one Posted March 27, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2008 მოკლედ აქ ვწერთ სურეალისტურ ბოდვებს მე დავიწყებ პოლიმ იისფერი მზე ჩამოხსნა ფარდიდან და კაბაზე დაიმაგრა... ვარდისფერმა მზემ თვალებში შეანათა პოლის ცისფერი ლანდები... მწვანე წყალი დაიღვარა ბოლით გაჟღენთილ შენობაში...- პოლ სკამი მომაწოდე პოლიმ ჩამოხსნა ვარდისფერი სკამი ხიდან გაწურა და მომაწოდა... ხეებმა დაიწყეს ისტერიული სიცილი და პოლიმ შარვალზე დაიხედა... შარვლიდან მოდიოდნენ შავ-თეთრი მატლები... ვარდისფერმა კატამ ჩამიქროლა და ტვინი დავკიდე თოკზე გასაშრობად... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
seaside suicide Posted March 27, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2008 ჟანგიანი Fიქრები გავქლიბე და ქაღალდის თვითმFრინავით გავამგზავრე მომავალში ამ დროს მესამე თვალი ამეხილა და Fიქრი განვაგრძე კონსესუსი: ძარღვებში ტომატის სუპი ჩქეფს :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BoDy Posted April 1, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2008 ჟანგიანი Fიქრები გავქლიბე და ქაღალდის თვითმFრინავით გავამგზავრე მომავალში ამ დროს მესამე თვალი ამეხილა და Fიქრი განვაგრძე კონსესუსი: ძარღვებში ტომატის სუპი ჩქეფს :yes2:მას შემდეგ დავფიქრდი, გულზე ნაღველი შემომერია, ვფიქრობ არც კი ვარ? თუ ჩემი ყოფნა საკითხავია...ვიხედები ჩემს სულში და იმ სარკმელს ვეძებ, რომელიც ამაოდ ელოდება მნახველის გამოჩენას და თვალებაცრემლებული შესცქერების იმ ცოდვებს, რომელიც ჩემს სულს, როგორც შავი მდინარის ნიაღვარი, ისე ედება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
seaside suicide Posted April 1, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2008 სანამ ზღვისპირა ქვიშაში ჩავიხრჩობოდი, წერილის დახატვა მოვასწარი.წერილში ეხატა: არასდროს აიფეთქოთ ტვინი ბატი-ბუტივით! ადამიანის თავში ტვინის მაგივრად პლანეტა ბრუნავსრა ეიFორიააყურსაცვამებში ექო ისმისბოლდი თუ იტალიკი? აი ეს არის ამაოების მაძიებელი არსების კითხვაჭეშმარიტება შრიფტში იბადება, ლემურებო!- inter spem et metum! - ჩაილაპარაკა მასწავლებელმა და ცარციანი თითები გაილოკა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
one Posted April 4, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2008 სისხლით მოთხვრილ ოთახში ხელოვნების სული დაქროდა და ალამაზებდა ყველაფერს... დედამიწას ალამაზებდა...სივრცეში ვბრუნავდი უჩინარ ზღარბთან ერთად და როცა თოკზე სველი ტვინი ჩამოვკიდე გასაშრობად მაშინ გამოეღვიძა დალის... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
seaside suicide Posted April 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2008 არისტოკრატი ლოთის იროკეზმა გამომაღვიძა გუშინ დილით.- რა ფერადია!- დალტონიკო!რა სასიამოვნოდ დაიწყო გუშინდელი ცხოვრება. ჯერ სავარცხელი მივირთვი და შებრაწული თმა მივაყოლე, შემდეგ შადრევნის ვაშლებით დავაგვირგვინე მეფური საუზმე.- Merci beaucoup- De rien (beaucoup) არაფერია იროკეზზე მეტად რომანტიკული... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
The Reaper Posted April 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2008 მალხაზმა ჩაახველა და იგრძნო სამხრეთული სიკოჭლის აშკარა ანარეკლი მის გამხმარ ფილტვებში, მერაბი კი ამასობაში მეწამულად სუნთქავდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Xogais Mindi Posted April 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2008 ჯამლეტი ფანჯარას მიუახლოვდა და თავისი ახალი მაცივრის ანტენა დაქოქა რომელიც სულ ახლახანს ადუღებულიყო და ემზადებოდა გასაფრენად. დღეს ბევრი საქმე ქონდა ჯამლეტს სამსახურში უნდა გაგორებულიყო ვითარცა შევარდენი რადგან თურმე გუშინ დილის 22:54 წუთზე პლანეტა მერკურთან მომხდარა რაღაც აფეთქება და ამის საფუძველზე ეს ყავა არა და არ დუღდებოდა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Xogais Mindi Posted April 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2008 მას შემდეგ რაც ვარდო სახლიდან გამოვიდა და დაიწყო მოქცევა მდინარე ენგურში გაკრთა კალმახის ეშვისებური დინგი და უსასრულობას შეერწყა რადგან ნუგზარას მამა თურმა ულტრაიისფრად ასხივებდა თავის მენთოლიან საღეჭ რეზინს და ანზორიც მასთან ერთად იქნევდა ჯიბლიბოს. სადღაც შორს ამასიბაში გამკრთალმა ტელევიზორის პულტმა შეაზანზარა ჭყვისთაველ მრგვალთავიანთა ოფიციალური კონგრესი და შენიშნა თუ რამხელა სითბური ტალღა მორბოდა ახალდაგებულ ავტობანზე სადაც უბერავდა ბებრი სიოს თეთრი ჩრდილის მომწვანო მონაცრისფერო მოლლეკულა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
seaside suicide Posted April 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2008 - ვინც ალუბლის კურკით დაიხრჩობა, ის სამოთხეში ვერ მოხვდება, - მითხრა ყვავმა და მეცო-სოპრანოს ხმით წაიღიღინა.30 ათი წელია ეს სპილო გასარეცხია და საათი რაც დამიდნა, მისთვის ვეღარ ვიცლი. მომბეზრდა მთვარის ჭამა ყოველ დღე. სიახლე მინდა, ვთქვად ჩანჩქერის სუპი (მარილი გემოვნებით). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Xogais Mindi Posted April 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2008 სადღაც შორს დავინახე როგორ აფრინდა მოხუცი ზანზალაკი და მერე ვიგრძენი ფეხქვეშ მეცლებოდა წყალი ტურმე წყალი კი არა ნიამორის ბარძაყი ყოფილა ბიძაჩემს დარჩენია ტელევიზორს რომ ქოქავდნენ ეგ და მეზობლის ქოლგა მაშინ. მაგრამ მე მაინც მივხვდი ამ რაზვადნოი კლუჩს არაფერი ეშველება ბოლო დროს გულჩათხრობილი ღიღინებს და ამით შეწუხებული ანტუანი მარცხენა ყურს ათამაშებს ისტერიულად გეგონება საცაა და წვიმა წამოვაო რადგან მოიღრუბლასავით თითქოს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
The Reaper Posted April 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2008 მარცხნიდან მეასმე კომოდზე შავი ია ამოსულიყო და ნისლისფრად ღიღინებდა, გამდნარ მზეს კი ფანჯარა გაეღვიძებინა და ზომიერად ზმუოდა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Xogais Mindi Posted April 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2008 სადღაც შორს პილასოსის კალთებზე გადაშლილიყო თოვლით დაფარული ფერდობი და მასზე აცოცებას ის ჭიანჭველა ცდილობდა გუშინ ინკასატორის ცოლს ვალი რომ არ დაუბრუნა... სად იყო და სად არა მოფრინდა კოდალა და ხორთუმით მეჩეთი აღაპყრო მიწისკენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
The Reaper Posted April 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2008 აჰმედმა პარასკევს გაუღიმა და მელნის ჩაი აპრიალებულ რადიოს გამოუცვალა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Xogais Mindi Posted April 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2008 ვალოდია უკნიდან კი აწვებოდა მაგრამ ბნელი ვარსკვლავი იყო აგუგუნებული გიტარის გრუშიწელივით და არაფერი ისმოდა მხოლოდ ხმამაღალი სუნის ტკაცანი იდგა გარემოს შიგნითა ნახევარში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.