planetanews Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/oqruashvili_da_nogaideli.jpgყოფილი პრემიერის ზურაბ ნოღაიდელის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური პარტიები ერთიანდებიან. ამის შესახებ “პირWელს” ოპოზიციური კულუარებიდან აცნობეს. წყაროს ინფორმაციით, ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის მოლაპარაკებები დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნის გარდა, სწორედ ნოღაიდელი-ოქრუაშვილის პარტიების გაერთიანებაზე მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით “პირWელი” “მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის” მთავარი კომიტეტის წარმომადგენელს ირაკლი დოლაბერიძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ “აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინფორმირებული არაა და შესაბამისად, ინფორმაციას ვერ დაადასტურებს”. აღსანიშნავია, რომ დოლაბერიძე არც ოქრუაშვილისა და ნოღაიდელის დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ აღმოჩნდა ინფორმირებული. ნოღაიდელი-ოქრუაშვილის პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე არც ყოფილი პრემიერის მოძრაობის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ ინფორმირებულნი. თავად მოძრაობის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა კი კომენტარზე უარი განაცხადა და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ოქრუაშვილს და ნოღაიდელს საერთო პარტიის სახელთან დაკავშირებით ბევრი ფიქრი არ დასჭირდებათ, რადგან ოქრუაშვილის “მოძრაობა ერთიანი საქართველოსა” და ნოღაიდელის “მოძრაობა სამართლიანი საქართველოს” შერწყმის შემთხვევაში, საკმაოდ კარგი სახელწოდება შეიძლება, გამოვიდეს – “მოძრაობა ერთიანი და სამართლიანი საქართველოსთვის”. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკებები ივნისში მიუნჰენში გაიმართა. სამომავლო გეგმებთან და დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნის საკითხზე თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელი და ლევან გაჩეჩილაძე მსჯელობდნენ. ნოღაიდელის პარტიაში აცხადებენ, რომ ოქრუაშვილთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უახლოეს მომავალში გაიმართება. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts