planetanews Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2010/3/19/1268987603242/Albert-Riera-001.jpg 28 წლის ესპანელი ფეხბურთელი, ალბერტ რიერა, უკვე შეგვიძლია ლივერპულის ყოფილ მოთამაშედ მოვიხსენიოთ, რადგან მისი წასვლა მერსესაიდიდან უკვე როი ჰოჯსონმაც და ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურეს… რიერა ამიერიდან ბერძნული “ოლიმპიაკოსის” შემადგენლობაში იასპარეზებს. აღნიშნულ ტრანსფერზე ინფორმაცია ბოლო 2 დღეა ვრცელდება, მაგრამ ახლა რიერას საბერძნეთში გადასვლა მისმა აგენტმაც დაადასტურა. ცნობილი გახდა ისიც, რომ რიერა “ოლიმპიაკოსთან” არა ორ, არამედ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო ხელფასის სახით წელიწადში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს. 28 წლის ესპანელი შემტევის ყიდვა “ოლიმპიაკოსს” 5 მილიონი ევრო დაუჯდა, რაც Agence France Press-ის ცნობით საბერძნეთის ჩემპიონატისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. ალბერტ რიერა “ლივერპულში” 2008-10 წლებში ასპარეზობდა და ამ ხნის მანძილზე მერსისაიდელთა რიგებში ჩატარებულ 55 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მანამდე იგი თამაშობდა “მალიორკაში”, “ბორდოში”, “ესპანიოლსა” და “მანჩესტერ სიტიში”. 2007 წლიდან რიერა ესპანეთის ნაკრების წევრიცაა. “ფურია როხას”შეამდგენლობაში ჩატარებულ 16 მატჩში მას 4 გოლი აქვს გატანილი. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts