Jump to content
Planeta.Ge

პლანეტელების დამოკიდებულება რუსეთისადმი


Recommended Posts

Saturn

შეიძლება "ქოსატყუილა" ბილწსიტყვაობა არაა, მაგრამ აშკარად არასასიამოვნოა ადრესატისთვის. სიტყვიერი გაფრთხილება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 46
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

GeoStream

ჩემთვის ერთნაირათ მიუღებელი რუსოფობია და რუსოფილია. ყოველთვის მეცინება ხოლმე სულელურ კითხვაზე: ვუყვარვართ რუსებს ქართველები თუ არა? აქ ვუპასუხებ სატურნსა და ლაშა_ალოს რუსებისთვის ქართველების მიერ ბ

dire

ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა როგორც აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთისადმი. ის ჩვენი მეზობელია. მას არ უნდა ენდო და უნდა ეცადო ნორმალური ურთიერთობა დაალაგო.

Lo Janko

Nukriko არა მგონია ეს სწორი გზა იყოს. დაპირისპირება ყოველთვის არ ნიშნავს მოწინააღმდეგისაგან გარიდებას. დაპირისპირებულნი ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიან. ჩემი აზრით რუსეთთან დაპირისპირებით დემოკრატიის აგ

asesino_141

შეიძლება "ქოსატყუილა" ბილწსიტყვაობა არაა, მაგრამ აშკარად არასასიამოვნოა ადრესატისთვის. სიტყვიერი გაფრთხილება

თუ დაშვებულია ირონია, მაგალითად აი ეს:

თქვენი "პირვანდელი დამოკიდებულება" საქართველოს მიმართ როგორია? მალე დაამარცხებს რუსეთს?

რატომ არ უნდა იყოს დაშვებული სატირა? :ravic:

 

 

GeoStream

რეგულარული ბაზარი დამისახელე

რეგულარული ბაზარია ნებისმიერი პოსტ საბჭოთა ქვეყანა - უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ა.შ.

 

 

Nukriko

ძირითადად ის თაობა ვინც მოსკოვში 27 მანეთს და გულაობას მოესწრო

 

აი ის თაობა ვისთვისაც რუსეთი უცხო ხილია, ის თაობა უფრო სხვანაირად არის, სხვანაირი დამოკიდებულება აქვს

27 -ს თუ 37 -ს :givi:

 

მე მოვესწარი მაგ დროს თუმცა რუსეთში არ დავდიოდი. ადლერ-სოჩას არ გავცილებივარ. ალბათ იმიტომ არ მაქვს ლოიალური დამოკიდებულება რუსეთისადმი :givi: და სერიოზულად რომ ვიმსჯელოთ ასაკი კი არა მენტალიტეტია მანდ მთავარი. აგერ GeoStream არის მიახლოებით შენი ასაკის მაგრამ ძალიანაც უყვარს რუსეთი და რუსები. მეორე მხრივ მე შემიძლია გაჩვენო 50 და 60 წლის ხალხი, ვინც რეალურად აფასებს სიტუაციას და რუსული პოლიტ ელიტის მტრულ დამოკიდებულებასაც ამჩნევს ამ ქვეყნის მიმართ.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზიზღით და შურისძიების სურვილით აღსავსეა ჩემი დამოკიდებულება რუსეთისადმი და რუსეთის ხელისუფლებისადმი

სვანეთში ამბობენ:,,გზა ნაგზაურზე და ხიდი ნახიდურზეო'',რუსეთისა და ქართველი ხალხის ურთიერთბა და ახლობლობა განგებამ ცაში გადაწყვიტა და უფლის ნებას მოკვდავი კაცის სურვილები ვერ შეცვლის(ჩ ვენდა სამწუხაროდა და სავალალოდ).

რეზიუმე: სჯობს ბუზი მოსპო თაფლით ვიდრე ძმრით!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

GeoStream

 

რეგულარული ბაზარია ნებისმიერი პოსტ საბჭოთა ქვეყანა - უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ა.შ.

 

 

აი ეს არც ირონიაა, არც სატირა. პირდაპირ დემაგოგიაა!

1. ჯერ რა ბაზარია აზერბაიჯანი, სომხეთი? სულ რუსეთში არიან გადმოსახლებულები.

2. ხალხს სახლებში მოსავალი ულპება და შენ კი დასცინი "რეგულარული ბაზარია ნებისმიერი პოსტ საბჭოთა ქვეყანა".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალგაზრდები უფრო რადიკალურები არიან რუსებისადმი ზიზღში (ეს ზიზღი დამსახურებულია, დაუმსახურებელი არ არის)

 

 

 

ისა და დღევანდელი მიშას მთავრობა ასე ვთქვათ „ლიბერალი“ ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული(თვითონ სთქვა),რომლებიც ჰყიდიან ყველაფერს რუსებზე და მაგათთვის რუსეთი მტერია თუ...........? :)

 

 

მოსკოვში მაქვს ნაცხოვრი სამი წელი და თითქმის ყველა დიდ ქალაქში ვარ ნამყოფი.ნორმალური რუსი არაფრით არ განსხვავდება ნორმალური ქართველისაგან.ამიტომ ხალხს არ ვერჩი მეთქი და აი პუტინის დედას ################## და მთელი რუსეთის ხელისუფლებისას ზემოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

Nukriko

 

აგერ GeoStream არის მიახლოებით შენი ასაკის მაგრამ ძალიანაც უყვარს რუსეთი და რუსები.

ეს უკვე შეგნებული შარია.

მე დავწერე ბევრჯერ, რომ რუსოფილი არა ვარ მეთქი!

 

თუ კორრექტულად გააგრძელებთ, მაში ხო. თუ ამ ტონში, მაშინ არა, არ მაქვს თქვენთან დიალოგი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფურუნკული,სახელად ,,რუსეთი'' გასკდა და იქიდან ბალღამი გადმოინთხა...

რუსეთის გავლენის აღდგენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე ის საფასური იქნება,რომლის გადახდაც მსოფლიო მშვიდობის სანაცვლოდ მოგვიწევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

დემაგოგიაა!

1. ჯერ რა ბაზარია აზერბაიჯანი, სომხეთი? სულ რუსეთში არიან გადმოსახლებულები.

და ამის შემდეგ შენ ამბობ ვინმეს ნაწერზე დემაგოგიააო? :givi: იცი მაინც მაგ სიტყვის განმარტება?

აზერბაიჯანში და სომხეთში ხალხი აღარ დარჩა თურმე, ყველა რუსეთშია წასული :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მგონი საჭირო არცაა ამ ქვეყნისადმი ჩემი დამოკიდებულების დაფიქსირება ამ ფორუმზე.

 

თუმცა ბლოკი, ფეტი და ესენინი უდიდესი პოეტები იყვნენ, პუშკინზე ბევრად დიდი პოეტები და მათი პოეზია მიყვარს, მიუხედავად მათი რუსული წარმოშობისა

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

 

აზერბაიჯანში და სომხეთში ხალხი აღარ დარჩა თურმე, ყველა რუსეთშია წასული :))

აბა ეგ თუ არ იცი, რაზე ლაპარაკობ, ჯო? :givi:

რუსულ სოფლებში გადმოსახლდნენ სომეხი გლეხები. ეს ყვლაზე საოცარი ფაქტია!

აზერბაიჯანელები არასდროს არც წასულან რუსეთიდან.

როგორც ქართველები, ისე სომხები და აზერბაიჯანელები ფულს აკეთებენ რუსეთში და არა სომხეთში ან აზერბაიჯანში.

იმიტომ არავინ არა დგას ქართველების გვერდით რუსეთთან "ომში".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვის ერთნაირათ მიუღებელი რუსოფობია და რუსოფილია.

ყოველთვის მეცინება ხოლმე სულელურ კითხვაზე: ვუყვარვართ რუსებს ქართველები თუ არა? :givi:

აქ ვუპასუხებ სატურნსა და ლაშა_ალოს რუსებისთვის ქართველების მიერ ბოდიშის მოხდაზე.

რა დააკელით რუსეთს, რაზე უნდა მოუხადოთ ბოდიში? :)

 

როგორც მოჭადრაკე, არა ვარ მიჩვეული ცალმხრივ ანალიზს. არ ვუყურებ ან თეთრების, ან შავების მხრიდან. რადგან ჭადრაკში დღეს თუ რამეს მოიგონებ თეთრებით, ხვალ შავებით საკუთარი აზრის წინააღმდეგ უნდა იბრძოლო. ცალმხრივად მოაზროვნეებს შეუძლიათ აირჩიონ ან რუსოფობია, ან რუსოფილია; ან სტალინისტობა, ან ანტისტალინისტობა. :read:

 

ძიუდოში მეტოქის ძალის გამოყენებას ასწავლიან. ისწავლეთ ქართველებო ძიუდო! ეს მარტო ჭიდაობა არაა, ეს ფილოსოფიაა საქართველოსავით პატარა და სუსტებისთვის.

კარგი პოსტია, არადა, ძიუდოში საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდნენ ქართვლები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული ტერიტორიები ოკუპირებულია

 

 

თვითოეულ ქართველის დამოკიდებულება რუსეთისადმი სხვადასხვანაირია

 

 

თაობების დამოკდიებულება რუსეთისადმი კიდე სხვასხვაა, თუ კი ახალგაზრდები ანტირუსულად არან განწყობილი, უფროსი თაობა უფრო რუსეთისადმი ან ლოიალურია ან ნეიტრალური

 

 

ჩემი დამოკიდებულება რუსეთისადმი არის ძალიან უარყოფითი

 

როგორია თქვენი დამოკიდებულება რუსეთისადმი?

 

მე ვერ დაგეთანხმები ამ შეფასებაში

 

თუ კი ახალგაზრდები ანტირუსულად არან განწყობილი, უფროსი თაობა უფრო რუსეთისადმი ან ლოიალურია ან ნეიტრალური

 

იმიტომ, რომ პირიქით არის. უფროსმა თაობამ გაცილებით უკეთ იცის რუსეთის ბოროტებანი, სიავეები, მინუსები და ა.შ. უფროს თაობას გაცილებით მეტი აქვს დაკარგული რუსეთის გამო, გაცილებით მეტად არიან მათგან დაჩაგრულ-დამცირებულები. მოკლედ მეტი ბოღმა აქვთ და ესეც გაცილებით...

ახალი თაობა, რომელსაც პრაქტიკულად რუსეთთან საერთოდ არ ჰქონია შეხება, ობიექტურად ვერ იქნება ანტირუსულად განწყობილი, რადგან არ იცის რის გამო უნდა შეიზიზღოს...რა, 20 წლის ბიჭი, რომელიც 1990 წელს დაიბადა, რომელსაც არ აიძულებდნენ რუსულად ელაპარაკა და ესწავლა, არ ევლო ეკლესიაში, ემსახურა რუსულ არმიაში, არ უშვებდნენ საზრვარგარეთ, კარიერაში (განსაკუთრებით სპორტსმენებს) ეროვნების გამო პრობლემები არ ჰქონდათ და უსამართლოდ არ დაჩაგრულან, მისი მშობლები არ გადაუსახლებიათ ან დაუხვრეტიათ ისეთივენაირად შეიძულებს რუსს, როგორც 60 წელს გადაცილებული კაცი, რომელსაც ყოველივე თუ არა რამდენიმე ზემოთჩამოთვლილი მაინც შეეხო?

ლოიალურად არა, მაგრამ ოთხმოციანების ბოლოს და ოთხმაცდაათიანებში დაბადებულ თაობას ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს რუსეთისადმი, 80%-ს მაინც. დანარცენ 20%-ს აგვისტოს ომის შემდეგ ან ოჯახში მოსმენილი ისტორიების გამო სძულს რუსეთი. ალბათ მეც მაგ 20%-ში ვიქნებოდი 9 აპრილის ტრაგედიის მონაწილე რომ არ ვიყო და ცხოვრება რომ არ მქონდეს დამახინჯებული ამის გამო, რადგან ჩემს ოჯახს ყოველმხრივ და ყველაზე ცუდად შეეხო რუსეთი, დედის მხრიდან ნათესავები გაციმბირებული და შემდეგ იქ გაუსაძლისი პირობების გამო მკვდრები მყავს, მამის მხრიდან მათი დიდგვაროვანი წარმოშობის გამო ნახევარზე მეტი დახვრეტილი მყავს ბოლშევიკების შემოსვლისას, ასეთი წინაპრების ყოლის გამო საკუთარი მამა იმდენად დამიჩაგრეს, რომ მისი სახით საქართველომ ალბათ ძალიან კარგი სპორტსმენი დაკარგა. ჭაბუკებში ზედიზედ 2-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი ისე, რომ ერთი სეტი არ წაუგია საერთოდ, შემდეგ სპარტაკიადაც მოიგო და თანატოლებში ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრში არ გაუშვეს ანტისაბჭოთა წინაპრების ყოლის გამო და ქართველობის გამოც და გაუშვეს რუსი, რომელსაც ფინალში 6:1, 6:2 მოუგო...მოკლედ ასეთებს რომ მოგიყვებიან სახლში, ბუნებრივია ვერ გახდები ნეიტრალური, თანაც მე ყოველთვის მაინტერესბდა ასეთი რამეების მოსმენა, მაგრამ ხომ ყველამ იცით, რომ საქართველოში ათიდან რვა ახალგაზრდას კიდია წარსულის ისტორიების მოსმენა და გააზრება, და საერთოდ პოლიტიკა, ყველაფერს იქიდან ზომავენ ფულს საიდან იშოვიან რომ კარგად გაერთონ და ვინც ამ ფულის შოვნაში უშლის ხელს, ის სძულთ. აი ამ მხრივ კი მათ კარგად ახსოვთ, რომ სანამ მათი მამები რუსეთში ღვინოს ყიდდნენ ან იქ მუშაობდნენ და ფულ უგზავნიდნენ არა უჭირდათ, თან ალბათ ბებია-ბაბუაც ბევრს უყვება, რომ რუსების დროს ბევრი ფული ქონდათ. :D ასე რომ მე დარწმუნებული ვარ ახალგაზრდებს აშკარად გაცილებით ნეიტრალური დამოკიდებულება ექნებათ, ხოლო უფროსი თაობის ხალხს უარყოფითი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

უფროს თაობას გაცილებით მეტი აქვს დაკარგული რუსეთის გამო

და ამ ,,უფროს თაობაში ვის გულისხმობ? დისიდენტებს???

 

ახალი თაობა, რომელსაც პრაქტიკულად რუსეთთან საერთოდ არ ჰქონია შეხება, ობიექტურად ვერ იქნება ანტირუსულად განწყობილი

ამაში კი მართალი ხარ... ისინი უფრო პროპაგანდის გამო არიან რუსეთის მიმართ ნეგატიურად განწყობილნი...

 

რა, 20 წლის ბიჭი, რომელიც 1990 წელს დაიბადა, რომელსაც არ აიძულებდნენ რუსულად ელაპარაკა და ესწავლა, არ ევლო ეკლესიაში, ემსახურა რუსულ არმიაში, არ უშვებდნენ საზრვარგარეთ, კარიერაში (განსაკუთრებით სპორტსმენებს) ეროვნების გამო პრობლემები არ ჰქონდათ და უსამართლოდ არ დაჩაგრულან, მისი მშობლები არ გადაუსახლებიათ ან დაუხვრეტიათ ისეთივენაირად შეიძულებს რუსს, როგორც 60 წელს გადაცილებული კაცი, რომელსაც ყოველივე თუ არა რამდენიმე ზემოთჩამოთვლილი მაინც შეეხო?

მოდი ემოციების გარეშე ობიექტურად შევხედოთ ამ საკითხს:

1. ზატო აიძულებდნენ ესწავლა და ელაპარაკა ინგლისურად... ასე რომ იძულება იძულებაა... ისე კი რუსულის ცოდნაში არაფდერია ცუდი! აგერ გერმანიაში ვცხოვრობ და მე რუსულის ცოდნა უფრო გამომადგა ვიდრე ინგლისური...

2. ჩემთვის მაგალითად არასოდეს არსად არ აუგრძალიათ ეკლესიაში შესვლა... და არც ჩემს ირგვლივ ხალხისგან არ მსმენია მასეთი რადიკალური აგრძალვების ამბები... მე ვლაპარაკობ 70-იან და 80-იან წლებს... სტალინის დროს არ მოვსწრებივარ და რა იყო არ ვიცი!

3. ზატო ეხლა რომ საქართველოს არმიაში მსახურობენ იმიტომაც არ უწევთ ავღანეთსა და ერაყში ყოფნა???

4. არც ეხლა არ იკლავენ საელჩოები თავს ჩვენი სპორცმენების საზღვარგარეთ გაშვებაში... ისე კი სინდისიც კარგი საქონელიაო რა, ნახევარ მსოფლიოში (თვით გერმანია და ჩეხეთიც კი) შეგეძლო გადაადგილება როგორც სსრკ-ს მოქალაქეს და მეტი მართლა ეხლა... მაინდამაინც ბრუკლინზე რომ არ გაესეირნათ ამ ჩვენს სპორცმენებს რააა... :TAT:

5. გადსახლებები და დახვრეტები როცა ხდებოდა იმ პერიოდში მთელს მსოფლიოში იყო მოდებული ეგ რადიკალიზმი და არა მარტო საბჭოთა კავშირში... და საერთოდ ყველა თავისი პირადი გამოცდილებიდან მსჯელობს ამ საიტზე...

 

ხალხნო ვირუსებით არის ეს საიტი გატიკნილი და თავს უშველეთ!!!

 

ეხლა ამომიგდო ორიგინალმა კასპერსკიმ აქედან შემოსული ვირუსები!!!

 

:what: :what: :what: :what: :what: :what: :what: :what: :what: :what: :what:

:018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018:

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

უფროსი თაობა 2 კატეგორიად იყოფა

 

1) ზომიერები, არ უყვართ რუსეთის პოლიტიკა, მაგრამ რადგან ბევრი აკავშირებთ რუსეთთან, შეუძლებელია რომ არ უყვარდეთ რუსეთი

 

2) რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულება (რუსეთი კარგიას, პონტი) :D

მაგას დაუმატე რუსეთისადმი რეალისტური, პრაგმატული დამოკიდებულების მომხრე უფროსი თაობა.

 

უყვარდეს მიყვარდეს მე არ ვიცი, მასე მე არც ქართველებზე ვიჭრი ვენებს, ჩემზე კარგად ვინ იცის აქაურების გოთვერნობა :givi:

რა სიყვარული ან ზიზღი აგიტყდათ, როცა, პირი თუ დააღო ჩრდილოელმა მონსტრმა ისე გადაგყლაპავს გაოგნებასაც ვერ მოასწრებ.

საერთოდ სიყვარული და ზიზღი როცა პოლიტიკურ შეფასებას აკეთებ უნდა გამორიცხო,

ემოციებით მხოლოდ პირადი ურთიერტობის, ანდა ხელოვნების ნაწარმოების განხილვის დროს შეიძლება იმსჯელო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...