივატული საღამოებისთვის.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />მან ასევე აღნიშნა, რომ არანაირი ილუზია არ აქვს ქართული სასამართლოს ობიექტური განაჩენის, თუმცა, ამ ფაქტს მაინც გაასაჩივრებს.

 

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...