planetanews Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/aqu-300x240.jpgტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 8 პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, დავით აქუბარდიას დაკითხვით განახლდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” განსასჯელების ერთ-ერთმა ადვოკატმა ბესარიონ ქარცივაძემ განუცხადა, აქუბარდიასთან ერთად დაზარალებულის სტატუსით ხვალვე, ტელეკომპანიის კიდევ ერთი წარმომადგენელი გიორგი გეგეჭკორი დაიკითხება. ამით ბრალდების მხარის მოწმეებისა და დაზარალებულების დაკითხვა დასრულდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და ილიას უნივერსიტეტის ორი თანამშრომელი სერგო რატიანი და ზაზა ბასილია დაიკითხნენ. ქარცივაძის განცხადებით, მინდიაშვილმა განაცხადა, რომ განსასჯელებს კანონით დასჯადი ქმედება არ ჩაუდენიათ, მხოლოდ ერთ განსასჯელზე, ავთანდილ ხუნდაძეზე მიუთითა, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა სასამართლოსთვის არ მიუმართავს. საქმეს მოსამართლე მილერი ხარებავა იხილავს. საქმეში 8 განსასჯელია: შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა, დავით შალამბერიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე და ჯაბა გურჩიანი. მათ ბრალი ედებათ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ხულიგნობაში, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ მუხლებით სასჯელის მაქსიმუმი ჯამში 7 წლამდე პატიმრობაა. ”კავკასიაში” ინციდენტი 7 მაისს მოხდა. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts