planetanews Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2009/8/10/1249933774778/Javier-Mascherano-001.jpgბენიტესი მასკერანოზე ფიქრს ვერ შეეშვა… რეორგანიზაციის პროცესში მყოფი “ლივერპული” შემადგენლობის მოსაძლიერებლად სახსრებს ეძებს და ვინძლო იპოვა კიდეც. მერსისაიდელთა და არგენტინის ნაკრების საყრდენ ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოს ისედაც გული სხვაგან მიუწევს. კერძოდ, მას მილანის “ინტერისკენ” ექაჩება “ლივერპულის” ყოფილი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი. “წითლების” ხელმძღვანელობას კი მასკერანოს სარფიანად გაყიდვა გადაუწყვეტია, რათა სავაჭრო ფული გაუჩნდეს. ფასიც გვარიანი დაუდია – 25 მილიონი გირვანქა. მოგეხსენებათ, რომ “ლივერპული” ვალებშია. მის ახალ მენეჯერ როი ჰოჯსონს კი ერთი ამოცანა აქვს შესასრულებელი – გუნდი პრემიერლიგის ზე-ოთხეულში ანუ ჩემპიონთა ლიგაში უნდა დააბრუნოს, ეს კი ახალწამოსწრებული კონკურენტების – “სიტისა” და “ტოტენჰემის” მოძლიერების ფონზე ისე ძნელი იქნება, როგორც არასდროს. ჰოჯსონის გუნდი აშკარად საჭიროებს ახალ ვარსკვლავებს, თანაც არც ძველი ბირთვის დაშლა აძლევს ხელს. მასკერანოს კი როგორმე შეელევა, თუ ამით სხვათა შენარჩუნება და ახლების მოძებნა მოხერხდება. თავად ფეხბურთელის აგენტი უოლტერ ტამერი ამბობს, რომ მისი კლიენტის “ინტერისთვის” მიყიდვა სავსებით რეალურად განიხილება და ორიოდ თვის წინ ჩემპიონთა ლიგის მომგები, ფინანსურად ღონიერი მილანური კლუბი მზადაა ბენიტესისთვის ესოდენ სასურველი მოთამაშის გადასაბირებლად მრგვალ თანხას გამოვიდეს. არგენტინელი ამჟამად შვებულებაშია და როი ჰოჯსონისთვის მიუწვდომელი. “ლივერის” ახალმა თავკაცმა რამდენჯერმე სცადა მასთან გასაუბრება, მაგრამ მასკერანო არც ზარებს პასუხობს და არც ტექსტურ შეტყობინებებს. ასე რომ, ჰოჯსონს მისი გაყიდვის სრული მორალური უფლება უჩნდება. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts